x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
საუკეთესო ანეკდოტების ნაკრები
imageორნი მგზავრობენ გაჭედილ ავტობუსში. ერთი ეძახის მეორეს:
– რას შვრები მანდ, ცოცხალი ხარ?
– კი, ბოლო სიცოცხლე დამრჩა...



– ალო, სახანძროა? აქ ექიმები და პოლიციელები ჩხუბობენ... არც კი ვიცი სად დავრეკო...



პარლამენტარმა ორი კაცი გაიტანა მანქანით. სასამართლოზე ცოტა დაგვიანებით მოსული პარლამენტარი მოსამართლეს ეკითხება:
– აბა რა ხდება?
– რა ხდება და, ერთს, რომელმაც პარპრიზი გაგიტეხათ თავით, 8 წელს მივცემთ: ტერორისტული აქტი – ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა საკუთრების ხელყოფით.
– კარგია! მეორეს?
– მეორეს, რომელიც ბუჩქებში გადავარდა, 12 წელს მივცემთ.
– პირველზე უფრო მეტს? როგორ?
– კი, შეგვიძლია – მან დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადა.

image



– მამი, ქალთევზა ქალია თუ თევზი?
– რავი, შვილო, გააჩნია – გშია თუ...



– რა დამიჯდება ამ კბილის ამოღება?
– 50 დოლარი.
– რამდენ ხანში ამომიღებთ?
– 5 წუთში.
– მერე რა ამბავია 5 წუთში 50 დოლარი?
– კარგი, მაშინ ჩემი თანაშემწე ამოგიღებთ 10 დოლარად, და ორი საათი მოუნდება!



ქიმიის გაკვეთილია. მოსწავლეები ცდებს ატარებენ.
– აბა მაყვალა, რა ფერის სითხე მიიღე ცდის შედეგად?
– წითელი მას!
– კარგია, ხუთიანი, დაჯექი! ვანო, შენ?
– ვარდისფერი.
– არა უშავს, ოთხი, დაჯექი! მიხო, შენა?
– შავი.
– მიხო ორიანი, დანარჩენები – დაწექით!image



ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ ბავშვს ეკითხებიან:
– რომ გაიზრდები რა გინდა გამოხვიდე?
– მდგმური!



კოჭლი მამას ეხვეწება:
– მამი, გამიშვი რა ომში...
– კარგი რა შვილო, რა გინდა ომში – არაფრის გამკეთებელი შენ არა ხარ, ტყუილად აქ ჩვენ უნდა გვანერვიულო და იქ კიდე სნაიპერს მოუშალო ნერვები!



ჯოჯოხეთში ქალებს "ღებულობენ".
– რამდენჯერ უღალატე ქმარს?
– ოცდაათჯერ.
– კუპრში! შემდეგი... შენ რამდენჯერ უღალატე ქმარს?
– ოცჯერ.
– კუპრში! შემდეგი... შენ რამდენჯერ უღალატე ქმარს?
– ერთხელ...
– ჭინკებო! აიყვანეთ ოცამდე და კუპრში! შემდეგი...



მიხო ექიმთან მივიდა. ექიმმა გასინჯა და წამლები გამოუწერა – ესენი დალიეო.
–ექიმო, ღვინის დალევა შემიძლია?
– კი
– ეგ როგორ?
– როგორ და ახლა რომ მე აგიკრძალო გამოგივლიან ძმაკაცები – წამო დავლიოთო, შენც გაჰყვები, ცოლი მოგაძახებს – სად მიდიხარ, ექიმმა ხომ აგიკრძალაო! შენ ეტყვი – ერთი იმ ექიმის დედაცო... ჰოდა ერთი შენი დედაც... რაც გინდა ის გიქნია...



- წელსაც მინდა პარიზში წასვლა.
- შარშან იყავი?
- არა, შარშანაც მინდოდა.



ორი ნარკომანი ტყეში მიდის. ერთს რაღაც მოუნდა და ბუჩქებში გადავიდა. ცოტა ხანში იქიდან იძახის:
- ქაღალდი არა გაქვს?
- კარგი რა, ბიჭო, დატოვე და წამოდი!image



მელა, მგელი და დათვის ბელი ორმოში ჩავარდნენ. ვერ ამოდიან.
- ეგრე არ გამოვა, ყველანი შიმშილით დავიხოცებით - თქვა მელამ. სჯობს ერთ-ერთი ჩვენგანი შევჭამოთ, იქნებ დანარჩენები გადარჩნენ.
- მერე ვინ შევჭამოთ? - იკითხა მგელმა.
- მოდი, ვინც ყველაზე უმცროსია ის შევჭამოთ - შესთავაზა მელამ.
- მე 100 წლისა ვარ - თქვა მგელმა.
- უი, ზუსტად ჩემი შვილიშვილის ხნისა ყოფილხარ, იმას ენაცვალოს ბებო - დაიღვარა ცრემლად მელა და ბელისკენ აპარებს თვალებს.
დათვის ბელი კედელთან წევს და მუცელს იფხანს:
- მე რვა თვისა ვარ, მაგრამ რომ მომშივდება ვინ ვის შეჭამს იმასაც ვნახავ!



მანქანა შუქნიშანზე წინა მანქანას დაეჯახა. წინა მანქანიდან გადმოვიდა ოთხი სვანი და მიადგნენ უკანას მძღოლს:
- ახლა უნდა გეჩხუბოთ!
- კარგი, არაა საჭირო, ისე მოვრიგდებით!
- არა, უნდა გეჩხუბოთ!
- არ მინდა, ვა! ან რა წესია, ოთხი ერთს უნდა მეჩხუბოთ?
- მაშინ აი ეს კაცი შენსკენ იქნება და უნდა გეჩხუბოთ!
- მაინც უსამართლობაა - სამი ორზე!
- ჰოოო!!! ... კარგი მაშინ, შენ წადი და ჩვენ ვიჩხუბებთ.



- მამიკო, მეგობარს რომ უჭირდეს, ხომ უნდა დავეხმარო?
- კი შვილო, მაგრამ შენც რაღა გაჭირვებულს უმეგობრდები?


ორმა მთვრალმა კაცმა ტაქსის მძღოლის გაშაყირება მოინდომა და მძღოლს კითხეს:
- ძმაო, ნაგავს არ წაიღებ?
- კი, ბატონო, დასხედით!



100 წლის ტიპი მივა სექსოპათოლოგთან!

- ექიმო სექსის დროს წუილი მესმის ყურებში.

- რამდენი წლის ბრძანდებით?

- 100-ის.

- მერე აპლოდისმენტები რო არ გესმის არ გიკვირს შე დედააფეთქებულო!!!



პირველ აპრილს პატარა ბავშვი მირბის დედასთან

-დედა დედა მამამ თავი ჩამოიხრჩო შემოსასვლელ ოთახში კიდია..

მივა დედა ცარიელია ოთახი

-ჰაჰა დღეს პირველი აპრილია, ლოჯში გდია...





0
1102
4-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
1102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0