x
მარაოს მსხვერპლი
ნაწილი 3

პაპამ საშველი მოიტანა!


ბებომ კარი, რომ გააღო პაპა შემოვიდა. გადავკოცნეთ. შემდეგ ბიჭმა უთხრა მარაო გავტეხეო და ბოდიშიც დააყოლა. პაპამ გაიცინა, გახსნა პარკი და ბავშვი ჩაახედა.


თითქოს პაპამ იწინასწარმეტყველაო, პარკში მარაო იდო. ულამაზესი ჭრელი მარაო!


უღრმესი მადლობა გადაიხადა ბავშვმა და ბებოს მარაო მისცა. ყველას გაუხარდა. დიდედამ გაიხუმრა უმჯობესი იქნებოდა ასეთი ჭრელა-ჭრულა, რომ არ ყოფილიყოო, შემდეგ გადაიხარხარა. ბავშვი მართლაც უბედნიერესი იყო. შვება იგრძნო.


დედა-შვილი წავიდა სახლში. ბიჭი გახარებული იყო. მცირე დარდი ჩაჰყვა ამ ამბის გამო. კი, ბებოს მარაო ჰქონდა, მაგრამ ბავშვს ხომ არ უყიდია მისთვის. დანაშაული ვერ გამოისყიდა, მაგრამ დიდედა კეთილი ქალია. აპატია. ზაფხულსაც იოლად გადაიტანს ბებიამისი და ყველა კარგად იქნება.


იმის შემდეგ დიდი ხანი გავიდა. ბიჭი როდესაც ამ ამბავს იხსენებს ღიმილი გადაურბენს სახეზე. გაახსენდება: დედა, ბებო, პაპა და რაც მთავარია მარაო!


ასე გახდა ბავშვი მარაოს მსხვერპლი. შემდეგ გამოძვრა ბაბუის წყალობით, თუმცა მგონი ამაზე უკეთესი სათაური არ არსებობს!მარაო

0
109
შეფასება არ არის
ავტორი:ახალბედა მწერალი
ახალბედა მწერალი
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0