x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
2022 წელს მთვარის კოლონიზაცია შეგვეძლება

imageგასული წლის მანძილზე, საზოგადოების ყურადღება ძირითადად NASA-ს მარსული ვოიაჟისკენ იყო მიპყრობილი. თუმცა, კოსმოსის ექსპერტთა გარკვეულმა ჯგუფმა, რომელთა შორის NASA-ს წამყვანი მეცნიერებიც არიან, სპეციალური ჟურნალი გამოსცეს, რომელშიც დეტალურად ახსნეს, როგორ შეიძლება დაარსდეს უახლოეს შიდ წელიწადში ადამიანთა კოლონია მთვარეზე, რაც 10 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება.

მიუხედავად იმისა, რომ იდეა მომხიბვლელად გამოიყურება, მისი მთავარი მიზანი თავად მთვარე არაა, მეცნიერებს უფრო დიდი სამიზნე აქვთ. მთვარე ერთგვარი გაკვეთილი იქნება იმ ტექნოლოგიების განსავითარებლად, რაც საჭირო იქნება ადამიანთა კოლონიის შესაქმნელად მარსსა და სხვა პლანეტებზე.

"მთვარე სრულებით არ მაინტერესებს. ჩემთვის ის ისეთივე ერთფეროვანია, როგორც ბეტონის ნატეხი. მაგრამ ჩვენ მარსზე კვლევით ბაზას ისე ვერ დააარსებთ, თუ თავდაპირველად ამის გამოცდილებას მთვარეზე არ მივიღებთ; მთვარე ერთგვარი პროექტია მარსისკენ მიმავალ გზაზე", — აღნიშნა სპეციალურად გამოცემულ ჟურნალ New Space-ში NASA-ს ასტრობიოლოგმა კრის მაკ-კეიმ.

1972 წელს განხორციელებული პროგრამა აპოლო, რომლის ფარგლებშიც ადამიანი მთვარეზე პირველად მოხვდა, დღევანდელი სტანდარტებით 150 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა, NASA-ს ამჟამინდელი წლიური ბიუჯეტი კი მხოლოდ 19, 3$ მილიარდია.
თუმცა, ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ხარჯებმა იკლო.
NASA-ს წარმომადგენლის, ალექსანდრა ჰოლის განცხადებით, მომდევნო 5-7 წელიწადში აშშ მთვარეზე ადამიანების დაბრუნებას გეგმავს, რაც მხოლოდ 10$ მილიარდი დაჯდება.

0
96
10-ს მოსწონს
ავტორი:ლერი შავიძე
ლერი შავიძე
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0