x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ბერი ნიკოლოზი

imageთბილისში, გამრეკელის ქუჩაზე მდებარე სახლში, ნაქირავებ ოთახში ბერი ნიკოლოზი (მაქარაშვილი) ცხოვრობს. ბერმა, რომელსაც წმ.გაბრიელ სალოსის მოწაფედ და მემკვიდრედ იხსენიებენ, 10 წლის წინ დადო მდუმარების აღთქმა. მას შემდეგ მრევლი, მამა ნიკოლოზის მადლსა და სასწაულებზე ბევრს საუბრობს.
გამრეკლის ქუჩაზე ხალხის ნაკადი 24 საათის განმავლობაში არ წყდება. მრევლი სახლის წინ, ქუჩაში გამოტანილ ხატებთან ლოცულობს და ბერ ნიკოლოზს სურვილის ასრულებს აქედან სთხოვს. მდუმარე ბერი კი ქუჩაში ორშაბათობით, რამდენიმე კვირაში ერთხელ გამოდის.
ნიკოლოზს (ნარიმან მაქარაშვილი) საკუთარი გზის გამგრძელებლად ჩანაწერებში მამა გაბრიელი მოიხსენიებდა. "ეს შემოუძღვება ივერიის ღვთისმშობელს საქართველოში. ნიკოლოზს "ტრუბაში" გააძვრენენ, ყველაფერს გამოივლის და მერე ყველას მკურნალი იქნება..." - ამბობდა მამა გაბრიელის სულიერ შვილზე. ნიკოლოზი ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა და სამი წლის განმავლობაში გაბრიელ ბერის მორჩილებაში იყო. თუმცა ბერს, რომელმაც მრევლის აღიარება მოიპოვა ეკლესია არ აღიარებს.

1
477
1-ს მოსწონს
ავტორი:drogba
drogba
477
  
,,ეკლესია არ აღიარებს,, - რას არ აღიარებს, რომ ბერია?
0 1 1