x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რამ გააბრაზა ილიკო სუხიშვილი და რა მოხდა "ცეკვავენ ვარსკვლავებში"?
image

გუშინ, 2 მაისს ტელეკომპანია "იმედის" სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ქართული ცეკვის ტური შედგა. ჟიურის წევრებს შორის ილიკო სუხიშვილი იყო, რომელიც პრაქტიკულად მონაწილეების მთავარი და ყველაზე მკაცრი შემფასებელი უნდა ყოფილიყო. თუმცა მკაცრი იგი მხოლოდ საკუთარი ანსამბლის წევრების მიმართ აღმოჩნდა.


დუტა სხირტლაძისა და მზია ორველაშვილის ხევსურული ცეკვის დროს "სუხიშვილების" ერთ-ერთ მოცეკვავეს, თორნიკე წერეთელს შემთხვევით სცენაზე ფეხი მოუცურდა და წაიქცა. ამის მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, იატაკი იყო, რომელიც, თურმე ზედმეტად სრიალებდა. მაგრამ ეს საკმარისი გასამართლებელი მიზეზი არ აღმოჩნდა ილიკო სუხიშვილისთვის, რომელმაც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა საკუთარი ანსამბლის წევრი.


"ყველაფერი გააფუჭეს ჩემებმა!.. არავის არ აინტერესებს ცურავს თუ არა იატაკი, წარმოდგენაა და ხალხი უყურებს..." - განაცხადა ილიკო სუხიშვილმა, რომელსაც ხასიათი ძალიან გაუფუჭდა. ალბათ სწორედ ამ ინციდენტის გამო, მან წყვილის ხევსურული ცეკვა, ბევრისთვის გასაკვირად, 10-იანით შეაფასა.



სოციალურ ქსელში აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამგვარი ინციდენტი ყველას შეიძლება შეემთხვეს, უხერხული ის უფროა, როცა ჟიურის წევრები ამას ასეთ დიდყურადღებას უთმობენ და პირდაპირ ეთერში გარჩევას იწყებენ - ასე აფასებს თორნიკე წერეთლის წაქცევას მომხმერებელთა უმეტესობა. ბევრმა გააკრიტიკა ილიკო სუხიშვილის გადამეტებული სიმკაცრე საკუთარი მოცეკვავის მიმართ და ზედმეტი ლოიალობა მონაწილეთა შეფასებისას.

image

შეგახსენებთ, რომ თორნიკე წერეთელი მაყურებელმა "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონიდან გაიცნო და შეიყვარა. მაშინ იგი ლელა წურწუმიას მეწყვილე იყო.

image





1
1614
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1614
  
2016, 3 მაისი, 19:52
დუტა დაბოდიალობდა
0 1 1