x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 ეშმაკობა ცხოვრების გასამარტივებლად

არავის მოსწონს მოსაწყენი საქმეების კეთება. ყოველდღიური რუტინა ყველაზე გულმოდგინე დიასახლისებისთვისაც კი ძალიან დამქანცველია! მაგრამ ყველაფერი შეიცვლება, თუ ზოგიერთ ნივთთან მოპყრობის და გასუფთავების, პატარ-პატარა ეშმაკობები გეცოდინებათ… ეს ძალიან სასარგებლო რჩევებია, რომელიც დალაგებას უფრო სახალისოს და ეფექტურს გახდის!


1. კლავიატურის ღილაკებიდან მტვრის მოსაცილებლად, ჩვეულებრივი სტიკერები დაგეხმარებათ.

image



2. თუ ტექსტილის შესაკრავი გაგიჭყჭყიანდათ, მის გასაწმენდად, შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის ძველი ჯაგრისი. ამოძრავეთ ჯაგრისი ერთი მიმართულებით, პარალელურ რიგებს შორის. ასე შესაკრავს გასუფთავებთ და გაალამაზებთ კიდეც.

image



3. თუ რეცხვის დაწყებამდე, ჯიბიდან ბილეთის ან ქაღალდის ხელსახოცის ამოღება დაგავიწყდათ, ქაღალდის მარცვლოვანი გრაგნილების მოცილებას ასპირინით შეძლებთ! ჩააგდეთ წამლის 1-2 აბი წყალში და დაასველეთ მასში ტანსაცმელი — შედეგი იდეალური იქნება!

image



4. თუ იატაკზე ძალიან პატარა ნივთს ეძებთ, მტვერსასრუტის საქშენზე კოლგოტი ჩამოაცვით და ასე მოძებნეთ დაკარგული ნივთი.

image



5. დაბლაგვებული მაკრატლის პირის გასალესად, მინის ქილა გამოიყენეთ. გაჭერით მაკრატლით ქილის გვერდი მსუბუქი დაწოლით და მისი პირები მაშინვე აილესება!


image



6. ტყავის ან ნებისმიერი სხვა ჩანთიდან უსიამოვნო სუნის მოცილება სოდის გამოყენებით შეიძლება! ჩაყარეთ ბამბის წინდაში სოდა, ჩადეთ ჩანთაში და დატოვეთ შიგნით ღამის მანძილზე.

image



7. ასე შეიძლება წყლის ავსება, თუ ვედრო ონკანს არ უდგება და შლანგიც არა გაქვთ!

image



8. ქოთნის ყვავილის გადასარჩენად ან გამოსაკვებად, გამოიყენეთ წყლისა და ყავის ნაზავი. მოხარშეთ დაფქული ყავა და გააზავეთ წყალში, პროპორციით 1 : 1. ეს ყველაზე მარტივად მოსამზადებელი სასუქი არის!

image



9. თუ სამზარეულოში ხილის ბუზები გაჩნდნენ, სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებით! 400 მლ. წყალში გააზავეთ 30 მლ. არაყი და 3–4 წყეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ამ ხსნარით დაამუშავეთ ის ადგილები, სადაც ბუზები არიან.

image



10. გაწმინდეთ ფეხსაცმელები კაპრონის კოლგოტებით. განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა ეს ხერხი ზამშის ფეხსაცმლის გაწმენდისას.

image

0
2016
14-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2016
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0