x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"დამთავრდა... სძინავს... ყველაფერმა კარგად ჩაიარა..."-ევა ბარბაქაძეს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა.
image
მოდელის, მსახიობის და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის თავს გადამხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ევა ბარბაქაძე, 26 მარტს საკუთარი სახლის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. გოგონა უმძიმეს მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობებით და კისრის მალების დაზიანებით მოთავსებული იქნა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში. ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოში მოზარდს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გაუსაძლისი ტკივილების გამო, მას განმეორებითი ოპერაციები სჭირდებოდა, რის გამოც მისი თურქეთში გადაყვანა გახდა საჭირო.

14 მაისს ევა ბარბაქაძეს პირველი ოპერაცია ხერხემალზე ჩაუტარეს თურქეთში და ვინაიდან მისი ორგანიზმი დასუსტებული იყო, მეორე ოპერაცია ფეხზე ჩაუტარდა გუშინ, 24 მაისს. ამის შესახებ შორენა ბეგაშვილმა სოციალურ ქსელში დაპოსტა:

imageოთხსაათიანი ოპერაციის შემდეგ შორენამ საზოგადოებას აცნობა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

"დამთავრდა... სძინავს... ყველაფერმა კარგად ჩაიარა..."



image

შორენას უამრავი ადამიანი უდგას მხარში და ევას მდგომარეობის გაუმჯობესებით ყველა გახარებულია:

"ულამაზესი, ყველაზე ლამაზი, უმშვენიერესი, სულით უკეთილშობილესი ხარ შორენა... მთელი გულით გგულშემატკივრობ, მართლა გულში მიყვარხარ, მინდა და უფალს ვთხოვ, სრულად გამოგიჯანმრთელოს შენი პირმშო, შენი ევა... ღმერთმა დაგლოცოს, გაგამხნევოს, გაგაძლიეროს და შენ და ევამ ისევ იხაროთ, ისევ იყოთ ლაღები მთელი ცხოვრება ... მიყვარხართ... იხარეთ მრავალჟამიერ...
როგორ მინდა ჩაგეხუტო, რომ იცოდე, მართლა მიყვარხარ და მთელს სურვილებს შენსკენ მოვმართავ, უფალი შეგეწიოთ!!! მეც გავიხარებ ევა სულ კარგად რომ იქნება... და ასეც იქნება... იხარეთ მრავალი წელი ..."

0
382
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0