x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ქურდების მეგობარი გეგეშიძე, კალაძის სიძე აბულაძე და კალატოზას ძმა ბოივასო"სკანდალური ფოტო

image"ჩვენგან მარჯვნივ კალაძის ზონდერების შემოქმედი, ჭიკაიძის დაცვის ყოფილი უფროსი, ქურდების და კრიმინალების მეგობარი გეგა გეგეშიძეა; ცენტრში - უკვე დაზუსტებულად, კალაძის სიძე, მისი ნახევარდის თამუნა კალაძის მეუღლე პაატა აბულაძე, გუშინ შსს-ს წინ თავის დაწვას რომ აანონსებდა და პრაქტიკულად, ვიცეპრემიერის სახელით პრემიერსა და შს მინისტრს აშანტაჟებდა, თანაც წარმატებულად; ჩვენგან მარცხნივ კი შევარდნაძისდროინდელი კრიმინალ-პოლიციელი ვასილ ქარსელაძე, იგივე ბოივასო, ცნობილი კრიმინალის, დავით ქარსელაძის, იგივე კალატოზას ძმა, რომელიც სულ ახლახანს სამთავრობო დავალებით ჭიდაობის თბილისის ფედერაციის პრეზიდენტად "აირჩიეს". გაგრძელებას მალე შემოგთავაზებთ" - წერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი საკუთარ ფესბუქ გვერძე.image
ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე სკანდალური და აქტიური გახდა მისი სოციალური გვერდი.წარმოგიდგენთ ბეისბუქის გვერძე გამოქვეყნებულ განცხადებებს : "ყველაფერს აქვს საზღვარი, მართლადამართლა. ვლადიმერ, ვის ებრძოდი 2009 წლიდან? არ გახსოვს, 2012-ს ზაფხულში, ოლიმპიადიდან დაბრუნებული, მსაჯების მიერ მართლა დაჩაგრული, მეოთხე ადგილზე გასული, ჩვენს საერთო მეგობართან ერთად ჩემთან რომ ამოხვედი, წყნეთში, სადაც სახლს ვქირაობდი? განა მაშინ ყველამ არ დაგიდასტურა, რომ უსამართლოდ წაგაგებინეს? განა მაშინ ყველა არ დაგეხმარა, მათ შორის ფინანსურად? ოლიმპიური კომიტეტიცა და ფედერაციაც? განა მაშინ ჩემთან საბრძოლველად მოხვედი? მიდი და ეგ უთხარი ჩვენს საერთო მეგობარს. ოღონდ თვალებში ჩახედე და ისე! მე პატივს ვცემ ამ ადამიანების მამას, მის ღირსებას და ძალზე ვწუხვარ, რომ მას შვილების გამო უწევს ნერვიულობა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერს აქვს საზღვარი და ზღაპარი 2009 წლიდან "ნაციონალურ რეჟიმთან ბრძოლაზე" ამ საზღვრებს სცილდება. ვლადიმერ, შენ ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს ფიზიკურად შეეხე უსამართლოდ, ფინანსური ანაზღაურების გამო. მაგრამ ამაზე კიდევ უფრო ამაზრზენი ეს თავის სამართლებელი ტყუილებია."image: ""ჩემი განცხადების შემდგომ სპორტსმენები თვითონ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აქედან გამომდინარე, მათი დაკავების საფუძველი მე და გამოძიებას აღარ გვქონდა. მიუხედავად ამისა, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების ერთერთი საფუძველია ის, რომ ეჭვმიტანილი აგრძელებს დანაშაულის ჩადენას. ქვემოდმოყვანილი, აშკარა მუქარის შემცველი ფეისბუკ სტატუსები ამის აშკარა მტკიცებულებაა. ამიტომ, მინისტრი ცრუობს. პოლიციაში თავის ფეხით მისულები უნდა დაეკავებინათ, ბრალიც უნდა წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობაც უნდა მოეთხოვათ."image

0
430
7-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0