x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ქართველი პარტიზანის მიერ მოთხრობილი რეალური ისტორია "ვაი-ქართველებზე"

image ისტორია რომელზეც მინდა მოგითხროთ რეალურ ფაქტებზეა აგებული და მისი მთავარი "გმირი" ჩემი უფროსი მეგობარია.
აფსუა სეპატატისტების, მათი კონფედერანტი დამქაშების და რუსეთის რეგულარული ჯარების მიერ განხორციელებული ეთნოწმენდის შედეგად რამდენიმე ასეულ ათას საქართველოს მოქალაქეს მოუწია დაეტოვებინა საქართველოში ერთერთი ყველაზე ლამაზი და მდიდარი მხარე -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა.
სეპარატისტებისა და მათი მოკავშირე სომეხი, კაზაკი თუ ათასი ჯურის ჩრდილოეთ კავკასიელის თარეშმა მასიური ხასიათი მიიღო გალის რაიონშიც, გალში საცხოვრებლად დარჩენილ ქართველებს ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცათ, რადგან მომხდური დაუსჯელად აკეთებდა იმას რასაც მათ "ბნელი" გონება კარნახობდა, რეკეტმა, ძარცვამ და მკვლელობებმა მასიური ხასიათი რომ მიიღო ქართველმა და მათთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი სხვა ერის შვილებმაც ხელში იარაღი აიღეს და პარტიზანულ მოქმედებებში ჩაერთვნენ ასე ჩამოყალიბდა რამდენიმე პარტიზანული დანაყოფი (თეთრი ლეგიონი, ტყის ძმები, მორიელი), პარტიზანებმა დაიწყეს იმ მოძალადეებისა და მათი "დამქაშების" ლიკვიდაცია, ვისაც ქართვეელების სიძულვილმა გონება დაუბნელა და ქართველების სახლების გადაწვით გაითქვა სახელი.
ერთერთი ასეთი პარტიზანული დანაყოფის რიგებში იბრძოდა ჩემი უფროსი მეგობარი, აფხაზეთის ომამდე სამხედრო პიროვნება, რომელმაც კარიერის გაგრძელებას იმ ეტაპზე პარტიზანობა არჩია და ასეთი არჩევანის გაკეთებას დღესაც არ ნანობს.
რამდენიმე წარმატებული დამსჯელი ოპერაციის შემდეგ პარტიზანული დანაყოფის ერთერთმა ჯგუფმა, რომელსაც სტატიის მთავარი "გმირი" ხელმძღვანელობდა გადაწყვიტა მოეხდინა ერთერთი ყველაზე სასტიკი, დაუნდობელი და ქართველების მიმართ "ნულოვანი ტოლერანტობით" გამორჩეული საველე მეთაურის ლიკვიდაცია.
ჯგუფს ინფორმატორმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პიროვნება რამდენიმე მანქანით სადამსჯელო ოპერაციის ჩასატარებლად მეორე დღეს აპირებდა გალის დაბალი ზონის სოფლების "მონახულებას", ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება ესარგებლა ღამის სიბნელით და ცხენებზე ამხედრებულებს ჩაესწროთ სავარაუდო ადგილზე მისვლა სეპარატისტი საველე მეთაურისათვის.
სამწუხაროდ ჯგუფმა ვერ მიაღწია დაგეგმილი დანიშნულების ადგილს, რადგან მათი გამოჩენა გალის სოფლებში არ გამოპარვია მოღალატე და სეპარატისტებს "მიყიდულ" ქართველს, რომელმაც სწრაფად "აფრინა" ინფორმაცია გალის აფხაზურ ადმინისტრაციაში, რომელსაც იმ პერიოდში ვინმე ქიშმარია ხელმძღვანელობდა.
აფხაზებმა და მათმა "დამქაშებმა" სწრაფი რეაგირება მოახდინეს და მოღალატე ქართველის დახმარებით მალევე გავიდნენ პარტიზანების კვალზე, თუმცა არც პარტიზანებს "ეძინათ", გამოცდილებას სიფრთხილეც მოაქვს და პარტიზანებმა მალევე აუღეს ალღო სიტუაციას, ისედაც უუნაგირო ცხენები გაუშვეს, თავად კი გზიდან გადავიდნენ და 3 კაციან მცირე ჯგუფებად დაიყვნენ, სოფელ ღუმურიშის ტერიტორიაზე მოხდა პირველი შეტაკება სეპარატისტების ძალოვნებთან, ჩასაფრებულმა პარტიზანებმა "უაზებით" მიმავალ სეპარატისტებს ყუმბარმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი, ორი მანქანა ადგილზევე აფეთქდა ორი მანქანიდან კი სეპარატისტებმა გადმოსვლა მოასწრეს და საპასუხო ცეცხლი გახსნეს. პარტიზანებმა უკან დაიხიეს და სეპარატისტები მათთვის სასურველ ადგილზე შემოიტყუეს, სადაც უკვე მეორე ჩასაფრებული ჯგუფი ელოდებოდა სეპარატისტებს, ინტენსიური სროლის შედეგად მთელი სეპარატისტული ჯგუფი განადგურდა, ქართველი პარტიზანების მხრიდან კი დანაკარგს ადგილი არ ჰქონია, მკლავში მსსუბუქად დაჭრილ მებრძოლს მეგობრებმა ადგილზევე გაუწიეს დახმარება და შეტაკების ადგილს სწრაფად გაეცალნენ, რადგან მოსალოდნელი იყო სეპარატისტებს უკვე მძიმე ტექნიკის თანხლებით გამოეგზავნა ბევრად დიდი შენაერთი რომელთან დაპირისპირებას კი პარტიზანებისათვის სავალალო შედეგი მოჰყვებოდა.
პარტიზანებმა მომხდარი შეტაკების გამო დაგეგმილი ოპერაცია გადადეს და სწრაფი მარშით გადაწყვიტეს უკან დაეხიათ ენგურის მიმართულებით, თუმცა გზაში ბოლომდე შემოათენდათ და დღის სინათლეზე მომხდარის შემდეგ გადაადგილება სახიფათო გახდა, პარტიზანებმაც თავი ორ გადამწვარ სახლს შეაფარეს, სახლები სანახევროდ დაეფარა ბალახს რაც მათ საიმედო საფარის როლსაც გაუწევდა.
პარტიზანები მცირე წახემსების მერე ძილს "მიეცნენ", მხოლოდ სამორიგეოდ გასული 3 მებრძოლი იჯდა გავერანებულ თხილნარში ფხიზლად.
გარკვეული ხნის მერე ეს 3 მებრძოლი სხვა მებრძოლებმა ჩაანაცვლეს და ასე გაგრძელდა დაღამებამდე.
დაღამებისთანავე პარტიზანებმა მოირგეს აღჭურვილობა და ენგურის მიმართულებით დაადგნენ გზას, წინ 2 მზვერავი პარტიზანი მიიწევდა და გზას ყოველმხრივ ზვერავდა მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად.
მალევე მიაღწიეს მათთვის სანდო ადამიანის ეზოს, ინფორმატორის უსაფრთხოების მიზნით ჯგუფი დაიმალა ჯგუფის მეთაური კი თანხმლებ პარტიზანთან ერთად სახლს უკანა მხრიდან მიადგა და წინასწარ შეთანხმებული ნიშანი მისცა. სახლის პატრონის რეაქციასაც არ დაუყოვნებია და მალევე გამოვიდა პარტიზანებთან, ჯგუფის მეთაურმა სახლში შესვლაზე უარი განაცხადა და ინფორმატორს ჰკითხა: ხომ არ იცოდა სოფელში ვინ თანამშრომლობდა აფხაზურ ადმინისტრაციასთან და სავარაუდოდ ვინ უნდა ყოფილიყო მათი გამცემი!
ინფორმატორმა დაუსახელა რამდენიმე "ვაი–ქართველი", რომლებიც მისთვის გაურკვეველი მიზეზით თანამშრომლობდა სეპარატისტებთან.
პასუხის მიღებისთანავე ჯგუფის მეთაური თანხმლებ პირთან ერთად დიდი სიფრთხილით გავიდა ეზოდან და დამალულ ჯგუფს შეუერთდა. არ გასულა დიდი ხანი და ჯგუფი უჩუმრად მიადგა მოღალატე ქართველის სახლს, სახლში ყველა მხრიდან შევარდნილ პარტიზანებს სიურპრიზი ელოდა–მოღალატის სახლში მისი თანამოაზრეებიც აღმოჩნდნენ და სწორედ ისეთ დროს დაადგნენ თავზე, როცა ეს "ვაი–ქართველები" პარტიზანებზე საუბრობდნენ.
პარტიზანებმა ადგილზევე შეკრეს მოღალატეები და წინ გაირეკეს ენგურის მიმართულებით. სოფელ ოტობაიასთან ისევ გათენებამ მოუსწრო პარტიზანებს და ისევ დამწვარ სახლს შეაფარეს თავი დატყვევებულ "ვაი–ქართველებთან" ერთად.
მეთვალყურეების დაყენების მერე პარტიზანებმა წაიხემსეს და ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე მიწვნენ ადგილებზე.
რამდენიმე საათის გასვლის მერე გაიგონეს მეთვალყურეების საგანგაშო ნიშანი და ბრძოლისათვის მოემზადნენ, თუმცა მოსულმა მეთვალყურემ მათ აუხსნა განგაშის მიზეზი, ჯგუფის სამალავთან ახლოს გამოჩნდა სატვირთო მანქანა 4 კაცით, რის გამოც ატეხა მეთვალყურემ განგაში. ჯგუფმა მეთლვალყურეებთან განაგრძო მანქანით მოსული ჯგუფის თვალთვალი, მოსულებმა სატვირთო მანქანა ეზოს სიღრმეში დამალეს თავად კი ეზოში არ გამოდიოდნენ რამაც პარტიზანებს საფიქრალი გაუჩინა ვინ უნდა ყოფილიყვნენ ეს ადამიანები!
4 მოწინააღმდეგის ლიკვიდაცია არ იყო გამოცდილი მებრძოლებისათვის პრობლემა, მაგრამ მათ ახლა სწრაფი მოქმედებისათვის ხელფეხი ჰქონდათ "შეკრული", რადგან რამდენიმე მოღალატე ქართველი მოჰყავდათ გაკოჭილი.
გადაწყვიტეს სრულ დაბნელებას დალოდებოდნენ და ღამის სიბნელით ესარგებლათ.
როგორც კი დაიწყო შებინდება მოსულმა მამაკაცებმა მოძრაობა დაიწყეს (რაც არ გამოპარვია ჯგუფის მეთვალყურეებს), ჯგუფის გასაკვირად მალე მეზობელ სახლში ხმაური ატყდა, ისეთი ხმა იყო თითქოს რამეს ამტვრევდნენ ან ჭრიდნენ. "მოროდიორები" ჩაილაპარაკა ჯგუფის მეთაურმა და და ჯგუფის რამდენიმე წევრთან ერთად თავზე წამოადგა დაწვას გადარჩენილი სახლის ძარცვით დაკავებულ მამაკაცებს, სამწუხაროდ "მოროდიორებიც" ადგილობრივი ქართველები აღმოჩნდნენ და ჯგუფის მეთაურის ბრძანებით ისინიც გაკოჭილ მოღალატე ქართველებს მიუსვეს გვერდით.
ჯგუფმა იმსჯელა და გადაწყიტა მთელი ჯგუფი დაკავებულებთან ერთად მათივე სატვირთოთი დაძრულიყო ადგილიდან ენგურის მიმართულებით, უკვე საშიშროებაც ნაკლები იყო, რადგან უკვე საკმაოდ ახლოს იყვნენ ქართულ ბლოკპოსტებთან და საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოდ გასვლაში ქართველი ძალოვნებიც დაეხმარებოდნენ.
მართლაც ჯგუფმა სწრაფად იარა და გადალახა ენგურის კალაპოტი სოფელ ორსანტიასთან.
ჯგუფმა დაკავებულები ქართველ ძალოვნებს გადასცა თავად კი დისლოკაციის ადგილს მიაშურა.
სამწუხაროდ ამ ჯგუფის მებრძოლების დიდი ნაწილი დღეს ცოცხალი არაა, ისინი შეეწირნენ შევარდნაძის ხელისუფლების ავანტიურას დაებრუნებინათ გალის რაიონი, პარტიზანები მოსახლეობის დასაცავად წინ გადაეღობნენ გალის რაიონში საეგზეკუციოდ შეყვანილ ჯავშანტექნიკით შეიარაღებულ აფხაზურ დანაყოფებს და კაზაკ–კონფედერანტთა შენაერთებს.
ჯგუფის მეთაურმა კი პარტიზანული რაზმების დაშლის მერე ჯერ უკრაინას მიაშურა, შემდგომში კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაიწყო ოფიცრად მუშაობა და 2008 წელს რუს ოკუპანტებთან და ოს სეპარატისტებთან ბრძოლაშიც არ შეურცხვენია თავი.

7
1679
18-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1679
  
2016, 7 მაისი, 13:18
მწარე რეალობა :/
2016, 7 მაისი, 2:10
მარტალი ხარ:(((
2016, 6 მაისი, 14:37
სამწუხარო რეალობას ვერ გავექცევით :((
2016, 6 მაისი, 14:23
საინტერესო ამბავია....სამწუხაროდ მოღალატეები იყვნენ,არიან და მომავლშიც იქნებიან((((
0 1 7