x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ნაკლებად ცნობილი და საინტერესო ანდაზები
image

"ა"


ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი;

აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო;


აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს;

ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარი;

ავი კაცი თავისთავის მკვლელია;

ავი შემნახავი ქურდზე უარესიაო;

ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო;

ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი;

არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა;

არ მინდამ ცხრა ხინკალი შესჭამაო;

არა მკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო;

არწივს საკენკით ვერ გააძღობო;

ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო;

აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო;

აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო;

არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი;


"ბ"


ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო;

ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო;

ბავშვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვტირიო;

ბაყაყმა ფეხი აიშვირა მეც ნალი დამაკარითო;

ბაძვა სჯობია შურსაო;

ბებიას გამომცხვარი კვერი ტკბილიაო;

ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე;

ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა;

ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო;

ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობა;

ბრმამ ბრმას უთხრა „ჭიტა“ო;

ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო? - გვერდს რომ აღარ მოუწვება, ხომ გაიგებსო;

ბუტიას კერძი გემრიელიაო;



"გ"

გამგონი გაიგონებსო;

გარეული მოვიდა, შინაური დააფრთხო;

გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო;

გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინიანო;

გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდან;

გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით;

გლახა გლახას წაეკიდა ორივ წყალში ჩავარდაო

გლახას კიტრი მისცეს, გამოართო და თქვა: რაღა დასეტყვილი მერგოო;

გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს;



"დ"


დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და მისმა სურვილმა;

დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო;

დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო;

დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ;

დედა იკითხეთ და კვიცი ისე იყიდეთ;

დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო;

დიაცთა უნდა იტირონ, მამაცთა - შური იძიონ;

დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო;

დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო;



"ე"


ელაპარაკე რეგვენსაო, ურახუნე კედელსაო;

ენას ძვალი არა აქვსო, სიტყვას ბაჟი არა აქვსო;

ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო;

ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო;

ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს;

ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო;

ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩება;

ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო;

ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითა;

ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს;

ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის;



"ვ"


ვაი, ქონავ, ვაი უქონლობავ!;

ვაის გავეყარეო, უის შევეყარეო;

ვალმა სთქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ გავეტევიო;

ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია;

ვაჟკაცი სადაც შერცხვება, მისი სამარეც იქ არის;

ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდეს, გიჟი ხიდს გადაირბენსო;

ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო;

ვინც გააჩინა თხა, მან მოუგრიხა რქა;

ვინც დაიზარაო, არც გაიხარაო;

ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობს;

ვინც პატარა რამეს ვერ დააფასებს, ის ვერც დიდის ფასს მიხვდება;

ვინც წყალზე გადო პატარა ხიდიო, მადლი ჰქნა ერთობ დიდიო;

ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს;

ვისაც რახარუხი ეჯავრება, სამჭედლოში ნუ შევა;



"ზ"



ზამთრის მზე ყვავილს ვერ მოიყვანს;

ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეა;

ზოგი ფრინველის ხორცსა სჭამენ, ზოგს კი ხორცს აჭმევენ.;

ზოგი ცხოვრობს ბედითა, ზოგი ვერც გაჭირვებითა;

ზოგის სიცოცხლე ვერცხლია, ზოგისა კი - ცეცხლიაო.;

ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არა.;

ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო;

ზოგჯერ გაქცევაც კაი ბიჭობააო;

ზოგჯერ ტყუილი, მართალს სჯობიაო;

ზურგთ უკან ხელმწიფესაც უძრახავენ;

ზღვა ფაფად იდგა, უბედურს კოვზიც არ ხვდაო;



"თ"


თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო;

თაგვს ბუმბულში აწვენდნენ და ის მიწის სოროში მიძვრებოდაო;

თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის.;

თავის დამკარგველი - თმას დასტიროდაო;

თევზმა თევზს უთხრა: - ცოტა იქით მიიძარიო, - საით მივიძრა, ორივენი ერთ ტაფაში ვიწვითო;

თვალი სარკეა კაცისა, შიგ ბევრი რამა ხატიაო;

თვალი უნებურიაო;

თოფი მეთოფეს და მეთოფე - სოფელსაო;

თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო;

თუ კაცმა არ გაიფხაკუნა, ისე ვერ იცხოვრებს;

თუგინდ უკუღმა დაჯექი ოღონდ სწორე სთქვიო;

თუ ორმა იცის - ღორმაც იცისო;

თუ სარკე არა გაქვს, წყალში ჩაიხედე;

თუ ღმერთი მწყალობს, - ეშმაკები ვერას დამაკლებენო;

თხა გავყიდე, თხა ვიყიდე, სარგებელი ვერა ვნახე;
თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო;


0
551
7-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
551
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0