x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
აღმოჩენა, რომელიც ეგვიპტის ქალი ფარაონის მრავალ საიდუმლოს მოჰფენს ნათელს
imageჰატშეფსუტი ეგვიპტის ჩვეულებრივი მმართველი არ იყო.

ქმრის სიკვდილის შემდეგ, მას ტახტი გერისთვის არ შეუნახავს და არ დალოდებია, როდის გახდებოდა ის სრულწლოვანი. ამის ნაცვლად, ჰატშეფსუტი თავად ავიდა სამეფო ტახტზე და ფარაონის ტიტული მოირგო. ამგვარად, იგი ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი პირველი ქალი მბრძანებელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ „დინასტიის“ პერიოდში ეგვიპტეს 2-3 ქალი მმართველი ჰყავდა, ჰატშეფსუტი მათ შორის ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა; ის 15 წლის მანძილზე მართავდა ქვეყანას და საკმაოდ წარმატებულ აღმშენებლად მიიჩნევა.
ჰატშეფსუტის სიკვდილის შემდეგ, ტახტი მისმა გერმა დაიკავა, რომელმაც დედინაცვლის სახელი ყველგან მოსპო, დაანგრია ყოველივე მასთან დაკავშირებული, ჩაცვლა მისი ბიუსტები.


imageბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, მკვლევარები სულ უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებებს პოულობენ ქალ მმართველთან დაკავშირებით, რომელიც ძვ. წ. 1400-იან წლებში ზეობდა.
ორი კვირის წინ, ეგვიპტის სიძველეთა მინისტრმა განაცხადა ჰატშეფსუტთან დაკავშირებული ახალი აღმოჩენის შესახებ, რომელიც ქალი ფარაონის ცხოვრების შესახებ უზარმაზარ ინფორმაციას იძლევა. გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტმა აღმოაჩინა ქვის ფილები, რომლების სავარაოდოდ მის მიერ აგებულ ერთ-ერთ შენობას

ეკუთვნოდა.image

მმართველობის დასაწყისში, ჰატშეფსუტი ქალად იხსენიება, თუმცა მოგვიანებით, როდესაც იგი ძლევამოსილი გახდა, უკვე იხსენიებენ ძლიერ, მამაკაცურ ფარაონად, რომელიც კაცი ფარაონების მსგავსად წვერს ატარებდა. საპირისპიროს მეტყველებს არქეოლოგების მიერ ნილოსში მდებარე კუნძულ ელეფანტინაზე აღმოჩენილი ქვის ფილები. მიჩნეულია, რომ ფილები ღვთაება ხნუმისადმი მიძღვნილ ტაძარს ეკუთვნის და მათზე ჰატშეფსუტი ქალადაა გამოსახული.
„ნაგებობა სავარაუდოდ მისი მმართველობის ადრეულ წელბშია აშენებული, სანამ ჰატშეფსუტი საკუთარი თავის კაც მმართველად წარმოდგენას დაიწყებდა. დღეისათვის, მისი ზეობის ამ პერიოდის სულ რამდენიმე, ძალიან მცირე ნაგებობაა აღმოჩენილი“, - აცხადებს ეგვიპტის სიძველეთა მინისტრი.
ჰატშეფსუტის ქმარი, ფარაონი თუტმოს II ძვ. წ. 1479 წელს გარდაიცვალა. შემდეგი მმართველი უნდა გამხდარიყო მისი ახალშობილი ვაჟი თუტმოს III, მისი რეგენტი კი ჰატშეფსუტი უნდა ყოფილიყო.
მას შემდეგ, რაც თუტმოს III გაიზარდა, შეიცვალა ჰატშეფსუტის გამოსახულებაც. როგორც გამოცემა Smithsonian Magazine-ი შენიშნავს, „წარსულში გამხდარი, ელეგანტური დედოფალი ამ დროისათვის გვევლინება ჯმუხ, ხელში კვერთხიან მეფედ, მამაკაცის ფართო, შიშველი მკერდითა და ფარაონისათვის დამახასიათებელი წვერით“.
ჰატშეფსუტი აღმშენებელი ფარაონი იყო. მისი განსასვენებელი ქალაქ დეირ-ელ-ბაჰრიში უძველესი არქიტექტურის საოცრებად მიიჩნევა, მისი მმართველობის პერიოდი კი გამოირჩევა მშვიდობითა და მიღწევებით ხელოვნებასა და კულტურაში.



imageეგვიპტის სიძველეთა მინისტრის განცხადებით, ახლად აღმოჩენილი ნაგებობა საკმაოდ გაზრდის ჩვენს ცოდნას დედოფალ ჰატშეფსუტის ზეობის ადრეული წლებისა და ასუანის რეგიონში მისი საქმეების შესახებ.

3
560
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი პეტრიაშვილი
დავითი პეტრიაშვილი
560
  
2016, 23 მაისი, 20:46
ომებითა და ბრძოლებით სახელმწიფო არ ვითარდება, მით უმეტეს, საქართველო...
2016, 23 მაისი, 20:42
მთლად მართალი არ ხართ ქალბატონო ლალი, ჩვენ განსაკუთერბულად ვითარდებოდით, ომებით, ბრძოლებით...
2016, 30 აპრილი, 1:34
ერთი და იგივე სცენარით ვითარდებოდა ყველა სახელმწიფო.
0 1 3