x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მსოფლიოს საოცრებები- ანგკორ-ვატი

image

პირველი ევროპელი, რომელმაც თვალი შეავლო ანგკორ-ვატს, პორტუგალიელი ბერი ანტონიო და მაგდალენა XVI საუკუნის მიწურულს წერდა, რომ თანამედროვე კამბოჯის ტერიტორიაზე მდგარი ეს ტაძარი “იმდენად უჩვეულოა რომ მისი კალმით აღწერა შეუძლებელია, რადგან მსოფლიოს ვერც ერთ სხვა შენობას ვერ შეადარებ. მას აქვს კოშკები, ჩუქურთმები, მორთულობა, რაც კი ადამიანის გონებამ შეიდზლება მოიფიქროს". ის ერთადერთი ადამიანი არ ყოფილა, ვინც ტაძარმა ასე ძალიან მოხიბლა, თითქმის ნახევარი ათწლეულის შემდეგ ანგკორ-ვატი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. მისი გრაციოზული ჰარმონიულობა, ნატიფი ხუროთმოძღვრება და საუცხოონ მორთულობა დღემდე აოცებს და აღაფრთოპვანებს იმ ასობით ათას უცხოელ სტუმარს, ყოველწლიურად რომ სტუმრობს კამბოჯას. კამბოჯელი ხალხი ისე ამაყობს ანგკორ-ვატით, რომ ეროვნულ დროშაზეც დაიტანეს მისი გამოსახულება.
image










ანგკორ-ვატის სატაძრო კომპლექსი მოიცავს ვრცელ თხრილს, გალავანს, ტაძარს და მის ეზოს. ის XII საუკუნეში სურიავარმან II-ს ბრძანებით აშენდა. ანგკორ-ვატი “ ტაძრის ქალაქს" ნიშნავს და ღმერთ ვიშნუს სახელზე აიგო. ხანგრძლივი არსებობის მანდზილზე ანგკორ-ვატი უამრავჯერ გაუძარცვავთ, მიუტოვებიათ და ზერელედ აღუდგენიათ, მაგრამ წყლიანი თხრილი ასე თუ ისე მაინც იცავდა შუაგულ ჯუნგლებში მდგარ ტაძარს სრული გაველურებისა და ნგრევისაგან. დღეს ის პოპულარული ტურისტული ღისშესანიშნაობაა და შემოსული ფული მის რესტავრირებასა და დაცვას ხმარდება.
image

0
136
1-ს მოსწონს
ავტორი:დონ ჟუან
დონ ჟუან
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0