x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508845
ოზი ოსბორნი 33 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლს გაშორდა
imageერთ-ერთი ყველაზე მყარი ქორწინება დასავლურ შოუ-ბიზნესში გაყრით დასრულდა.67 წლის როკერი ოზი ოსბორნი და 63 წლის შერონი ერთმანეთს დაშორდნენ.


როგრც E! იუწყება ოზი ზედმეტი ხმაურის დატოვებს 10 მილიონ დოლარად ღირებულ სახლს ბევერლი-ჰილზზე, სადაც ოჯახი ცხოვრობდა.


მიზეზი არც ალკოჰოლია და არც ნარკოტიკები, რომელსაც ასე ძალიან ეტანებოდა ოზი წლების განმავლობაში და ბოლო სამი წლის მანძილზე საერთოდ არ გაკარებია.

როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, ოზი ხვდება თავის 45 წლის პარიკმახერს მიშელ პიუს.როგორც გაირკვა როკ-ვარსკვლავი მიშელთან მარტო თმის გასაკრეჭად არ დადის.



მანამდე, ამა წლის მარტში შერონ ოზბორნმა განაცხადა, რომ ოზი თავის დროზე იწვა 4-იდან ორ ძიძასთან, რომლებიც ოჯახს შვილების მოვლისთვის ჰყავდათ აყვანილი.ცოლმა ოზის პირდაპირ საწოლში შეუსწრო.


ოზი და შერონი ერთმანეთს შეხვდნენ 70-იანი წლების მეორე ნახევარში, იმ პერიოდში ოზბორნს პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან და Black Sabbath-იდან ამის გამო გაუშვეს კიდეც.


შერონმა ოზი წუმპედან ამოიყვანა სრული ამ სიტყვით მნიშვნელობით.ჯერ მისი მენეჯერი, ხოლო შემდგომ 1982 წელს მისი ცოლი გახდა.ეყოლათ სამი შვილი:ეიმი, კელი და ჯეკი.


2000-იანი წლების დასაწყისში MTV-ზე გადიოდა რეალიტი სატელევიზო შოუ "ოსბორნების ოჯახი", რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.


ოზი ოზბორნი 2011 წელს დაუბრუნდა Black Sabbath-ს, მათი ბოლო 2013 წლის ალბომი "13" სათავეში მოექცა ბრიტანეთის და აშშ-ს ჩარტებს და ოქროს და პლატინის სერთიფიკატი აიღო რამდენიმე ქვეყნაში, მათ შორის მშობლიურ ბრიტანეთში და გერმანიაში.

image




0
186
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0