x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
საპირფარეშოში შესულ მამაკაცს, სასქესო ორგანოზე პითონმა უკბინა!
შოკისმომგვრელი ფაქტი მოვლენა განვითარდა ტაილანდში, სადაც მამაკაცს

საპირფარეშოში, სასქესო ორგანოზე პითონმა უკბინა!


image



ბრიტანული ჟურნალი - The Mirror, ტაილანდურ Banpakong News-ის საიტზე

დაყრდნობით ასე იუწყება:


ტაილანდელი მამაკაცი დილის საათებში შევიდა საპირფარეშოში, როდესაც უნიტაზზე

დაჯდა, რამოდენიმე წამის შემდეგ, პენისზე მწვავე ტკივილი შეიგრძნო, რეფლექსის

სახით მან პენისის ხელით შემოწმება სცადა... მოულოდნელად მას ნერვული შეტევა

დაემართა, რადგან ხელის შეხების შემდეგ, მან შენიშნა პითონის გველი, რომელიც

მის უნიტაზში ისვენებდა.


ეს ამბავი ასე მარტივად არ დასრულებულა!


პითონის გველს პირში ჰქონდა მამაკაცის "მთელი ავლადიდება" და მის გაშვებასაც

არ აპირებდა, ბუნმაკჩუაის ხმაზე მეუღლე საპირფარეშოში შევიდა, სადაც

შოკისმომგვრელი ფაქტის მომსწრე გახდა. იატაკზე სისხლი ისე იყო მიმუფანტული,

რომ თითქოს ადგილზე ვიღაცას მკვლელობა ჩაედინოს!


image


მიუხედავად ნერვული შეტევისა, 38 წლის ბუნმაკჩუაის ძალიან მახვილი გონება

ჰქონდა, მან წვრილი ძაფის გამოყენებით მოახერხა 4 მეტრიანი პითონის თავის

შეპყრობა და სასქესო ორგანოს გადარჩენა...ამის შემდეგ მას გული წაუვიდა...


საავადმყოფოში გადაყვანილი უიღბლო მამაკაცის მდგომარებობა უკანასკნელი ინფორმაციით სტაბილურია. რაც შეეხება 4 მეტრიან პითონის გველს, ის

საპირფარეშოდან გამოიყვანეს და ველური ბუების პარკს მიაბარეს!


image




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

4
940
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
940
  
აბა? საწყალი პითონი ტო....მეც მაგრა შემეცოდა
2016, 2 ივნისი, 18:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 27 მაისი, 16:43
პითონი დედალი იყო თუ მამალი?
2016, 27 მაისი, 10:43
:D საწყალი გველი :D
0 1 4