x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
დაკრძალვის ცერემონია ზოგიერთ ქვეყანაში
დაკრძალვა არის ცერემონია გარდაცვლილი ადამიანის პატივსაცემად. დაკრძალვის სახეობებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია გვამის დასაფლავება ან კრემაცია. თუმცა, ზოგიერთ კულტურაში დაკრძალვის ცერემონია საკმაოდ უჩვეულო და ხანდახან შემზარავიცაა.


ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულზე არის მთის დასახლება, რომელშიც ცხოვრობენ ტორაჯები. აქაური დასაფლავების ტრადიცია საკმაოდ შემაძრწუნებელია. მსხვერპლად წირავენ ათეულობით კამეჩს. მოსახლეობა კი, აუღელვებლად ადევნებს თვალყურს მიმდინარე მოვლენებსა და უზიარებს ერთმანეთს შთაბეჭდილებებს.

image



მზადდება სპეციალური თოჯინა, რომელიც მაქსიმალურად უნდა
ჰგავდეს გარდაცვლილს. ამ თოჯინას ათავსებენ სპეციალურად აშენებულ სახლზე, რათა მანაც თვალი ადევნოს მსხვერპლშეწირვას. ახალდაბადებულებს
მარხავენ კუბოს გარეშე, უზარმაზარი ხის ფუღუროში. თითოეულ ასეთ ფუღუროში შესაძლოა იმყოფებოდეს 4-5 სხეული.



დაკრძალვის ცერემონიას ასევე დიდი ადგილი უკავია მადაგასკარში. მისი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ გარდაცვლილების სულები არიან ნამდვილი პატრონები კუნძულისა და მათ დიდ პატივს მიაგებენ. ეს ცერემონია გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში და ყველა ვალდებულია მიიღოს მასში მონაწილეობა. თუ გარდაცვლილის რომელიმე ნათესავს დაესიზმრა, რომ მიცვალებულს მოსწყინდა, მაშინ სრულდება ფამადიჰანას
რიტუალი.


image




იგეგმება ნადიმი, სადაც მიცვალებულსაც პატიჟებენ. ამისათვის
თხრიან საფლავს, გვამს ახალ სუდარაში ახვევენ და ნადიმზე მიაქვთ. ამის შემდეგ კი, ძვლებს აბრუნებენ სასაფლაოზე და ისევ მარხავენ.




ჩინეთში არსებობს საკმაოდ უჩვეულო ტრადიცია კუბოების განთავსებისა კლდეებზე, მიწის ზედაპირიდან დიდ სიმაღლეზე. ეს არის ჩინეთის ზოგიერთი ნაციონალური უმცირესობის უძველესი ტრადიცია. ე.წ. ბოს ხალხის წარმოდგენით, მთები წარმოადგენდა კიბეს ამქვეყნიურ სამყაროსა და ზეცას შორის. გარდა ამისა, მოსახლეობას სურდა დაეცვა მიცვალებულები მტრებისა და ცხოველებისგან. უიშანის რაიონში ამზადებდნენ ნავის ფორმის კუბოებს. ზოგიერთს ნიჩაბიც გააჩნდა. მათ სწამდათ, რომ ჩამოსულ წმინდანებს მიცვალებულები ზეცაში აჰყავდათ. ერთ-ერთი imageასეთი კუბო დაახლოებით 4 ათასი წლისაა.

0
382
2-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ვახტანგიშვილი
ირინა ვახტანგიშვილი
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0