x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ზესახალისო ისტორია ზუგდიდის ცენტრალური ბაზრიდან

image რეალური ისტორია რომელსაც თავად შევესწარი ზუგდიდის ცენტრალურ ბაზართან არსებულ შინაური ცხოველებისა და ფრინველების გასაყიდ მცირე ბაზარში მოხდა.
მეგობარმა მთხოვა გავყოლოდი გოჭის შესაძენად შვილის დაბადების დღის აღსანიშნავად გასამართი სუფრის საჭიროებისათვის.
ჩავედით დილით ადრე ბაზარში, ვინაიდან ჯერ კიდევ ძალზე ადრე იყო გოჭები ნაკლებად იყო და რაც იყო მის პატრონებსაც გადამყიდველები ისე დასეოდნენ, როგორც ყვავილებს დაესევა ხოლმე ფუტკრების გუნდი.
ვერ ვნახეთ საჭირო ზომის მოვლილი გოჭი და იქვე ახლოს სკამად გაკეთებულ გრძელ ფიცარზე ჩამოვჯექით.
რამდენიმე წუთში ჩვენთან ახლოს გაჩერდა მანქანა საიდანაც ასე 50–55 წლის თმაშევერცხლილი სანდომიანი სახის ახოვანი მამაკაცი გადმოვიდა, სიმართლე გითხრათ მე მყიდველი მეგონა, მაგრამ აქ დაიწყო რაც დაიწყო: მამაკაცმა მანქანის წინა კარი გააღო და თეთრი, საოცრად ლამაზი გოჭი გადმოხტა.
მეც, ჩემი მეგობარიც და ბევრი სხვაც წამოვხტით, არიქა გაექცა კაცს კოჭიო!
მამაკაცმა ნუ გეშინიათ არ წავა ეგ არსადო, მართლაც საითაც წავიდა მამაკაცი გოჭიც უკან მიჰყვა.
სიტუაციამ უამრავ ცნობისმოყვარეს მოუყარა თავი და ერთერთმა ჰკითხა კიდეც: ასე გაზრდილ გოჭს როგორ იმეტებთ და როგორ ჰყიდითო?
მამაკაცს გაეცინა და რაღა "ზურიკელას მურადა" და რაღა ესო! ეს როგორო იმავე ცნობისმოყვარემ რომ იკითხა შემდეგი პასუხი მიიღო: ამ გოჭის "და–ძმები" რომ გავყიდე ეს იმდენად უსუსური და სუსტი იყო რამდენჯერ მიფიქრია ნეტა მოკვდებოდეს დავმარხავ და ესეც დაისვენებს და მეც მეთქი, გავიდა ხანი და ისე მოსუქდა და მოღონიერდა დროზე რომ არ მიგვეტანა საჭმელი ჭყვიტინით აიკლებდა იქაურობას.
შვილიშვილების თხოვნის გამო ვერც გავყიდე და ვერც დავკალი, ისე შემეჩვია ყველგან უკან დამყვება როგორც კი ჭიშკარს გავცდები.
შემარცხვინა კაცი, სოფლის "ყბაში" ხომ ჩამაგდო, მაგრამ ესეც არაფერი, რამდენი ქელეხი და ქორწილი მოხდა სოფელში, სადაც კი ვიყავი მიპატიჟებული ზედ მომადგა ოჯახის წევრივით და წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, ქორწილში ან ქელეხში მყოფ კაცს გოჭი რომ მოგადგება ჭყვიტინით.
მეტი აღარ შემიძლია და პირველივე მყიდველს მივცემ რა ფასსაც დაადებსო.
ჩემი მეგობარი ისეთი ხასიათისაა ის გოჭი სულაც რომ ეჩუქებინათ არ წაიყვანდა და თუ წაიყვანდა მის დაკვლაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
სენაკიდან ჩამოსულმა გადამყიდველმა (სენაკელის კილოს ნებისმიერი რაიონის მცხოვრების მეგრულისაგან ადვილად გავარჩევ 100% სიზუსტით) 60 ლარი შეაძლია, მამაკაცმაც გამოართვა, გოჭი გადასცა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
გენახათ ტომარაში ჩასმულმა გოჭმა რა ამბავი ატეხა, ისეთ ხმაზე დაიწყო ჭყვიტინი, მთელი ბაზრის ფრინველების "კრიახ–ქოთქოთი", ოთხფეხა საქონლის ბღავილი და გოჭების საშინელი ჭყვიტინი გამოიწვია.
იმდენი მოახერხა ძველი ტომრის გამორღვევაც მოახერხა და წასული მანქანის მიმართულებით მოკურცხლა. ცალკე გადამყიდველი და ცალკე გამვლელები გაეკიდნენ, მაგრამ გოჭმა თავს უშველა და ხედვის არედანაც დამეკარგა.
მობრუნებულმა გადამყიდველმა კი გინების "კორიანტელი დააყენა", ჭკვიანმა გაყიდა და მე იდიოტმა ვიყიდე, ახია ჩემზე იმ ფულის დაკარგვაო.
დაახლოებით 1 საათი დავრჩით ბაზარში, მაგრამ ისეთი გოჭი როგორიც ჭირდებოდა ჩემს მეგობარს არ მოუყვანიათ, ბოლოს ნაცნობმა გადამყიდველმა უთხრა მეგობარს, საღამოს მოდი იქნებ მანამდე ვინმემ შემოიყვანოს და მე ვიყიდი ან დაგირეკავო.
წამოვედი სახლში იმ იმედით საღამოს დაგვახვედრებდნენ გოჭს, მართლაც საღამოს 17:00 იქნებოდა მეგობარმა რომ დამირეკა, ელგუჯა გადმოდი და ჩემი მანქანით ჩავიდეთ ბაზარშიო.
მეც გადავედი და ერთად ჩავედით ბაზარში რომელიც მდინარე ჩხოუშიას ნაპირზეა, დაგხვდა მეგობრის ნაცნობი გადამყიდველი და მართლაც ძალიან კარგ ფასად მსუქანი გოჭი დაგვახვედრა.
მეგობარმა ფული გადასცა და ფეხებშეკრული კოჭი სპეციალურად წამოღებულ გალიაში ჩავსვით, ამაზე გამყიდველს გაეცინა, ჩემს ცხოვრებაში ტომარაში არ ჩავსვამ გოჭს, დილით გაიქცა კოჭი და რომ გვეგონა დაიკარგა ნაშუადღევს ვინც გაყიდა იმან უკანვე მოიყვანა მანქანითო. ვინაიდან მაშინ სიტუაციას ჩვენც შევესწარით დაგვაინტერესა და ვკითხე: როგორ გაყიდული გოჭი სახლში დაბრუნებულა მეთქი?
კი ინგირში დაბრუნებულა და პატრონმა რამდენიმე საათში უკანვე მოიყვანა, მაგრამ მყიდველისთვის არ დაუბრუნებია, ფული დაუბრუნა და უკანვე წაიყვანაო.
თუ გაყიდვა უნდოდა უკანვე რატომ დაიბრუნა მეთქი, რომ ვკითხე მიპასუხა: შვილიშვილებს უტირიათ და იმ პატიოსანმა კაცმა თქვა: ჯანდაბას ჩემი თავი, იაროს ჩემთან ერთად ოღონდ შვილიშვილების თვალებზე ცრემლი არ ვნახოო.
ასე იყო ეს ამბავი და მოგეწონებათ თუ არ მოგეწონებათ თქვენ თავად გადაწყვიტეთ.

10
841
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
841
  
2016, 8 ივნისი, 0:20
არ მითხრა ახლა მე ზურიკელა მქვია და ძაღლს მურადაო, როგორც ვხვდები გოგონა ხართ ან ქალბატონი :)
2016, 7 ივნისი, 23:51
რა გაცინებს მე საერთოდ არ მეცინებოდა მაშინ :)
2016, 7 ივნისი, 22:37
ჩემი ძაღლი გამახსენდაა
2016, 31 მაისი, 11:24
მადლობა, ამიტომ ქათამსაც კი არ ვკლავ სახლში. :))
2016, 31 მაისი, 8:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 30 მაისი, 10:30
ხოხ ზუგიდურ თუ რენო აბა თენა ჩქიმ ჯიმა............ ეშ ბაბუ შხვანერო მიქციებუდუო.. ჰმ.... მალადეც ბაბუ...
2016, 29 მაისი, 13:05
მადლობა
2016, 29 მაისი, 12:39
კარგი იყო ნამდვილად:))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10