x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ყველაზე მაღალი ადამიანები მსოფლიო ისტორიის მანძილზე

image1. Robert Wadlow – 8 ft 11 in (2 m 72 cm) - რობერტის მეტსახელი ილინოისის გიგანტი იყო და ის ყველაზე მაღალი ადამიანია დედამიწის ისტორიაში.დაიბადა ალტონში, ილინოისში 1918 წელს.22 წლის ასაკში მისი სიმაღლე 2 მეტრი და 72 სანტიმეტრი იყო.ეს გამოიწვია ჰორმონულმა დაავადებამ, რომელიც მას ბავშვობაშივე განუვითარდა და გახდა მიზეზი მისი ზედმეტად სწრაფი ზრდის.8 წლის ასაკში რობერტი უკვე 1.95 მეტრი და 77 კილო იყო.სკოლის მასწავლებლები იხსენებენ, რომ მისთვის სპეციალური მაგიდის დამზადება უწევდათ ყველწლიურად, რადგან ყოველ წელს შესამჩნევად იზრდებოდა.

საბოლოოდ მიჩიგანში გადაუდებელი ოპერაციისას ძილში გარდაიცვალა 22 წლის ასაკში 1940 წელს გარდაიცვალა.მის პანაშვიდს 30, 000 კაცი დაესწრო ხოლო მისი უზარმაზარი სხეულის ასაწევად 12 კაცი დაჭირდათ.image2. John Rogan – 8 ft 9 in (2 m 67 cm) - ჯონი დაიაბადა ტენესში 1868 წელს და ის ყველაზე მაღალი აფრიკელი ადამიანია მსოფლიოს ისტორიაში.მისი სიმაღლე 2 მეტრი და 67 სანტიმეტრი იყო.13 წლის ასაკში მას მოულოდნელად დაეწყო მკვეთრი ზრდა სიმაღლეში, რამაც არაერთი დაავადება გამოიწვია.სახსრები ვერ ასწრებდნენ ზრდის შესაბამისად განვითარებასა და 3-4 წლის შემდეგ ხელჯოხების გარეშე გადაადგილება შეუძლებელი გახდა.საბოლოოდ დაავადების გართულების გამო გარდაიცვალა 1905 წელს და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაზომეს სიმაღლეში.მიუხედავად იმისა, რომ ჯონი 2 მეტრი და 67 სანტიმეტრი იყო, მისი წონა მხოლოდ 80 კილოს აღწევდა.image3. John F. Carroll – 8 ft 7.5 in (2 m 63 cm) - დაიბადა ბუფალოში, ნიუ იორკში 1932 წელს.ჯონი 16 წლის იყო, როდესაც მან სიმაღლეში უეცარი ზრდა დაიწყო და ეს სიკვდილამდე გაგრძელდა.მისი სიმაღლე ყოველთვიურად დაახლოებით 15-20 სანტიმეტრით იზრდებოდა.საბოლოოდ ჯონი 1969 წელს გარდაიცვალა და მისი სიმაღლე 2მეტრსა და 63 სანტიმეტრს გაუტოლდა.image4. Väinö Myllyrinne – 8 ft 3 in (2 m 51 cm) - დაიბადა 1909 წელს ჰენსიკში, ფინეთში.21 წლის ასაკში მისი სიმაღლე 2 მეტრსა და 23 სანტიმეტრს აღწევდა.მსახურობდა ფინეთის შეიარაღებულ ძალებში და ყველაზე დიდი ჯარისკაცის სტატუსი აქვს დღემდე.საბოლოოდ გარდაიცვალა 1963 წელს 2 მეტრი და 51 სანტიმეტრი სიმაღლით.ვაინო ასევე შეტანილია ისტორიაში, როგორც ყველაზე დიდი და განიერი ხელის მქონდე ადამიანი.მისი ხელის გულის გარშემოწერილობა 39 სანტიმეტრს აღწევდა.image5. Edouard Beaupré – 8 ft 3 in (2 m 51 cm) - დაიბადა 1881 წელს სასკაჩევანში, კანადაში.ბავშვობაში ედუარდო ოცნებობდა კოვბოი გამხდარიყო, თუმცა როდესაც წამოიზარდა და მიხვდა რისი გაკეთება შეეძლო, მალევე შეიცვალა აზრი.17 წლის ასაკში მას უკვე 400 კილოიანი ცხენის აწევა შეეძლო, რის გამოც ცირკში წავიდა და ყველაზე ძლიერი ადამიანის სახელიც მოიპოვა.ასევე ასპარეზობდა და სახელი გაითქვა ჭიდაობაშიც.ერთხელ მან 500 კილოს აწევის მცდელობისას ფეხიც კი მოიტეხა.საბოლოოდ 23 წლის ასაკში გარდაიცვალა 1904 წელს.გარდაცვალების შემდეგ ექიმებმა მას სიმსივნე აღმოუჩინეს.მისი სიმაღლე 2 მეტრი და 51 სანტიმეტრი იყო.image6. Sultan Kösen – 8 ft 3 in (2 m 51 cm)image7. Bernard Coyne – 8 ft 2 in (2 m 49 cm)image8. Vikas Uppal – 8 ft 3 in (2 m 51 cm)image9. Don Koehler – 8 ft 2 in (2 m 49 cm)image10. Brahim Takioullah – 8 ft 1 in (2 m 46 cm)




4
572
8-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
572
  
2016, 26 მაისი, 11:25
ჯუჯები არ არიან ნორმალური სიმაღლის ადამიანები არიან ეგენი.მე ვიგულისხმე რომ ყველა მაღალ ადამიანს აქ ვინც არიან სხვადასხვა დაავადება აქვთ
2016, 26 მაისი, 11:16
უი, ხოოო, მე მხოლოდ მაღალ ადამიანებს ვუყურებდი და ჯუჯები მათ ფონზე ნორმალური სიმაღლის ადამიანები მეგონა. ე.ი. ზომიერება ყველგან და ყველაფერში!!!!!
2016, 26 მაისი, 11:12
მართალი ხართ,თუმცა სხვადასხვა სპეციფიური განხრაა,მაგალითად 1-2 ადგილზე ვინებიც არიან ჰიპოფიზა და ჰიპერტროფია ქონდათ
2016, 26 მაისი, 11:08
თუ არ ვცდები, აკრომეგალია ჰქვია ამ მოვლენას(( სამწუხაროა, თუ საბედნიერო, რომ ისინი დიდხანს ვერ ცოცხლობენ(
0 1 4