x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"უკანასკნელი რომანტიკოსი" ანუ კაცმა რომელმაც 100 ბანკი გაძარცვა
image

ყველაზე ცნობილი იტალიელი ბანკების მძარცველი ლუჩანო ლუტრინგი იარაღს
ვიოლინოს ფუტლიარში ინახავდა.მშობლებს სურდათ, რომ იგი ცნობილი მევიოლინე
გამოსულიყო, თუმცა ლუტრინგმა ფუტლიარი უფრო "მიწიერი" მიზნებისთვის
გამოიყენა, რისთვისც შეარქვეს მეტსახელი "ავტომატის სოლისტი".


ლუტრინგი დაიბადა 1937 წლის 30 დეკემბერს და თავიდან სულაც არ ფიქრობდა იმაზე, რომ დამნაშავე გამოსულიყო, თავისი პირველი ძარცვა სრულიად შემთხვევით ჩაიდინა. ფოსტაში შევიდა, რომ გადასახადი გადაეხადა, კლერკმა შემჩნია მის წელზე
მიმაგრებული რევოლვერი, რომელიც ლუჩანომ უბრალოდ ისე, ყოველ
შემთხვევისთვის იყიდა.კლერკს ბევრი არც უფიქრია, ისე დაულაგა მთლიანი თანხა
რაც ფოსტაში ინახებოდა.


პირველი ცოდვა ჩადენილი იყო!მთლიანობაში ლუტრინგმა
გაძარცვა 100-ზე მეტი ბანკი იტალიაში და საფრანგეთში, მთლიანი თანხა
დაახლოებით 35 მილიარდი ლირა იყო და დიდი უსიამოვნება მიაყენა ორივე
ქვეყნის პოლიციას და მის პრესტიჟს.



პრესამ მას "უკანასკნელი რომანტიკოსი" უწოდა, რადგან ლუტრიგი ყოველთვის პრინციპიალურად ცდილობდა ძარცვა მსხვერპლის გარეშე დამთავრებულიყო.


1965 წელს როგორც იქნა, ლუტრინგი საფრანგეთის პოლიციამ აიყვანა, მას 22
წელი ციხე მიუსაჯეს, თუმცა მან მხოლოდ ნახევარი სასჯელი მოიხადა.


12 წლის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟორჟ პომპიდუმ იგი შეიწყალა, 1977
წელს მას დაეთანხმა იტალიის მთავრობის მეთაურიც ჯოვანი ლეონე.

image


ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლუტრინგი სამაგალითოდ იქცეოდა, ამის შემდეგ მას წვრილმანი დანაშაულიც კი არ ჩაუდენია.დასახლდა პატარა სოფელ ვერბანიაში და იქვე
დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნები, აგრეთვე ხატავდა.

image


image


ლუტრინგი 2013 წლის 13 მაისს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.მის ავტობიოგრაფულ წიგნზე "ბოშა" (ციხეში დაწერა)1975 წელს გადაღებული იქნა ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი, სადაც მთავარ როლს ალენ დელონი თამაშობდა, ხოლო უფრო ადრე 1966 წელს, ანუ მისი დაჭერიდან ერთი წლის შემდეგ გადაიღეს კრიმინალური დრამა "გაიღვიძე და მოკვდი", (მთავარ როლში-რობერტ ჰოფმანი)რომელიც ლუჩანო ლუტრინგის ცხოვრებაზე იყო დაფუძნებული.


image


image

2
496
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
496
  
2016, 25 მაისი, 11:54
ღირსება ჰქონია, ძარცვავდა, მაგრამ არ კლავდა.
0 1 2