x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ოგიუსტ კონტი და ბრაზილიის დროშა

"სოციოლოგიის მამა" - ოგიუსტ კონტი დაიბადა 1798 წლის 19 იანვარს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, წვრილი მოხელის ოჯახში. მონპელიეს ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, რადგან მას ჰქონდა საოცარი მიდრეკილება მათემატიკისადმი, შევიდა პარიზის პოლიტექნიკურ სკოლაში, სადაც გაეცნო დეკარტის, დალამბერისვოლტერის, ბეკონის და სხვები ნაშრომებს. სიმწიფის პერიოდში კონტი ე.წ. "ტვინის ჰიგიენის" პრინციპს იცავდა - წიგნების კითხვას ერიდებოდა, რომ აზროვნების დამოუკიდებლობა არ შეესუსტებინა.
პოლიტექნიკურ სკოლაში მომხდარი ინცინდენტის გამო სკოლა დაიხურა და კონტი მონპელიეში გააძევეს.1817 წელს ის დაბრუნდა პარიზში, სადაც თავს ირჩენდა კერძო მათემატიკის გაკვეთილების ჩატარებით. 1818 წელს მან გაიცნო სენ-სიმონი -სოციალიზმის ერთ-ერთიფუძემდებელი. კონტმა მალე შეითვისა სენ-სიმონის იდეები და მისი თანაშემწე გახდა. 1819 წელს მან დაწერა ნაშრომი "შეხედულებათა ზოგადი გამიჯვნა სურვილებისაგან". სადაც ამბობდა, რომ ხალხს აქვს მრავალი მოთხოვნილება, რომლის შესრულების გზა შეიძლება მეცნიერმა დაანახოს მათ. 1822 წელს სენ-სიმონის ბროშურას - "საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ" - კონტმა დაურთო თავისი სტატია "სამეცნიერო მუშაობის გეგმა, რომელიც უნდა ჩატარდეს საზოგადოების გარდასაქმნელად". სადაც ის მეცნიერების მთავარ ამოცანად მიიჩნევდა - სოციოლოგიის შექმნას.
შემდგომში კონტმა ეს სტატია თავის ნაშრომში - " პოზიტიური პოლიტიკის სისტემა" - ში შეიტანა. ამ ნაშრომს მასწავლებელთან დიდი უთანხმოება მოჰყვა და კონტი დაშორდა სენ-სიმონს. 1825-1826 წლებში კონტმა დაბეჭდა ნაშრომები - "მეცნიერული აზრები მეცნიერებათა და მეცნიერთა შესახებ" და აზრები სასულიერო ხელისუფლების შესახებ". სადაც ამჯერად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგედ მოგვევლინა; ის ამბობდა, რომ პიროვნების თავისუფლება საზოგადოებრივ წესრიგს ემუქრებოდა, ამიტომ უნდა შეზღუდულიყო სასულიერო ან ინტელექტუალური ხელისუფლებით.
1825 წელს კონტი დაქორწინდა კაროლინა მასენზე. გაზრდილი ხარჯებიდან გამომდინარე კონტმა დაიწყო საკუთარ ბინაში საჯარო ლექციების წაკითხვა. წარმატებული ლექციები კონტის ავადმყოფობამ შეაფერხა, ის მალევე მოხვდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც მალევე გამოეწერა ნახევრად გამოჯანმრთელებული.

1838 წლიდან ინგლისში მიაქციეს ყურადღება მის ნაშრომებს და სტიუარტ მილმა დასახმარებლად 5000 ფრანკი შეუგროვა და გამოუგზავნა კონტს, თუმცა კონფლიქტის გამო ეს დახმარებაც მალე შეწყდა.
1848 წელს კონტი აქვეყნებს "ცირკულარს" სადაც ის მოითხოვს, რომ დასავლეთ ევროპაში დაარსდეს საზოგადოებები, რომელთა დევიზი იქნება "წესრიგი და პროგრესი". წსრიგი - როგორც საფუძველი და პროგრესი - როგორც მიზანი. "პოზიტივისტური საზოგადოება, როგორც კონტი ამბობდა, უნდა ყოფილიყო სოციალიზმისა და კომუნიზმის ალტერნატივა. ამ ტიპის საზოგადოების სამოქმედო გეგმა მხოლოდ მშვიდობიანი რევოლუცია უნდა ყოფილიყო.
1842 წელს კონტი შორდება თავის უღირს მეუღლეს და პლატონურად ეტრფის ვიღაც პატიმრის ნაცოლარს კლოტილდე დე-ვოს. მან კონტის მსოფლმხედველობაში დიდი გადატრიალება მოახდინა. ის რწმუნდება, რომ გონება გრძნობების მოსამსახურეა და აზროვნების მიზანი გრძნობის მიერ დაყენებული ამოცანების გადაწყვეტაა. 1846 წელს კლოტილდე დე-ვო გარდაიცვალა. ოგიუსტ კონტის წარმოსახვაში ის იქცა კერპად, მფარველ ანგელოზად. ის რელიგიისკენ გადაიხარა. ამ პერიოდში აქვეყნებს ახალ ნაშრომს - "პოზიტიური პოლიტიკის სისტემა, ანუ სოციოლოგიური ტრაქტატი, რომელიც კაცობრიობის სარწმუნოებას აწესრიგებს" (4 ტომი). კონტმა შეიმუშავა პოზიტიური რელიგიის პრინციპები, რითაც სახელი დაიმკვიდრა რელიგიის სოცოილოგიის კლასიკოსთა შორისაც.
კონტის შემოქმედებაში ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი სტატიები: "პოზიტიური ფილოსოფიის კურსი", "სუბიექტური სინთეზი".
1857 წლის 5 სექტემბერს გარდაიცვალა ოგიუსტ კონტი.
1902 წელს პარიზში სორბონის წინ, კონტს ძეგლი აუგეს.


ეს საინტერესოა !
ბრაზილიის ეროვნულ დროშაზე პორტუგალიურ ენაზე გაკეთებული წარწერა- ORDEM E PROGRESSO - "წესრიგი და პროგრესი" სოციოლოგიის მამამთავრის ოგიუსტ კონტის მიერ ჩამოყალიბებული პოზიტივიზმის კრედოდან მომდინარეობს (პოზიტივიზმის ფუძემდებელს მიაჩნდა, რომ საზოგადოებისათვის აუცილებელია "სიყვარული, როგორც პრინციპი, წესრიგი, როგორც საფუძველი და პროგრესი, როგორც მიზანი").
1888-1889 წლებში ბრაზილიაში მონარქია დაემხო და რესპუბლიკური მმართველობა დამყარდა. რესპუბლიკის მამებს სურდათ, რომ რევოლუციას არა უბრალოდ შეეცვალა მონარქია, არამედ ის ახალი ტიპის სახელმწიფოს საფუძველი გამხდარიყო, რომელშიც "წესრიგი და პროგრესი" ბრაზილიის მოქალაქეებს შორის (თეთრი, შავი და ფერადკანიანები) მარადიული ჰარმონიის საწინდარი იქნებოდა.ბრაზილიის დროშა
ამ ახალი სახელმწიფოს სულისკვეთებას, ყველაზე მეტად ბრაზილიაში "პოზიტივიზმის მოციქულისა" და კონტიანელი პროფესორის, რაიმუნდუ ტეიშირა მენდესის (1855-1927) მიერ შემოთავაზებული დევიზი შეეფერებოდა. ბრაზილიაში მენდესმა დააფუძნა პოზიტივისტური ასოციაცია. დროშის ნახატი მხატვარმა დესიო ვილარესმა შეასრულა. მისი უძველესი ეგზემპლარი მენდესის მიერ 1891 წელს რიო-დე-ჟანეიროში დაარსებულ, მსოფლიოში პირველ საკაცობრიო პოზიტივისტურ ეკლესიაშია შენახული.


0
200
1-ს მოსწონს
ავტორი:ჯაყო33
ჯაყო33
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0