x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"Soundcheck" - მუსიკალური ფესტივალი

image ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ყოველთვის გამოირჩევა
გარკვეული ღონისძიებებით, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას
საინტერესო აქტივობებში. სხვადასხვა ნიჭის მქონე პირებს შეუძლიათ გამოავლინონ
შესაძლებლობები, ეს არა მარტო მათი ნიჭიერების ხელშეწყობა და ფართო
საზოგადოებისთვის გაცნობაა, არამედ ეს აქტივობები ხელს უწყობს სხვადასხვა
ჟანრისა და მიმართულების პოპულარიზაციას.

ამჯერად ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი მუსიკალურ ფესტივალს წარმოგიდგენთ, რომელიც გაიმართება 16-20 მაისს, მონაწილეთა ასაკი 14 - 29 წელია. მსურველებმა აპლიკაციის შევსებასთან ერთად არსებული
საკონკურსო პირობებიც უნდა გაითვალისწინონ.

მონაწილეებს შეუძლიათ გამოავლინონ შესაძლებლობები 5 მიმართულებით :
1 - ფოლკლორი
2 - პოპი
3 - როკი
4 - ელექრტონული მუსიკა
5 - ჰიპ-ჰოპი

თითოეული ჟანრის წარმომადგენელს ევალება წარმოადგინოს 3 აუდიო და 1 ვიდეო მასალა, დასაშვებია სამოყვარულო დონეზე გადაღებული ვიდეო მასალაც.
უშუალოდ საკონკურსო დღეს დროულად გამოცხადებისას თან უნდა ჰქონდეთ
საკუთარი ინსტრუმენტები, ხოლო რაც შეეხება სცენას, აუდიო აპარატურას გახმოვანებასა და განათებას, ამ ყველაფრით უზრუნველყოფენ
კონკურსის ორგანიზატორები.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 12 მაისი, ყველა აპლიკაციას გაეცნობა
თითოეული ჟანრის კონსულტანტისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი,
განიხილავს და ფესტივალის ესთეტიკისა და მოთხოვნების შესაბამისად არჩეული
ნამუშევრები მიიღებენ მონაწილეობას ფესტივალში.



დაინტერესების შემთხვევაში აუცილებელია აპლიკაციის შევსება, ამაში კი ეს ლინკი დაგეხმარებათ, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ესტუმროთ ბავშვთა ახალგაზრდობის სოციალურ გვერდს. ასევე გაეცნობით ბევრ საინტერესო ღონისძიებას.


https://docs.google.com/forms/d/1rrNxSE0GK5vuBDuRLEQ5pmTeA_gv_THvp0WSQOT6a0w/viewform?edit_requested=true






1
20
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
20
  
0 1 1