x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508431
5 ვიდეო, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აიკრძალა!

სტატიის თემა დამთრგუნველია, თუმცა საინტერესო! წარმოგიდგენთ მსოფლიო მასშტაბით აკრძალულ 6 ვიდეოს...


image





1. ტილიკუმის შურისძიება


image


ტილიკუმი არის მკვლელი ვეშაპი, რომელიც ჯერ კიდევ 2 წლის ასაკში ოკეანიდან აკვარიუმებში გადაიყვანეს. ნასწავლი ვეშაპი, წლების განმავლობაში ჩვენებებზე გამოდიოდა, თუმცა ერთ-ერთ გამოსვლაზე(2010 წლის 24 თებერვალს) ვეშაპმა, მომვლელს ჯერ მხარი მოაჭამა, შემდეგ ათასობით მაყურებლის თანასწრებით წყლის ქვეშ შეათრია და განგებ დაახრჩო! შიშისმომგვრელი მოვლენა მაყურებლების ნაწილმა კამერების საშუალებით გადაიღო, მაგრამ ვიდეოს გავრცელება სასტიკად აიკრძალა. მკვლელი ვეშაპი ამ ფაქტის შემდეგ, კვლავ ჩნდებოდა სცენებზე, მან კიდევ 2 ადამიანის

სიცოცხლე შეიწირა...საბოლოოდ 33 წლის ასაკში ტილიკუმი მოკლეს!





2. სტივ ირვინის სიკვდილის ვიდეო


image


სტივ ირვინი იყო დოკუმენტარისტი, ცნობილი იყო როგორც "ნიანგებზე მონადირე". წყლის სიღრმეზე ერთ-ერთ დაშვების მომენტში, მან დაიმონტაჟა კამერები... ეს იყო პროფესიონალის უკანასკნელი ნადირობა! წყალში მას უზარმაზარი მედუზა თავს დაესხა. მედუზამ ირვინს რამოდენიმეჯერ გულში წვეტიანი ნემსით დაარტყა, პროფესიონალი მონადირე ადგილზე დაიღუპა! კადრები ნაწილობრივ დღემდე არსებობს, მაგრამ ორთაბრძოლა და სიკვდილის ამსახველი მომენტები მსოფლიო მასშტაბით აიკრძალა!





3. სენდი ჰუკის სახელწოდების დაწყებითი სკოლის ხოცვა


image


სენდი ჰუკის სახელწოდების დაწყებითი სკოლის ხოცვა განხორციელდა 2012 წლის 14 დეკემბერს. 20 წლის ადამ ლანზამ 20 სკოლის მოსწავლე და 6 მასწავლებელი სიცოცხლეს გამოასალმა. სკოლის კამერებმა კადრები სრულიად დააფიქსირეს, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებით, ვიდეო პრესას არ გადასცეს და მსოფლიო მასშტაბით ვიდეოს გამოქვეყნება აკრძალეს!





4. დნეპროპეტროვსკის მანიაკები



image


დნეპროპეტროვსკის მანიაკები - შედგება 3 კაციანი დაჯგუფებისგან, რომლებმაც 22 დღეში, 21 ადამიანი ცემით სიცოცხლეს გამოასალმეს. მანიაკები 19 წლისანი იყვნენ.

ისინი გამოირჩეოდნენ სისასტიკით, მსხვერპლებს ჩაქუჩით კლავდნენ ან თვალებს თხრიდნენ. ამ ყველაფერთან ერთად ვიდეოსაც იღებდნენ, მოგვიანებით უკრაინის პოლიციამ შეძლო მანიაკების დაკავება და ხელთ იგდეს საზარელი კადრებიც, რომლის გასაჯაროვებაც უზენაეს სასამართლომ აკრძალა!





5. ქრისტინ ჩაბაკის თვითმკვლელობა პირდაპირ ეთერში


image


"რათა გავაგრძელოთ არხ "40"-ის პოლიტიკა და შემოგთავაზოთ უახლესი ამბები ძალადობაზე, თქვენ კიდევ ერთ თვითმკვლელობის მცდელობას ნახავთ", - ეს იყო ბოლო სიტყვები დიქტორ ქრისტინ ჩაბაკის. ამის შემდეგ მან ამოიღო იარაღი, რომელსაც მაგიდის ქვეშ ინახავდა, თავზე მიიდო და გაისროლა. კამერები კი ამ ყველაფერს იღებდა. ჩაბაკი ადგილობრივი არხის წამყვანი იყო და როდესაც 1974 წლის 15 ივლისს პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა, საზოგადოებაში პანიკა გაჩნდა. ჩაბაკი სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს და 14 საათის შემდეგ იგი გარდაიცვალა. მისი სიკვდილის ამსახველი კადრები ადგილობრივი არხის მენეჯმენტმა დალუქა და მას შემდეგ არავის უნახავს.


წელს ეს თემა მსოფლიოს კვლავ გაახსენა ერთ-ერთ ცნობილ რეჟისორმა, რომელმაც ქრისტინ ჩაბაკის ცხოვრების ამსახველი დოკუმენური ფილმი გადაიღო. ფილმმა მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია და კარგი შეფასებაც დაიმსახურა,








დიდი მადლობა ყურადღებისთვის!


სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

3
1636
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1636
  
2016, 25 მაისი, 0:53
სტივ ირვინი მოკლა სკატმა და არა მედუზამ
2016, 24 მაისი, 14:09
გაიხარე ჩემო ტკბილოო.... გენაცვალე
2016, 24 მაისი, 14:06
ალექს, უსაინტერესოესი სტატიაა, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ ;)
0 1 3