x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134372
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ერთობამ უნდა მიგვიყვანოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობამდე, ეკონომიკურ სიძლიერემდე და ევროპულ ოჯახში ღირსეულ დაბრუნებამდე

imageჟურნალისტი და ბლოგერი ლაშა მესხი საზოგადოებას 26 მაისს ფეისბუკის მეშვეობით ულოცავს.

დღევანდელი დღის ისტორია 1918 წლის 26 მაისს იწყება, როცა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, 17 საათსა და 10 წუთზე, გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს დღე ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი რთული ისტორიის მანძილზე ჩვენ არაერთხელ მოვახერხეთ მართალი მიზნებისთვის გაერთიანება და სრულ გამარჯვებამდე მისვლა!
ჩვენი ერის ეს თვისება ოქროს ასოებითაა დატანილი სახელმწიფო სიმბოლიკაზე. „ძალა ერთობაშია“
ამ ერთობამ უნდა მიგვიყვანოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობამდე, ეკონომიკურ სიძლიერემდე და ევროპულ ოჯახში ღირსეულ დაბრუნებამდე.
დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა! სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ნამდვილი პატრიოტის. რომ არა მსგავსი ადამიანები დღეს ჩვენ ამ ზეიმის მონაწილეები ვერ ვიქნებოდით. მადლობა საქართველოს როგორც წარსულის, ისე აწმყოს გმირებს!
გილოცავთ, მეგობრებო, ყველას ამ ღირსეშანიშნავ დღეს! გისურვებთ წარმატებულ და ისეთ საქართველოში გვეცხოვროს, სადაც მთავარი ღირებულება - ადამიანი და მისი კეთილდღეობა იქნება. - ნათქვამია მილოცვის სიტყვაში.

0
102
შეფასება არ არის
ავტორი:ჯონი დეციმეტროვი
ჯონი დეციმეტროვი
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0