x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ უნდა დავლიოთ რძე სწორედ (სასარგებლო რჩევები) და პროდუქტები, რომლითაც რძის ჩანაცვლება არის შესაძლებელი

რძე, ბუნების მიერ, ჩვენთვის ბოძებული ჯადოსნური პროდუქტია. ის მდიდარია ნივთიერებით, რომელიც საჭიროა ორგანიზმისთვის, კერძოდ, ძვლების ზრდა-განვითარების და სიმტკიცისთვის. რძე ასევე ამაგრებს კბილის ემალს და ამაღლებს თავის ტვინის აქტიურობის პროცესს.

image

image

რძემ უფრო მეტი სარგებლობა რომ მოგვიტანოს, ის გარკვეული წესების დაცვით უნდა დავლიოთ:

image

1. რძე უნდა იყოს ახალი და სანდო წყაროდან. მისი ხანგრძლივი დუღილი ან განმეორებითი ადუღება, იწვევს რძის ცილების სტრუქტურის ცვლილებას და მისი სარგებლო თვისებები კლებულობს. ამიტომ, რძე როგორც კი წამოდუღდება, მაშინვე უნდა გადმოდგათ ცეცხლიდან.

image

2. იმისთვის, რომ ორგანიზმმა რძის ათვისება შეძლოს, ის სხვა საკვებთან ერთად არ უნდა დალიოთ.

image3. უფრო კარგად მოხდება რძის ათვისება, თუ რძეში ისეთ სანელებლებს ჩაამატებთ, როგორებიც არის: კოჭა (ჯანჯაფილი), კურკუმა, ილი (კარდამონი), დარიჩინი, ჯავზი (მუსკატის კაკალი) და ზაფრანა.

image4. ცხელი რძე, თაფლით და კარაქით, კურნავს გაციებას, აყუჩებს სახსრების ტკივილს (ართრიტი, ართროზი და ა. შ.). ის ასევე სასარგებლოა ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების დროს.

image5. ჯანჯაფილიანი რძე ამაღლებს იმუნიტეტს და პრაქტიკულად სხეულის ყველა ორგანოს მუშაობას აუმჯობესებს. ასეთი რძის მოხმარება, დილის საათებში არის რეკომენდირებული.

image

6. სამკურნალო რძე კურკუმით, სასურველია ძილის წინ მიიღოთ, ის აუმჯობესებს ძილს და აღადგენს სისხლს და კანს.

image7. რძე ილით, გულის და ნერვული სისტემისთვის არის სასარგებლო. რძის წყალობით, ილის სამკურნალო თვისება 10-ჯერ იზრდება.

image8. თუ რძეს მუსკატის კაკალს დაამატებთ, ის დააშვიდებს გონებას და ნერვულ სისტემას, დაარეგულირებს ძილს.

image9. დარიჩინიანი რძე აძლიერებს გულს, ასუფთავებს სისხლს და არეგულირებს საშარდე გზების მუშაობის პროცესს.

image

10. რძე ზაფრანით — საუკეთესო გამაახალგაზდავებელი საშუალებაა ქალისთვის, კარგად მოქმედებს მის ფსიქიკაზე და რეპროდუქციულ სისტემაზე.

imageდა ბოლოს, რძის მიღება რეკომენდირებულია დილით 6-დან 9 საათამდე ან საღამოს 18-დან 21 საათამდე. ცივი რძის დალევა არ შეიძლება. რძე უნდა იყოს ცხელი ან თბილი.
image

იმ შემთხვევაში, თუ რძით მკურნალობას არ აპირებთ, ანუ თუ მას სანელებლების გარეშე სვავთ, უნდა იცოდეთ, რომ ძირითადი მიკროელემენტი რომელიც რძის შემადგენლობაში არის – კალციუმია, რომელიც ასევე ყველაზე გავრცელებული მიკროელემენტია ადამიანის ორგანიზმში და რომლის უდიდესი ნაწილი, ძვლებსა და კბილებში არის კონცენტრირებული. ბავშვობიდან გვესმის, რომ კალციუმის ძირითადი წყარო – რძე არის და რომ მისი მიღება აუცილებელია, მტკიცე ძვლები და კარგი კბილები რომ გვქონდეს. სინამდვილეში, რძე არც თუ ისე ბევრ კალციუმს შეიცავს, რომ ბავშვებს მისი დალევა ვაიძულოთ.

კალციუმს, რძის გარდა, სხვა პროდუქტებიც შეიცავს და მათი ჩამონათვალი ქვემოთ არის მოცემული (სია სრული არ არის. მასში მხოლოდ ის პრდუქტებია, რომლებშიც კალციუმის შემცველობა 100 მილიგრამს აღემატება, 100 გრამ პროდუქტზე გაანგარიშებით).

კალციუმის რაოდენობა 100 გრ. პროდუქტზე გაანგარიშებით:

ყაყაჩო — 1 460 მგ.

imageimageყველი “პარმიზანი” — 1 300 მგ.

image

image

მშრალი რძე — 1 000 მგ.

image

image

მაგარი ყველი (ქარხნული) — 900 მგ.

image

image

სეზამი — 670 - 975 მგ.

image

image

ჭინჭარი — 713 მგ.

image

image

სულგუნი — 650 მგ.

image

image

გუდის ყველი — 500 მგ.

image

image

მრავალძარღვა — 412 მგ.

image

image

რეჰანი — 370 მგ.

image


image

შესქელებული რძე შაქრით — 305 მგ.

image

image

ასკილი — 257 მგ.

image

image

ნუში — 273 მგ.

image

image

ოხრახუში — 245 მგ.

image

image

თხილი — 226 მგ.

image

image

ამარანტი, თესლი — 214 მგ.

image

image

წიწმატი — 214 მგ.

image

image

კამა — 170 მგ.

image

image

ცხვრის რძე — 170 მგ.
თხის რძე — 143 მგ.

image

image

ნაყინი პლომბირი — 140 მგ.

image

image

ძროხის რძე — 120 მგ.

image

image

გარგარის ჩირი (კურაგა) — 120 მგ.

image

image

მზესუმზირა, თესლი — 115 - 300 მგ.

image

image

არაჟანი — 120 მგ.

image

image

ხაჭო — 120 მგ.

image

image

ისპანახი — 106 მგ.

image
საერთაშორისო ჯანდაცვის ორგაბიზაციის მიერ დადგენილი, კალციუმის მიღების, დღიური ნორმა:

ბავშვები 3 წლამდე — 600 მგ.
ბავშვები 4-დან 10 წლამდე — 800 მგ.
ბავშვები 10-დან 13 წლამდე — 1000 მგ.
მოზარდები 13-დან 16 წლამდე — 1 200 - 1 500მგ.
ახალგაზრდები 16-დან 25 წლამდე — 1 000 მგ.
დიდები 25-დან 50 წლამდე — 800 - 1 000 მგ.
ქალები მენოპაუზის დროს — 1 500 მგ.
კაცები მენოპაუზის დროს — 1000 მგ.
ქალები და კაცები 65 წლიდან — 1 500 მგ.

1
2041
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2041
  
2016, 20 მაისი, 14:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1