x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ქალთა უფლებები ფეტუსის უფლებების პირისპირ

ჩანასახისაზოგადოებაში აქტიურად მიმდინარეობს დავა, იმის შესახებ თუ რომელი უფრო მნიშვნელოვანია - ქალთა უფლებები თუ ფეტუსის სიცოცხლის უფლება.

რა თქმა უნდა ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტები აქვს, თუმცა ამის მიუხედავად ძალიან რთულია მათ შორის უპირატესის განსაზღვრა. ფემინისტების შეხედულებით ქალს აქვს უფლება, აირჩიოს თუ რა არის მისთვის უკეთესი, რადგან მას აქვს საკუთარ სხეულზე ავტონომია და შეუძლია თავად გადაწყვიტოს თუ როგორ მოიქცეს. ფემინისტები ორიენტირებულნი არიან ქალთა უფლებების დაცვაზე, გამომდინარე იქედან, რომ ორსულობას შეუძლია უარყოფითი შედეგების მოტანაც ისინი აბორტის აკრძალვის წინააღმდეგნი არიან. აბორტის აკრძალვას მართლაც შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი შედეგები მაგალითად: 1) ყოველთვის იქნება საზოგადოებაში ის ქალები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიან და აბორტს არალიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, არალიცენზირებულ ექიმთან გაიკეთებენ, რაც შეიძლება სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს. 2) არსებობს ის შემთხვევები, როცა ორსულობა საფრთხეს უქმნის დედის სიცოცხლეს და აუცილებელია ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა. ასევე ფემინისტები განიხილავენ იმ შემთხვევებსაც, როცა მომავალი დედა არასრულწლოვანია. არსებობს შემთხვევები, როცა ქალი ორსულობას თავისი ასაკისთვის შეუფერებლად მიიჩნევს, ესენი ძირითადად 45 წელს ზევით ქალთა კატეგორიაა, მათ ძირითადად საზოგადოების რეაქცია აშინებთ. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაც ერთ-ერთ შემაფერხებელი ფაქტორია ორსულობისთვის. ორსულობის შეწყვეტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სელექციაა, საზოგადოების ნაწილი შვილის სასურველობას მისი სქესის მიხედვით განსაზღვრავს, ჩემი აზრით სწორედ აქ უპირისპირდება ქალთა უფლებები ფეტუსის უფლებებს, რადგან ამ შემთხვევაში სწორედ ქალები წყვეტენ ორსულობას იმ მიზეზით, რომ ნაყოფი გოგოა (გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება იყოს ბიჭი, თუმცა არასდროს მსმენია) .რაც შეეხება ფეტუსს და მასთან მიმართებაში კანონმდებლობას - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით არასასურველი ორსულობის შეწყვეტა 20 კვირამდე უნდა მოხდეს, იმ შემთხვევაში თუ "ასაკი" უცნობია 400 გრამამდე წონის ნაყოფის შემთხვევაში. საქართველოში ორსულობის შეწყვეტა ქალის სურვილით შესაძლებელია 12 კვირამდე, თუმცა სამედიცინო და სოციალური ჩვენების შემთხვევაში 12 კვირის შემდგომაც, გასათვალისწინებელია ის, რომ აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებას ჰქონდეს ლიცენზია. მართალია, არც ერთი კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს ფეტუსის უფლებებს, მაგრამ შესაძლებელია ვიგულისხმოთ ეს უფლებები. "ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება" (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 3), თუ ფეტუსს თავიდანვე არ მიეცემა სიცოცხლის უფლება, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად ითვლება, მაშინ სხვა უფლებებზე საუბარს მნიშვნელობა ეკარგება. სიცოცხლის უფლებას მეცნიერები საერთაშორისო სამართლის იმპერატიულ ნორმად მიიჩნევენ, თუ ადამიანს დაბადებამდე წაერთმევა საკუთარი უპირველესი უფლება, მაშინ იმ კანონშემოქმედებას, რომელსაც მსოფლიოს მეცნიერები მთელ სიცოცხლეს უძღვნიან ფასი დაეკარგება. ფეტუსის სიცოცხლის უფლებას ეხება, ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელიც საქართველომ 1994 წელს მიიღო, ეს ერთ-ერთი პროგრესული ნაბიჯია ადამიანის უფლებების სამართალში. ფეტუსის სიცოცხლის უფლებაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 3 კვირის ჩანასახს აქვს გულის ცემა, 6 კვირის ასაკში კი თავის ტვინი იწყებს ჩამოყალიბებას. ჩემი პირადი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით შემდეგია: თუ "ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წყდება მისი გარდაცვალებით. გარდაცვალების მომენტად ითვლება თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა" (სსკ-ის მუხ.11-ის მე-3 ნაწილი), მაშინ როცა ადამიანს უყალიბდება თავის ტვინი რატომ არ ითვლება იგი უფლებაუნარიანად. შესაძლებელია ეს ხმამაღალი განაცხადია თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით, პირადად ჩემთვის რთულია ვიყო ობიექტური, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენს მსგავსად სიცოცხლის უფლება ყველას აქვს. მიუხედავად ამისა აბორტის აკრძალვა გამართლებულად არ მივიჩნევ, თუმცა, სელექციური აბორტების აკრძალვა კი ძალიან მნიშვნელოვანია.

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მსხილაძე
მარიამ მსხილაძე
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0