x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
გადაყრილი აიფონებიდან Apple-მა ტონაზე მეტი ოქრო ამოიღო

imageკომპანია Apple-მა ათობით მილიონის შოვნის კიდევ ერთი გზა აღმოაჩინა — ფულს ის გადაყრილი, გამოუყენებელი აიფონებიდან ამოიღებს.
გასულ კვირას გამოქვეყნებულ გარემოს დაცვის ანგარიშში, Apple-ი აღნიშნავს, რომ ტონაზე მეტი ოქრო ამოიღო გადაყრილი აიფონებიდან, აიპადებიდან და მაკებიდან. საფასურმა 40$ მილიონი შეადგინა.
სამომხმარებლო ელექტრონიკაში ოქრო ჟანგვისადმი მაღალი მდგრადობისა და შესანიშნავი ელექტროგამტარობის გამო გამოიყენება. როგორც წესი, ვერცხლი უკეთესი ელექტროგამტარია, თუმცა ადვილად იჟანგება. სუპერ-იაფია სპილენძი, მაგრამ მასში ელექტრონები საკმაოდ ნელა მოძრაობს, რაც მნიშვნელოვანი კომპიუტერული ბრძანებების ამოცანების არ გამოდგება.

40 ათასი ტონა გადაყრილი მატერიალიდან, Apple-ის განცხადებით 27 ათასი ტონის ხელახლა გამოყენება შესაძლებელია. მათ შორის, ყველაზე მცირე, თუმცა ყველაზე ძვირფასი რაოდენობით ოქრო იყო.
Apple-ის თქმით, გადაყრილი მოწყობილობებიდან ასევე ამოიღეს ათასობით ტონა ფოლადი, პლასტმასი, მინა, ალუმინი, სპილენძი და ვერცხლი.
Apple-მა სამრეწველო ნარჩენების გადამუშავების პროგრამა ბოლო წლებში შემოიღო, რაც მომხმარებლებს გადასაყრელი, უვარგისი ტექნიკის მიტანას Apple-ის მაღაზიებში სთავაზობს.

0
351
3-ს მოსწონს
ავტორი:ლერი შავიძე
ლერი შავიძე
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0