x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134418
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ბედნიერების კუნძული - საქართველოში
ახალგაზრდებისთვის უამრავი გართობის საშუალება არსებობს. ურთიერთობისვის მიმართავენ სოციალურ ქსელს. ეს გართობის და დროის გაყვანის საშუალებაცაა, რომელიც ფაქტობრივად დროის უქმად კარგვად შეიძლება ჩაითვალოს.

ძნელია იპოვო მოზარდი, რომელიც არეგულირებს სოციალურ ქსელში გატარებულ დროსა და აუცილებელ საქმიანობას შორის დროს. ხშირ შემთხვევაში უქმად

გატარებული დრო უფრო მეტია, ვიდრე წიგნთან და შემეცნებით აქტივობებში დახარჯული.

მშობლები განიცდიან, გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავენ, რომ მოზარდი წიგნისკენ


შემოაბრუნონ, რიგ შემთხვევაში კი ბავშვის "საქმიანობა" მათი ყურადღების მიღმა რჩება დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე.

მოკლედ, ეს ძალიან რთული და ვრცლად განსახილველი თემაა... ამით მთავარ სათქმელსაც თითქოს ავცდი...თუმცა მინდა ეს სტატია ისეთი ადგილის გაცნობას მივუძღვნა, რომელიც სოციალური ქსელისგან განსხვავებით (მოწინააღმდეგე არ ვარ) ღია, ნამდვილ, გულწრფელ ურთიერთობებს და ემოციებს უწყობს ხელს, გავიწყებს ვირტუალურ სივრცეს "დამალული ემოციების საბადოს".

image
















ეს "ბედნიერების კუნძულია", რომელიც საქართველოში მცხოვრები ქართველი თუ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის დაუვიწყარი ადგილია "მომავლის ბანაკი - ანაკლია".

მომავლის ბანაკი საბანაკე სეზონის განმავლობაში 18 000-მდე 14-დან 18 წლამდე მოზარდს მასპინძლობს. ჩამოდიან როგორც ეთნიკური უმცირესობები, ასევე ჰერეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებიც. ეს გარემო მეგობრობის, ერთიანობის, ინტეგრაციის სამყაროა, სადაც ყველა თანასწორია, მეგობრულია, ყველა

ერთმანეთს უღიმის და ბედნიერია.

image














თითოეული მოზარდისთვის მართალია მხოლოდ 10 დღე გრძელდება, მაგრამ საკმარისია, რომ ეს პერიოდი მათთვის დაუვიწყარი იყოს.

ბავშვებს აქ სხვადასხვა ნიჭის გმოვლენა და ხშირად აღმოჩენაც უხდებათ. დილით ვარჯიში, საუზმის შემდეგ ზღვის დრო, გუნდის დრო, სადილი, საღამოს ღონისძიებისთვის მზადება, სამხარი, ტრენინგი, ვახშამი, საღამოს ღონისძიება ... ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ყოველი დღე დატვირთულია.image















image














image


















დასაწყისში ყურადღებას ჯანსაღი ურთიერთობის დეფიციტზე ვამახვილებდი, რომ სოციალური ქსელი საინტერესოსთან ერთად ბევრი ფაქტორის დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს, აქ კი ეს ყველაფერი არ იგრძნობა, აქ პირიქით ნამდვილი ემოციების და გრძნობების სამყაროა, ბედნიერია ის ადამიანი ვისაც აქ მოხვედრის საშუალება მიეცემა...


მოსწავლეები... კი კარგი იქნება თუ იაქტიურებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისწავლიან, ბევრს წაიკითხავენ და აქ წარჩინებული მოსწავლეებისთვის გზა ხსნილია, მიღების ერთ-ერთი ფაქტორიც ხომ ესაა.


აქ სრულიად უანგაროდ მომავლის ბანაკი ზრუნავს მომავალი თაობის მომავალ ბედნიერ წუთებზე. გარემოზე, რომელიც წაუშლელ კვალს ტოვეს მოზარდის ქვეცნობიერზე.

1
420
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
420
  
2016, 5 მაისი, 9:35
ერთი დეტალი შეცდომაა : ბანაკი მასპინძლობს არა 18 000 მოზარდს, არამედ 1 800 დაახლობით 2000 მდე მოზარდს, მათ კარგად დასვენებას უზრუნველყოფს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი
0 1 1