x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ არიან "სტასის პატარა ანგელოზები" და რას იხსენებს ერთ-ერთი მაყურებელი ბონდარენკოს შესახებ
imageტელეკომპანია "იმედის" ტელეპროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთერთი მონაწილე, მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო ხშირად იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო ღონისძიებებში. როგორც ცნობილია, საქართველოში მისი პირველი ვიზიტიც სწორედ ამ მიზნით განხორციელდა: რუსეთში მოღვაწე უკრაინელმა მსახიობმა მოზარდ მაყურებელთა თეატრში გამართულ სპექტაკლში -"მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" - ითამაშა და შემოსული თანხა 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად გადაირიცხა.


ამჯერად, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის პარალელურად სტანისლავი განაგრძობს საქველმოქმედო მოღვაწეობას. ახლახანს იგი მარტყოფში შშმ პირთა პანსიონს ესტუმრა, სადაც მას ბევრი თაყვანისმეცემელი ჰყავს. სწორედ მათი თხოვნით ჩავიდა მარტყოფში მსახიობი და აღგდომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.


აღნიშნულ ნიუსზე, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავების" ოფიციალურ გვერდზე დაიდო, უამრავი კომენტარი გაკეთდა. მოხმარებლების უმეტესობა სტანისლავს კეთილ, გულისხმიერ და უშუალო ადამიანად მოიხსენიებს და სწორედ ამ თვისებებით ხსნის მის ამგვარ პოპულარობას:


"საყვარელი და თბილი ადამიანია სტასი, ქართველი არ გაკეთებს ამდენს რაც სტანიმ გაიღო ქართველებისთვის და ამ ბავშვებისთვის, წარმატებებს უსურვებ სტანის და ღმერთის წყალობა არ მოკლებოდეს."



" ეს ბიჭი თავისი ადამიანობითაა მდიდარი"


"ყველაზე პზიტიური და გულთბილი" - ასე ახასიათებს მსახიობს "ფეისბუქის" მომხმარებელთა უმეტესობა.


ერთ-ერთი მომხმარებელი, სოფო უზნაძე კი სტანისლავის მიერ ლაივზე მყოფი ბავშვების მიმართ გამოჩენილ ყურადღებას იხსენებს:


"გუშინ ლაივზე ვიყავი, გვერდით მეჯდა ნატალი, მიშო და მარიამი - სტასის პატარა ანგელოზები, რომლებსაც ძალიან უყვართ სტასი და რომლებიც ძალიან უყვარს სტასს. რეკლამების დროს და შოუს დასრულების შემდეგაც რამდენჯერმე მოვიდა ბავშვებთან აკოცა, მოეფერა, მოიკითხა... მომავალ ორშაბათსაც ხო მოხვალთო პირობა ჩამოართვა. არანაირი ხელოვნურობა.. არანაირი აფერისტობა.. უყურებ და ხვდები რომ კარგი ადამიანები არსებობენ, და აი ერთერთი მათგანი შენს წინ დგას."




image

1
340
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
340
  
2016, 6 მაისი, 12:28
გ-გ
0 1 1