x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
"სადილი გარდაცვლილებთან" და კოკა ყანდიაშვილის პასუხი BBC-ის
ამ დღეებში ინტერნეტში გამოჩნდა BBC-ის სააღდგომო სიუჟეტი საქართველოზე სახელწოდებით "სადილი მიცვალებულებთან", რომელიც სამი წლის წინანდელია.


რატომ გაახსენდათ ზოგიერთ ქართულ ინტერნეტგამოცემას ძველი სიუჟეტი ძნელი სათქმელია, (you tube-ზე სულ რაღაც 1000 ნახვა აქვს!!!).თუმცა საზოგადოების რეაქცია კვლავ მწვავე იყო.


გამონაკლისი არც ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი აღმოჩნდა, რომელიც საკუთარი "ფეისბუქის" გვერდიდან გამოეხმაურა პრესტიჟული ინგლისური გამოცემის სიუჟეტს.


image




"ჩემი რჩევა ქართველ თვითგვემია ქაჯებს და BBC-ის!
სხვის თვალში ბეწვის ძიებას ჯობია საკუთარ თვალში დირეს მიხედოთ!!!
მესმის თქვენი შოკის - ჩვენ ხომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფერფლს, ქილებით არ ვინახავთ სასადილოში.
ზედაპირული ექსკურსი.........
- საუდის არაბეთში - დემოკრატიამ, ერაყსა და ავღანეთში მშვიდობამ არ ჩაგაგდოთ შოკში?
- პუტინის ბარბაროსობამ საქართველოსა და უკრაინაში - არ გამოიწვია თქვენში პროტესტი?
image

- პირველი საკონცენტრაციო ბანაკები რომ შემქმენით, ჯერ კიდევ
ანგლო-ბურების ომის დროს, და როგორც ეროვნული ღირებულება, მთელ მსოფლიოს
რომ მოსდეთ - ამანაც არ შეატოკა თქვენში შოკის ძარღვი?
- რასაც
დედამიწაზე, თქვენი პირსისხლიანი სამეფოს სახელით ჩადიოდით, ყაჩაღობდით,
ძარცვავდით და ანადგურებდით ერებსა და სახელწიფოებს - ის არ გაგდებდათ
შოკში?
- ბავშვთა მონური შრომის გამოყენებასა და მონა ბავშვების
დეპორტაციის ისტორიაზე რას მეტყვით - რომელიც 1970 წლამდე გრძელდებოდა
თქვენს ცხვირაბზუებულ სამშობლოში?
- სკოლებში, ბავშვების, საკუთარი
შვილების ცემა, მხოლოდ 1999 წელს რომ გააუქმეთ, როგორც სასჯელის ფორმა -
თქვენ ის ბრიტანელები არ ხართ?
- დილის პოლიციური ეკიპაჟებიდან
დაწყებული, და თითქმის ყველა დამკრძალავი პროცესიით დამთავრებული, დღემდე
რომ ცხენებს იყენებთ - ლონდონშიც კი, და ნეხვის ფერი (არომატზე აღარ
ვიტყვი) რომაა ტემზა - ეგ როგორ ჯდება შოკუნიებში?
- ასეთ ჰუმანურ და ცხოველების მოყვარულ ხალხს, არც მელიებზე ნაციონალური ნადირობა არ გაღელვებთ?
- სულ დამავიწყდა, არაკასტრირებული, ფსლის სუნით გაჟღენთილი ღორის ხორცის ჭამაც (შემწვარი ბეკონი საუზმეზე) - არ გაგდებთ შოკში?
- არც მატლების ამოთხრის ეროვნული დღე?
- არც ეკლესიების - დისკოთეკებად, რესტორნებად, სასტუმროებად გადაქცევა იწვევს თქვენში შოკს - ხომ ასეა? (იხილეთ ფოტო კომენტარებში)
- არც აქ (იხილეთ ფოტო კომენტარებში) სადილი და ჭამა, არ გაგდებთ შოკში - არაა?
- და არც ნათესავებს დავდევთ - ოჯახის შესაქმნელად.

ხოდა ამიტომ გეტყვით, ჩვენ - ისევე როგორც თქვენ და მსოფლიოს სხვა
ხალხებს, საკმარისი გვაქვს უცნაური ტრადიციები, ადათ-წესები. ჩამობრძანდით,
ისიამოვნეთ ჩვენი ხალხის სტუმარ-მასპინძლობით, დატკბით საქართველოთი,
დახარჯეთ ფული და დაგვანებეთ ჩვენი მკვდრები. აი ასეთები ვართ ქართველები -
როგორებიც ვართ. ასეთი ტრადიცია გვაქვს ჩვენი მიცვალებულების
პატივსაცემად. და ის დღე დაიქცეს, აღდგომას საფლავზე რომ არ გავა ქართველი
კაცი და ჭიქას არ წაუქცევს!!! ასეც არ გადავგვარდებით!
და ბოლოს;
-
მეგობრებო - სიუჟეტის ავროტი, არაფერს ცუდს არ ამბობს ჩვენზე. ის უბრალოდ,
სრულიად ვერ ერკვევა ან მარხვა რა არის, ან რატომ ვმარხულობთ, ან რას
ნიშნავს სული წმინდა და საერთოდ ისე შორსაა რელიგიისგან - როგორს მთლიანად
ბრიტანეთი. რა თქმა უნდა - ჩვენც ვიცით ხოლმე გადამლაშება, და მავანნი,
აღდგომას საფლავის მონახულებისა და სანთელის ანთებას, ღრეობად აქცევს,
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი საქართველო - ქეიფობს მკვდრებთან
ერთად. ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი მიცვალებულების ხსოვნას. ასე იყო ეს
ყოველთვის და ასე იქნება მუდამ. პაპაჩემი და ბებიაჩემი მეუბნეოდნენ
ბავშვობაში - ჩვენ რომ აღარ ვიქნებით, აღდგომას ამოხვალ ჩვენს საფლავზე,
თითო ჭიქას წაუქცევ შენს ოჯახთან და ძმაკაცებთან ერთად და ჩვენ სულებს
ნათელი მოეფინებაო... რამდენი ლეგენდაა იმაზე, რომ საფლავს რომ არ
მოინახულებ, როგორი მარტო, მოწყენილი და მიტოვებული რჩება შენი გარდაცვლილი
ახლობელის სული, რომელიც ხედავს, რომ სხვები ახსოვთ - ეს კი დაავიწყდათ.

პ.ს. ბევრი სიკეთეც მოგიტანიათ კაცობრიობისათვის - ინგლისელებო, მაგრამ
თავს ნუ გამოიდებთ ძაან გთხოვთ - ჩვენთან მითუმეტეს! ნუ დაგავიწყდებათ -
ჩვენ პირველი ევროპელები ვართ!
პ.პ.ს. - ახლა გინდა რეტროგრადი მეძახეთ და გინდა ბნელი. ასეთი ქართველი ვარ - მე!

image

7
1276
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1276
  
2016, 4 მაისი, 15:46
სამწუხარო ფაქტი გააშუქეს, სასაფლაოზე ღრეობა კი სამარცხვინო აქტია.
ფიქრიამ ჩამოაყალიბა მშვენივრად ჩემი სათქმელი.
ჟურნალისტი კიდევ იმის გამო არ უნდა ვლანძღოთ ეს რომ გააშუქა, პროფესიულ საქმიანობას ეწევა.
2016, 3 მაისი, 19:45
ვინ რა თქვა არ ვიცი და როდის, მაგრამ ჩემი აზრი მაქვს იმ,ასთან დაკავშირებით რაც საფლავებზე აღდგომას ხდება. არ მაინტერესებს ვის მოეწონება და ვის არა ჩემი აზრი. პირადად ჩვენი ოჯახი ყოველთვის გადის
აღდგომას გარდაცვლილი ოჯახის წევრების და ახლობლების საფლავებზე, ვდებთ ყვავილებს , წითლად შეღებილ სააღდგომო კვერცხებს, პასკას, ვანთებთ სანთლებს და მხოლოდ მიცვალებულთა ხსოვნას ვიტყვით, ღვინოს საფლავებს მოვასხამთ, ადგილზეც ვტოვებთ, ვისაც უნდა რომ შეიაროს და თქვას შესანდობარი. ცოტა ხნით ვჩერდებით, შევდივართ ეკლესიაში და შემდეგ მოვდივართ შინ, სადაც სადღესასწაულო სადილზე ვსხდებით. საეკლესიო პირებისგანაც ასეთია რჩევა, საფლავებზე უზომო სმა-ჭამა და ქეიფი არც მე მიმაჩნია მართებულად და დანაგვიანებული საფლავები შემდეგ რა მოსაწონია.
ნუ რატომღაც სხვა ფორმით არის დამკვიდრებული აღდგომას საფლავებზე და ვერც მოიშლება ვისაც როგორ უნდა ისე აღნიშნავს და ყველა ერს მისი ტრადიციები აქვს და ზოგის ტრადიციები ჩვენთვის არის გასაკვირი და ზოგისთვის ცვენი ტრადიციებია გასაკვირი, მთავარია არ უნდა დაცინოს არავინ არავის.
BBC, წადი, ბიძია, მადაგასკარი გადაიღე, იქ ნახე, რახდება მიცვალებულებთან დაკავშირებით, ჩინეთი გადაიღე, აგერ, შუა მოსკოვში დაქიშმიშებული ჰომოსექსუალი რომ უწევთ, ის გადაიღე, ან საკუთარ მამიდას მიხედე, ეგ ჯობდეს, იქნება)
2016, 3 მაისი, 12:00
უფ ჩემი სათქმელი თქვი
2016, 3 მაისი, 11:19
Rato adareb saqartvelostan mat istorias? Es aq araper shuashia...da magat donemde saqartvelo verasdros ver miva,sheudzlebelia saqartvelos ganvitareba "qartvelebis" xelshi...
2016, 3 მაისი, 9:33
ბატონო კოკა ეს თქვენი პოსტი საკმაოდ ემოციური და ცხელ გულზე დაწერილი მეჩვენება...თუ რატომ ახლავე გაიგებთ:(შეიძლება უკვე იცით კიდეც) 1) ის რომ ბი-ბი-სის ეს მასალა სამი წლის წინანდელია და რატომ გაახსენდათ ახლა ინტერნეტგამოცემებს ადვილად გასაგებია....რაღაცაზე ხომ უნდაა "ააგდოს" მომხარებელი..მათ შორის თქვენც აღმოჩნდით.2)იმ სულ რაღაც წუთნახევრიან სიუჟეტში არაფერი ისეთი არააა აღსაშფოთებელი,უბრალოდ რაღაც გაკვირვება იგრძნობა,თუმცა მასე გვიკვირს ქართველებსაც და უფრო მწვავედაც გამოვხატავთ( და დაცინვითაც)რომელიმე აზიის,ევროპის თუ აფრიკის წესჩეულებებზე შევიტყობთ რამეს.3)..და ყველაზე მთავარი "იუ ტუბზე" ბიბისის ამ სიუჟეტს სამი წლის განმავლობაში სულ რაღაც 1300 ნახვა აქვს !!!(აქედან ალბათ 500 ქართველი იქნება ჩვენზეა სიუჟეტიო)...მოკლედ 64 მილიონიანი ბრიტანეთისთვის სუპერკომიკური ციფრი..ასე რომ "ჩვენს მკვდრებთან შარაფის" შესახებ ფაქტიურად ბრიტანეთში საერთოდ არავინ არაფერი არ იცის..ასე რომ ბუზს სპილოდ ნუ აქცევთ ხოლმე ნურც ინტერნეტგამოცემები ..და თქვენც მომხარებლებლებიც ფინთი გოიმებივით ნუ ვარდებით...
2016, 3 მაისი, 0:03
ოეეეეეეე BBC წადით თქვენ სირ ელტონ ჯონს მიხედეთ, გარდაცვლილისთვის პატივის მიგება უფრო "ტეხავს" თუ პი..........ის "სერ" წოდების მინიჭება???
0 1 7