x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134675
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508867
მომღერალი ტარკანი თავის თაყვანისმცემელზე დაქორწინდა
imageპოპულარული თურქი მომღერლის ბერბიჭობას წერტილი დაესვა.43 წლის ტარკანი თავის თაყვანისმცემელზე დაქორწინდა, რომელიც პოპ-მომღერალზე 10 წლით უმცროსია.


წყვილი 29 აპრილს დაქორწინდა, თუმცა საინფორმაციო საშუალებებისთვის ეს ფაქტი ახლახან გახდა ცნობილი.


ტარკანმა და 33 წლის პილარ დალეკმა ქორწილი სტამბულში, მომღერლის ვილაში გადაიხადეს. ქორწილს სულ რაღაც 40 სტუმარი ესწრებოდა, მხოლოდ სიძე-პატარძლის უახლოესი ნათესავები.მომავალში მომღერალი აპირებს უფრო ფართოდ და სახალხოდ აღნიშნოს ეს მოვლენა.

image


წყვილმა ჯერ კიდევ 2008 წელს გაიცნეს ერთმანეთი გერმანიაში.პილარი ტარკანის დიდი ფანი იყო, გოგონა კონცერტის დროს პირდაპირ კულისებში შეეჭრა მომღერალს.

გაესაუბრნენ ერთმანეთს და ამის შემდეგ მათი ურთიერთობა 7 წელი გაგრძელდა.


მხოლოდ შარშან სთხოვა ტარკანმა პილარის მშობლებს დალოცვა და მათ ქალიშვილზე ქორწინების ნებართვა.


თარკან ტეველოღლუ, უფრო ცნობილი, როგორც ტარკანი განსაკუთრებით პოპულარული გახდა 2000-იანების დასაწყისში, როცა გამოვიდა მისი ჰიტ-სინგლი-«Şıkıdım», დღესღეობით მომღერლის ალბომების 25 მილიონი ასლია გაყიდული მთელ მსოფლიოში.


მას უსმენენ როგორც თურქეთში ასევე ჩრ. ამერიკაში, სამხ. ამერიკაში,
ევროპასა და აზიაში, ავსტრალიაში. იგი ასევე ცნობილია აფრიკის რამდენიმე
ქვეყანაში. მას ხშირად თურქ "ელვის პრესლისაც" უწოდებენ.


image



0
506
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
506
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0