x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედას სამწლიანი პატიმრობა ემუქრება,რომელიც შვილს განზრახ ძილის წამალს აძლევდა
imageშსს-მ იაშვილის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.როგორც გაირკვა დედა, 10 წლის შვილს ძილის წამალს განზრახ აძლევდა, რომ მუდმივად მედიის, საზოგადოების და ექიმების ყურადღების ქვეშ ყოფილიყო.


როგორც გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, ბავშვს არაფერი სჭირდა. ბავშვის ძილიანობას კი დედა იწვევდა, რომელიც შვილს დიდი რაოდენობით ძილის წამალს - დიმედროლს ასმევდა.


მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 118-ე მუხლით, რაც "ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს".


პირველად ამ ფაქტის შესახებ ექიმმა ნესტან აბდუშელიშვილმა პირად "ფეისბუქის" გვერდზე გააჟღერა.



"სულ ცოტა ხნის წინ იაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპატრამენტში
მოთავსდა 10 წლის ბავშვი უჩვეულო ძილიანობით. ძილი გრძელდებოდა მთელი დღე
და ღამე - ირღვეოდა სასიცოცხლო ფუნქციები და თან ახლდა მხედველობითი
ჰალუცინაციები. ბავშვს ჩაუტარდა მრავალმხრივი გამოკვლევა როგორც აქ, ისე
ევროპაში, მაგრამ მიზეზი ვერ იქნა ნანახი.

პარალელურ რეჟიმში დედა და ნათესავები ახდენდნენ მედპერსონალის ტერორიზებას... იყო წივილ-კივილი, რომ უცოდინარი ექიმები დიაგნოზს ვერ ადგენენ, რომ ბავშვს უკლავენ... პერიოდულად იძახებდნენ პატრულს, მოყავდათ ტელევიზიები.

image
მღვდლები ხანგამოშვებით აკურთხებდნენ განყოფილების კედლებს, მუდმივ რეჟიმში იხდიდენენ პარაკლისებს. ეს გრძელდებოდა თვეები. აგრესიული განწყობა გადაედო სხვა მშობლებსაც.
მოსაცდელებში და გასასვლელებში ხვდებოდი უძილო, გადაღლილ, დათრგუნულ
ექიმებს და "სამართლიანი მრისხანებით" აღსავსე მშობლებს.

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს "გია ექიმმა" (გულისხმობს რეანიმატოლოგ გია ბიბილაშვილს) მიაგნო ერთ უცნაურ კანონზომიერებას - ბავშვი ღრმა ძილს ეძლეოდა უშუალოდ დედის ვიზიტის შემდეგ. უჩუმრად ჩატარდა ტოქსიკოლოგიური სკრინინგი და აღმოჩნდა რომ... ამ უჩვეულო ძილს იწვევდა დედა... რომელიც შვილს "კვებავდა"
დიდი რაოდენობით დიმედროლით..."


დედას დაესვა დიაგნოზი "მიუნჰაუზენის სინდრომი"- (ფსიქიკური აშლილობა, როდესაც ავადმყოფს შეუპოვრად სურს საავადმყოფოში მოხვედრა, განსაკუთრებით ქირურგიული დახმარების ჩასატარებლად, მიუხედავად იმისა, რომ არა აქვს რომელიმე დაავადების სიმპტომი. აღნიშნული სინდრომი სიმულაციის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოვლინებაა. ავადმყოფი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ყურადღება მიიქციოს.)

P.S-სულ ახლახან 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სასამართლომ 27 წლის ამერიკელ ლეისი სპირსს(Lacey Spears), რომელიც ანალოგიურად "მიუნჰაუზენის სინდრომით" იყო შეპყრობილი.


ორი წლის იყო ბიჭუნა, როდესაც პირველად სერიოზულად დაავადდა, თუმცა
ხანგრძლივი კვლევის მიუხედავად ექიმებმა ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ შეძლეს.
image

ლეისი სპირსმა ცალკე ბლოგიც შექმა სახელწოდებით "გარნეტის მოგზაურობა",
სადაც ახალგაზრდა ქალი დაწვრილებით აღწერდა გარნეტის ავადმყოფობის
ისტორიას.
ამასთანავე ლეისის სამი აკაუნტი ჰქონდა "Facebook"-ზე გახსნილი, აგრეთვე ჰქონდა გვერდები "Myspace"-ზე და "Twitter"-ზე.

იყო უამრავი თანგრძნობის კომენტარები, ვთქვათ ასეთი:"უფალი დაიფარავს
გარნეტს, ჩვენ ვილოცებთ მისი გულისთვის" და ა.შ... ასეულობით მოწონებები და
გაზიარებები.
ასე გრძელდებოდა სამი წელი, გარნეტი გამოჯანმრთელდებოდა მცირე ხნით, შემდეგ კი კვლავ საავადმყოფოში ხვდებოდა.

საბოლოოდ დედამ მოკლა შვილი, როგორც გაირკვა დედა ნატრიუმით წამლავდა შვილს.

(უფრო დაწვრილებით ნახე:"დედამ შვილი იმიტომ მოკლა რომ, "Facebook" -ზე სამძიმარი მიეღო და თანაგრძნობა გამოეხატათ ინტერნეტმომხმარებლებს".





3
152
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
152
  
ზუსტად იგივე ვთქვი(
2016, 5 მაისი, 12:57
ქალი და მით უმეტეს დედა კი არა ჯოჯოა, დედობის უფლება ჩამოართვან ამ მანიაკს!!!
2016, 5 მაისი, 12:47
ვაააიიიმეეეეეე....
0 1 3