x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
მოგზაურობა კოსმოსში ნაწილი 5
" შავი ხვრელის შიგნით"


მოვიდა თუ არა მეორე ხომალდი, სახტად დარჩნენ:ვერ დაინახეს ვერც შავი ხვრელი და ვერც რაკეტა. ისინი ცუდ დღეში იყვნენ, ვაიდა იქნებოდა რაიმე დიდი პრობლემაა! მაგრამ მათზე უარეს დღეში რაკეტაში მსხდომნი იყვნენ. თურმე შავი ხვრელი ისე გაძლიერებულა როდესაც ვარსკვლავი ჩაყლაპა, რომ რაკეტა გადაყლაპა. საბედნიეროდ, ისინი გადარჩნენ, მაგრამ ისინი შავი ხვრელის ბირთვში მოხვდნენ. წარმოიდგინეთ ირგვლივ სულ ნაცრისფერი. კიდევ კარგი შავი არ იყო, თორემ ვერაფერს დაინახავდნენ. ის სინათლე ცოტათი მაინც აღიავებდა მუქ ფერს. ისინი ვერ ამოდიოდნენ, რადგან მიზიდულობის ძალა ძლიერი იყო.

იყო ერთი ძალიან დიდი პრობლემა: როდესაც შავი ხვრელი ვარსკვლავს ისრუტავს, მასში მოხვედრილი ძალა იტყორცნება.ახლა უნდა გამოტყორცნილიყო, მათ ეს შეამჩნიეს, იმით რომ ნაცრისფერი გაღიავდა. ამ დროს კი ჰოი საოცრებავ! ხომალდმა შავ ხვრელს მიახლოებით ესროლა ძალიან გაძლიერებული სინათლე და მიზანს ზუსტად ესროლა! შავ ხვრელს მოხვდა და დაიწყო შეკუმშვა. მიზიდულობის ძალა დაკარგა და რაკეტას საშუალება ჰქონდა გაფრენილიყო. გაფრენა მოასწრეს და გაიგეს საშინლად ამაზრზენი ხმა: შავი ხვრელი იმდენად შეიკუმშა, რომ აფეთქდა, იმდენად აფეთქდა, რომ იქ ულამაზესი ნისლეული დარჩა.

-ვაშაააა! მიულოცეს ერთმანეთს მეგობრებმა. ისინი შევიდოდნენ ისტორიაში, როგორც შავ ხვრელში მოხვედრილნი და გადარჩენილნი. ყველა ამაზე ისაუბრებდა და რაც მთავარია შავი ხვრელი პრობლემას აღარ წარმოადგენდა!



კარგად მოილხინეს და გადაწყვიტეს ნისლეულისთვის დაერქმიათ გამარჯვების ნისლეული.


დაბრუნდნენ დედამიწაზე. არაფერზე ფიქრობდნენ შავი ხვრელის გარდა. არაფერს უკვირდებოდნენ ისე იყვნენ ჩაფლულნი ფიქრებში.


***

აი, არიან დედამიწაზე. არის ლხინი და ბედნიერება. მხოლოდ ჯონია ჩაფიქრებული.

-ჯონ რა გჭირს? ჰკითხა მარიამ.

-არაფერი ჩემო ლამაზო! უთხრა ჯონიმ და ელვის სისწრაფით მივარდა მას და აკოცა ტუჩებში. აი, რა იყო მისი ფიქრები. მან მოიშორა გულის ნადები, რომელიც ამდენი წელია აწუხებს!დედამიწა


***

ამ ზეიმს დაემატა ორი ძალიან ცნობილის და ჭკვიანის მარიას და ჯონის ქორწილი. ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ ისეთ პლანეტაზე, რომელზეც არ იყო საშიში შავი ხვრელი!

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:პლატონ ჭიაბრიშვილი
პლატონ ჭიაბრიშვილი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0