x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ბრაზილიაში 30-მა მამაკაცმა 16 წლის გოგონა გააუპატიურა
image


ბრაზილიის პოლიცია ეძებს 33 მამაკაცს, რომლებმაც 16 წლის გოგონა ჯგუფურად გააუპატიურეს, ხოლო შემდეგ ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში განათავსეს.


ამ ფაქტმა დიდი აღშფოთება გამოიწვია ბრაზილიაში.პროტესტის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ (მათივე ტერმინით) "გაუპატიურებას კულტურას" საბოლოოდ დაესვას წერტილი ამ ქვეყანაში.

imageროგორც ცნობილი გახდა გასულ შაბათს, 21 მაისს გოგონა სტუმრად მივიდა თავის ბოიფრენდთან რიო-დე-ჟანეიროს დასავლეთ ნაწილის ღატაკ რაიონში.



განცხადების თანახმად, გოგონამ კვირა დილით როდესაც გაიღვიძა სრულიად შიშველი იყო, სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, ხოლო გარშემო მამაკაცების მთელი ჯგრო ეხვია თავზე.ამასთანავე გოგონა ამტკიცებს, რომ არც ალკოჰილი და არც ნარკოტიკები არ მიუღია.

image


ამის შემდეგ ის სახლში წავიდა. თავიდან იგი არაფერს ამბობდა, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ამოიღო ხმა, როდესაც მისი ჯგუფურად გააუპატიურების ვიდეო "ტვიტერზე" განათავსეს.


40 წამიანი ვიდეო მალე გავრცელდა ინტერნეტით, რომელსაც სექსისტური კომენტარები ახლდა თან.მალე ამ ადამიანის პროფილი სოციალური ქსელიდან გაქრა.


გოგონას ბებიამ შვილიშვილის გაუპატიურების ვიდეოჩანაწერი ნახა და ამის შემდეგ დიდხანს ტიროდა.


"ნეტა სულ არ მენახა ჩანაწერი.როდესაც ამის შესახებ შევიტყვეთ..ვერ ვიჯერებდით, საშინელებაა"-განაცხადა ქალმა გაზეთ Folha de S.Paulo-სთან ინტერვიუში.


"ის ახლა ძალიან ცუდად არის, საქმე სერიოზულადაა"-დასძინა ბებიამ.


ვიდეო მალე ამოიღეს სოციალური ქსელებიდან, ხოლო პოლიციამ გამოწერა ორდენი მამაკაცების დაკავებაზე, მათ შორისაა პირველ რიგში გოგონას ბოიფრენდი.


ამ ფაქტმა ბრაზილია შოკში ჩააგდო, უახლოეს დღეებში დაგეგმილია მორიგი საპროტესტო გამოსვლა.



2
1250
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1250
  
2016, 1 ივლისი, 8:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 29 მაისი, 19:32
რიოს მაგ ღატაკი რაიონისთვის ატომური ბობმბი ალალია. მაგ რაიონში რომ ძლადობაა ჩვენტან 90-იანებში რომ იყო მაგასთან ახლოსაც არ მივა.
0 1 2