x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში სტუდენტები - ფოტოები ბევრისთვის უცნობი სამყაროდან
image
ბევრისთვის ფრაზა "სტუდენტური წლები" ერთგვარი ფლეშბექია ცხოვრების იმ პატარა მონაკვეთში, რომელიც ყველაზე საინტერესო მოვლენებითა და ყველაზე დიდი ენერგიით იყო აღსავსე. ახალ საგამოფენო პროექტ Gaudeamus-ის ფარგლებში შეიკრიბა ფოტოები, რომლებიც ცნობილმა საბჭოთა რეპორტიორებმა სტუდენტებზე მოამზადეს, რაც "ეპოქაში ეპოქის" ერთგვარ ვიზუალურ გამოკვლევას წარმოადგენს.

პროექტი Gaudeamus-ი საბჭოთა დროში სტუდენტების ცხოვრების ენციკლოპედიაა. მისი მიზანია წარმოადგინოს ზოგადი სახე ახალგაზრდა ადამიანისა, რომლის ძალითაც იგებოდა საბჭოთა დროის მეცნიერება, ხელოვნება და საზოგადოებრივი ცხოვრება.

ქვემოთ გთავაზობთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოფენილ რამდენიმე ნამუშევარს.




ლენინგრადის კინოინჟინერთა ინსტიტუტის სტუდენტები საპირველმაისო დემონსტრაციაზე, 1950-იანი წლების დასასრული. ავტორი ლევ შერსტენნიკოვი.
image

ლენინგრადის კინოინჟინერთა ინსტიტუტის სტუდენტები საერთო საცხოვრებელში, 1950-იანი წლების დასასრული. ავტორი ლევ შერსტენნიკოვი.
image

ვილნიუსი. სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფიზიკის ლაბორატორიაში, 1960 წ. ავტორი ანატოლი ხრუპოვი.
image


კონსერვატორიის სტუდენტები ტვერსკის ბულვარზე. ავტორი: ვალერი ხრისტოფოროვი.
imageimageimage

ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი. 1960-იანი წლები. ავტორი: იაკობ ხალიპი.


image

ომის შედგომ წლებში სსრკ-ს უნივერსიტეტებში პირველად დაიწყეს სწავლა უცხოელებმა სახალხო დემოკრატიის ქვეყნებიდან. 1960 წელს გაიხსნა პატრის ლულუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი.


მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობა. 1950-იანი წლების დასაწყისი. ავტორი: იაკობ ხალიპი.
image

დღეს ეს რაღაც ზღაპრულად გვეჩვენება, მაგრამ 1918 წელს უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდები გაუქმდა და უმაღლეს განათლებაზე წვდომა მიიღო ყველამ, ვისაც 16 წელი შეუსრულდა. უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. თუმცა ფაქტიურად უმაღლესი განათლების მიღება ყველას არ შეეძლო. ეს დაკავშირებული იყო სასწავლებლებში იდეოლოგიურ და კლასობრივ "წმენდასთან", რომელიც 1920-იან წლებში დაიწყო.

ახალგაზრდების საახალწლო წვეულება კრემლის სასახლეში. 1955 წლის 1 იანვარი. ავტორი: ალექსანდრე უსტინოვი.
image

სტუდენტები, ვილნიუსი, 1968. ავტორი: ანასტას სუტკუსი.
image

მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის სტუდენტი გოგოები კარტოფილლის მოსავალს იღებენ კოლმეურნეობაში. ავტორი: იგორ სტომახინი.
image

"კარტოფილის აღება" იყო ნებაყოფლობითი-იძულებითი ღონისძიება. შეგროვება ხდებოდა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან არაუმეტეს 100 კმ-ით დაშორებულ კოლმეურნეობებში, ანაზღაურება ცუდი იყო და, შესაბამისად არც ხარისხი ვარგოდა.

სამხატვრო სასწავლებლის სტუდენტი. ავტორი: იგორ სტომახინი.
image

მოსკოვის სახემწფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტური პრაქტიკა. 1968 წ. ავტორი ვადიმ ოპალინი.
image

დასვენება მეგობრების წრეში. ავტორი: ლეონიდ ლაზარევი.
image

ფორმულათა სამყარო. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1970 წ. ავტორი: ვლადიმირ ლაგრანჟი.
image

მოსკოვი. ბაღი, რომელშიც არ მოიწყენთ. ავტორი: ალექსანდრე გრინბერგი.
image

მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელი. 1960-იანი წლები. ავტორი: ანატოლი ბოლდინი.
image

სტუდენტები. 1970-იანი წლები. ავტორი: იური აბრამოჩკინი.



image

3
4346
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4346
  
2016, 25 მაისი, 14:39
შენ ვერ შეგედრები;-)
2016, 25 მაისი, 14:13
გაიხარე, გენაცვალე... აპლოდისმენტები ჩემგანაც, ჩემო კარგო, კარგი სტატიების დიდოსტატი უკვე შენ უფრო ხარ :)
2016, 25 მაისი, 14:01
ძალიან მაგარია, როგორც ყოველთვის ულევი აბონისმენტი ჩემგამ ძვირფასო
0 1 3