x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რატომ მოსთხოვა ილია II-მ გამსახურდიას დაჩოქება და რისთვის იყო საჭირო ფოტოაპარატი - რა მოხდა 4 წლის წინ?
image

როგორც იცით, ბოლო დღეებში ინტერნეტ მომხმარებლებისთვის საკამათო თემად იქცა საჯარო პირების ეკლესიაში დაჩოქება, რაც სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიაზე დაჩოქებული პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ფოტოს გავრცელებას მოჰყვა. საზოგადოების ერთი ნაწილისთვის გიორგი კვირიკაშვილი ამის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა, ზოგსთვის კი მის ამ ჟესტში არაფერია სათაკილო.


სწორედ "დაჩოქება-არდაჩოქების" თემაზე წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში და იხსენებს პატრიარქთან მის შეხვედრას, რომლის დროსაც ილია მეორემ დაჩოქება მოსთხოვა:


"მოკლედ, ამ დაჩოქება-არდაჩოქების ეპოპეაზე გამახსენდა:

ციხიდან ახალი გამოსული ვარ და გვიან საღამოს საპატრიარქოში მივედი სტუმრად. მიუხედავად იმისა, რომ დადებითად ვერ შევაფასებ მის ან ეკლესიის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში, მრავალ მის პოზიციას არ ვიზიარებ და არ ვეთანხმები, პიროვნული სიძულვილი ან ზიზღი ილია მეორესადმი არ გამაჩნია... ამას ვერ ხვდება ხახადაფჩენილი, გაბოროტებული ბრმევლი, რომელიც მისი კერპის უმცირეს დაუფასებლობისათვის მზადაა თვალები ამოგკორტნოს!

ვისაუბრეთ. არ მოვყვები ახლა იმ საუბრის ემოციურ თუ შინაარსობრივ ასპექტზე. დასასრულისკენ მეუბნება: მოდი, დაიჩოქეო. რა, უწმიდესომეთქი? არ შეგიძლია, დაიჩოქოო, და მის წინ ადგილს მიმითითებს. რატომ უნდა დავიჩოქომეთქი? ჰო, მერე რა მოხდაო, მეხმაურება იქვე ოთახში მყოფი შორენა, მისი მდივანი...

რა თქმა უნდა, მყისვე მივხვდი, რა მოხდა. ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რას ნიშნავს, როცა ადამიანი გეუბნება დაუჩოქო. შევიშმუშნე, რაღაც უსიამოვნო მდგომარეობაში აღმოვჩნდი, წასვლას ვაპირებ... ესენი მიყურებენ და ფიქრობენ, რას ვიზამ. მოვტრიალდი მდუმარედ წასასვლელად და ვხედავ, შორენა დამბზუის გარშემო ხელში პატარა ფოტოაპარატით!

დანარჩენზე თქვენ დაფიქრდით, ვისაც ეს უნარი გაქვთ შერჩენილი...", - წერს გამსახურდია.



პოსტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელში: ზოგმა მოუწონა ცოტნეს საქციელი და ზვიადის ღირსებული მემკვიდრეც უწოდეს, რადგან ჩათვალეს, რომ პატრიარქისგან ამის მოთხოვა და თან გამზადებული ფოტოაპარატი, პიარის ნაწილი იყო, იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის დაჩოქილი ცოტნე გამსახურდია ეჩვენებინათ. თუმცა ბევრმა პირიქით, ზვიადის შვილს ზედმეტი ამპარტავნება უსაყვედურა. გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც გამსახურდიას არც მეტი, არც ნაკლები, ურწმუნოებაში დასდო ბრალი.




image

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პატრიარქის თხოვნის შედეგად შეიწყალა 2012 წლის ოქტომბერში. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ცოტნე გამსახურდიამ პირველად კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე მოინახულა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.


7
2390
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2390
  
2016, 5 მაისი, 2:07
ილია მე-2-ე დონ კორლეონე
2016, 4 მაისი, 22:55
რა თქმა უნდა მაგაში გეთანხმები....
2016, 4 მაისი, 21:55
დიდი კონსტანტინეც არ იყო დიდად მორწმუნე, ეს კი მაგარი "უფშვიტინე" ტიპია.
ადრე ხან სხვას ჭრიდა ან თავს იჭრიდა, ასე მალე დაავიწყდა ხალხს ასლან "ფაშასთან" რომ იყო ჩახუტებული...
2016, 4 მაისი, 17:57
მე უბრალოდ იმ ფაქტმა გამაღიზიანა, რომ ბევრისთვის რწმენა (უფლისადმი) იგივდება პატრიარქისა და მამაოებისადმი ან თუნდაც ზოგადად ეკლესიისადმი მორჩილებასთან. თუ არ დადიხარ ეკლესიაში და არ აბარებ აღსარებას, თუ პატრიარქის სადღეგრძელოს განსხვავებულით არ სვამ, ესე იგი ურწმუნო ხარ :((
2016, 4 მაისი, 16:51
მიუხედავად ჩემი დიდი ანპატიისა ცოტნეს მიმართ,ამ შემთხვევაში არ ვამტყუნებ. ჩვენ ხალხს როგორც სჩანს ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს. და ძალიან მალე დაავიწყდათ სულ რამოდენიმე წლის წინ 90-იანებში პატრიარქის ნამდვილი სახე.როცა მას ჩამოხსნეს ნიღაბი და ამხილეს ის როგორც კგბ-ს აგენტი კლიჩკით "ივერიელი".ეს როგორ უნდა დაგავიწყდეს ნორმალურ ადამიანს?-ჯერ ერთი რომც არ მომხდარიყო,მაშინ კგბ-შენობის დაბომბვა და იქიდან არქივის გამოტანა.ისედაც უნდა იცოდეს საღად მოაზროვნე ადამიანმა,რომ სსრკ-ს დროს პატრიარქი ვერც როგორ ვერ იქნებოდა კგბ-ს ჩასმული აგენტის გარეშე.საპატრიარქოს ძალიან მკაცრად აკონტროლებდა უშიშროება და პირადად მე არც გამკვირვებია,როცა აჩვენეს შიოლაშვილის კგბ-ს აგენტობის დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლები...ჰოდა ამას როგორ ივიწყებს ჩვენი ხალხი?-იმ დროს პატრიარქის რეიტინგი ნულის ტოლი გახდა.თუნდაც იმიტომ რომ ის იყო,შევარდნაძისა და ჯაბა იოსელიანის მთავარი მეხოტბე.ასევე ძმათამკვლელი ომის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი.
2016, 4 მაისი, 16:27
" გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც გამსახურდიას არც მეტი, არც ნაკლები, ურწმუნოებაში დასდო ბრალი."-ცოტნე გამსახურდიას არც არასდროს უთქვია გადამკვდარი მორწმუნე ვარო))))
,,დაჩოქილი ცოტნე გამსახურდია,, რას ნიშნავს? პატრიარქის წინაშე დაჩოქილი ადამიანი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ზიზღსა და სიძულვილს გამოიწვევდა?
0 1 7