x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გემრიელი ნაყინის მომზადება სახლში
ნაყინი ყველასათვის საყვარელი ნუგბარია, მისი მრავალფეროვანი ასორტიმენტი

საშუალებას გვაძლევს მივირთვათ ჩვენი საყვარელი ხილისა თუ შოკოლადის ნაყინი.

ნაყინი შეიძლება დამზადდეს რძისა და ნაღებისგან, აგრეთვე ხილ-კენკრის სიროფებისგან.

ნაღების ნაყინი მზადდება ცუკატებით, ქიშმიშით, ნუშით, ნიგვზით, თხილით,


შოკოლადით, ყავის, ვანილით და სხვა.

როგორც იქნა დადგა სანატრელი ნაყინის სეზონიც და სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ

რამდენიმე რეცეპტს სახლში მომზადებული ნაყინის :


1. მარწყვის ნაყინი


მარწყვი- 6 ჩაის ჭიქა

შაქარი -2 ჩაის ჭიქა

კვერცხის გული- 4 ცალი


ოთხი კვერცხისგან გაკეთებულ გოგლიმოგლს დავუმატოთ 4 ჭიქა რძე, დავადგათ ნელ

ცეცხლზე და ვთქვიფოთ. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, განვაგრძოთ თქვეფა და

ჩავასხათ 6 ჭიქა დასრესილი მარწვის გაწურული წვენი. შემდეგ კი შევდგათ მაცივარში

და გავყინოთ.


image



2. ნაღების ნაყინი


კვერცხის გული-5ცალი

შაქარი- 200 გრ

ნაღები-3 ჩაის ჭიქა

ვანილი ან ლიმონი გემოვნების მიხედვით.


5 კვერცხის გულის გოგლიმოგლი და 3 ჩაის ჭიქა ნაღები ავურიოთ ერთმანეთში,

ერთად ავთქვიფოდ, ნელ ცეცხლზე შევდგათ და განვაგრძოთ თქვეფა. შიგ ჩავაყოლოთ

ვანილის ჩხირი ან ლიმონის დახეხილი კანი. დუღილამდე არ უნდა მივიყვანოთ,

თორემ აიჭრება. კარგად რომ გაცხელდება, ცეცხლიდან გადმოვდგათ და კიდევ ავთქვიფოთ.

ჩავასხათ ფორმებში გავაციოთ და შედეგ შევდგათ საყინულეში.

image



3. შოკოლადის ნაყინი


რძე-5 ჩაის ჭიქა

შაქარი- 1/2 ჩაის ჭიქა

კვერცხი 4 ცალი

კაკაო ან შოკოლადი- 1/2 სუფრის კოვზი


ცხელ რძეში ჩავამატოთ შოკოლადი ან კაკაო. წამოვადუღოთ და გავწუროთ საცერში.

გადმოწურულ რძეში ჩავასხათ გოგლომოგლი და ვთქვიფოთ დიდ ხანს.

შევდგათ ნელ ცეცხლზე და კარგად გავაცხელოდ, განუწყვეტლივ ვურიოთ.

ცეცხლიდან გადმოღების შემდეგაც გავაგრძელოთ თქვეფა.

ნელთბილი ჩავასხათ სპეციალურ ფორმაში და გავყინოთ.

image


გემრიელად მიირთვით!

0
1554
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
1554
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0