x
ლარი ძველ საქართველოში სიმდიდრეს ნიშნავდა!
კოლექციონერობა ბევრს იტაცებს, ზოგი ფილატელისტია–საფოსტო მარკებს აგროვებს, ზოგი ბუკინისტია–სხვადასხვა უნიკალურ წიგნებს უყრის თავს, ზოგი კი ნუმიზმატი–მონეტების შეგროვებითაა დაკავებული.

ნუმიზმატიკა" ლათინური სიტყვაა, რომელიც მონეტებისა და პასიანი ქაღალდების შესწავლითდაინტერესებული მეცნიერებაა.პიროვნებას რომელიც აგროვებს მონეტებს– ნუმიზმათი ეწოდება, ხოლო ქაღალდის ფულის ნიშნების შეგროვებითდაინტერესებულ იროვნებებს–ბონისტები ეწოდება.

მრავალ ქვეყნებში არსებობს ნუმიზმატიკური მუზეუმები, ნუმიზმატიკური საზოგადოებები.თბილისში 2002 წელს ეროვნული ბანკისა და სახელმწიო მუზეუმის ძალისხმებით შეიქმნა საქართველოს ფულის მუზეუმი.პირველი ლითონის ფული ძვ.წ.აღ მე–7 საუკუნეში მოიჭრა.ძველ კოლხეთში ჩნდება საკუთარი ფული რომელიც ცნობილია კოლხურ თეთრად.ეს ული იჭრებოდა ტეტრადრაქმნიანი, დიდრაქმნიანი და ნახევრადრაქმნიანი ნომინალებით.

პირველი ქაღალდის ფულის შEქმნის ტრადიციას ჩინეთში ჩაეყარა საფუძველი.650 წელს ჩინეთში ტანის საიმპერატორო დინასტიის წარმომადგენელმა ლი ჯიმ ბრძანა გამოეშვათ მაღალხარისხოვანქაღალდზე დაბეჭდილი ფული რომელსაც პაო–ძაო უწოდეს.ქაღალდის ფული სწრაფად გახდა პოპულარული.იგი 1294 წელს ირანში გამოუშვეს.1337 წელს კი იაპონიაში..ევროპის სახელმწიფოებიდან პირველად 1662 წელს შვედეთში შემოიღეს.მოგვიანებით ეს სიახლე მთელ მსოფლიოში გავრცელდა.ქართული ზარაფხანის გაუქმების შEმდეგ რუსეთის იმპერიის ფული გაბატონდა..პირველად რუსული ასიგნაციები შემოვიდა XIX საუკუნის დასაწყისში.მათ ძალა 1917 წლის რევოლუციამდე შეინარჩუნა.საქართველოში პირველი ქაღალდის ფულის “ბონის'' მიმოქცევაში გაშვება 1918 წლის 5თებერვალს დაიწყო.ბონები გამოიცემოდა ერთმანეთიანი, სამმანეთიანი, 5, 10, 50, 100 მანეთანები.მოგვიანებით250მანეთი ამიერკავკასიის კომისარიატისბონების წინა მხარეს რუსულად ეწერა ფულის ერთეულის სახელწოდება“რუბლი''უკან კი–ანალოგიური ტერმინი სომხურ, ქართულ აზერბაიჯანულ ენებზე.გამოშვების თარიღი მხატვრულად გააფორმა მხატვარმა მიქელიანმა, მანეთიანი იყო შავი ყავისფერზე, სამმანეთიანი იყო შავი მწვანეზე, ხუთმანეთიანი–ცისფერი ყვითელზე, ორმოცდაათმანეთიანი– შავი ნაცრისფერზე, ასმანეთიანი –მუქი ყავისფერი ღია ყავისფერზე, 250 მანეთანი –შავი ვარდისფერზე და მათსხვადასხვა ზომა ჰქონდათ.


საქართველოს დამოუკიდებლობის მერე დაიწყეს ეროვნული ფულის ნიშნების გამოშვება.ქართული ფულის ნიშნების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა 1918წელს.მთავრობის მიერ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც კურირებდა მას.კომისიამ მხატვარ იოსებ შარლემანის მიერ შერულებული ესკიზი მოიწონა და ის საფუძვლად დაედო ქართული ბონის კუპიურების გარეგნულ სახეს.1919 წლის 11 ივლისიდან 1921წლის თებერვლამდე დაიბეჭდა საქართველოს რესპუბლიკის ათი სხადასხვა ნომინალის მქონე ბონი.მათზე ცენტრალური წარწერები ქართულია.ბონებზე იყო რუსული და ფრანგული წარწერებიც, მაგრამ სხვა ბონებისაგან განსხვავებით 50– კაპიკიან კუპიურაზე მხოლოდ ქართული წარწერები გვხვდება.ბონებზე მოთავსებული იყო პრეზიდენტ ნოე ჟორდანიასა და ფინანსთა მინისტრის კანდელაკის ფაქსიმილიები.ბონებზე წინდა და უკანა მხარესე გამოსახულია როზეტის ტიპის შვიდქიმიანი ვარსკვლავის, ანდა სხვა ფორმის ჩარჩოში ჩასმული საქართველოს სახელმწიფო გერბი, ასევე გამოყენებულია უძველესი ქართული ჩუქურთმებიანი ნიმუშები.განსაკუთრებით ყურადGებას იპყრობენ 500 და 250–იანი მანეთები თავიანთი მოხათულობით.

image“პირადი კოლექციიდან''...

(სტატიის გაგრძელება იქნება)

1
157
2-ს მოსწონს
ავტორი:Xvicha Kolxi
Xvicha Kolxi
157
  
2023, 26 თებერვალი, 9:46
ამ ძველი კუპიურების კოლექციონერი ან ობლიგაციების თუ იცით ვინმე? ? რეალური შემპასებელიც რომ იყოს?
0 1 1