x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ევროპის ქვეყნები, ცხოვრების ყველაზე მაღალი დონით TOP – 17

ევროპაში ბევრი ქვეყანაა, რომელშიც ცხოვრების მაღალი დონეა, არა მარტო ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ცხოვრების დონეში იგულისხმება ადამიანის შემოსავალი, ცხოვრების ღირებულება და მსყიდველობით უნარიანობა.

ამერიკული კვლევითი კომპანიის Glassdoor-ს ბოლო მონაცემებით, რომელიც საკუთარ საიტზე «Which Countries in Europe Offer The Best Standard of Living? (ევროპის რომელი ქვეყნები გთავაზობთ ცხოვრების მაღალ დონეს?)» სახელწოდებით გამოაქვეყნა, დიდი ბრიტანეთი სარეიტინგო სიის II ნახევარში მოხვდა, იმის გამო, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა დიდი რაოდენობით ფულს საცხოვრებელ ფართზე ხარჯავს.
«როდესაც საუბარია ხელფასზე, შრომის ანაზღაურების მაღალი დონე, ყოველთვის კარგი არ არის. მთავარი არა ხელფასის რაოდენობა, არამედ ის არის, თუ რისი ყიდვა შეიძლება ამ ფულით ანუ მისი მსყიდველობითი უნარი», — აღნიშნა Glassdoor-ის მთავარმა ეკონომისტმა, ენდრიუ ჩემბერლენმა ანგარიშში.

აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, შედგა ევროპის ქვეყნების რეიტინგი, ცხოვრების დონის მიხედვით:



17. ესტონეთი
image
Glassdoor აღნიშნავს, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიც ესტონეთი არის, «ცხოვრების ღირებულება საკმაოდ დაბალია. ამასთან, ხელფასი და მისი მსყიდველობითი უნარი, ყველაზე მაღალია რეგიონში».



16. საბერძნეთი

image
ქვეყანა ძველებურად ეკონომიკური კრიზისის გავლენის ქვეშ იმყოფება. არის უმუშევრობის მაღალი დონე და დაბალი ხელფასი. ამასთან, ქვეყანაში გამუდმებით იზრდება გადასახადები.



15. პორტუგალია
image
ქვეყანა ჯერ კიდევ განიცდის მკაცრი ეკონომიკური პირობების გავლენას, რომელიც პორტუგალიამ საერთაშორისო კრედიტორების დახმარების პაკეტის სანაცვლოდ მიიღო. ფინანსური თვალსაზრისით, სიტუაცია მარტივი არ არის, რადგან გადასახადები ძალიან მაღალია.



14. იტალია
image
მე-14-ე ადგილი ცუდი არ არის, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც იტალიაა. ამ ადგილზე კი იმიტომ აღმოჩნდა, რომ ქვეყნის დიდ ქალაქებში და მათ შორის დედაქალაქში, ცხოვრება არც თუ ისე ძვირი ჯდება.



13. ესპანეთი
image
ქვეყანა ამ პოზიციაზე იმიტომ აღმოჩნდა, რომ საშუალო ხელფასი ესპანეთში, ყველაზე დაბალია ევროპის მასშტაბით, ხოლო უმუშევრობის დონე კი მაღალი.



12. ბელგია
image
Glassdoor-ს მონაცემებით, საშუალო ხელფასი ბელგიაში — 41 ათასი ევროა. თუმცა, მისი დიდი ნაწილი საცხოვრებელი ფართის დაქირავება-შესყიდვაზე იხარჯება.



11. საფრანგეთი
image
საშუალო ხელფასი საფრანგეთში მაღალი არ არის. ამიტომ იკავევს ქვეყანა რეიტინგში, ბოლოდან მე-6-ე ადგილს.



10. დიდი ბრიტანეთი
image
საშუალო ხელფასი ქვეყანაში 31 800 ფინტია ($ 46 380), თუმცა ცხოვრების ღირებულების დონე, თითქმის, ყველაზე მაღალია ევროპის მასშტაბით.



9. ავსტრია
image
ქვეყანა შემოსავლისა და ცხოვრების ღირებულების მიხედვით, რეიტინგის შუაში მდებარეობს. თუმცა, ავსტრიელები ნაკლებ თანხას ხარჯავენ უძრავ ქონებაზე, ვიდრე ამას ბრიტანელები აკეთებენ.


8. ირლანდია
image
რეიტინგით უფრო ქვემოთ მდგარ ქვეყნებთან შედარებით, ამ ქვეყანაში, ხელფასი უფრო მაღალია, ხოლო მსყიდველობითი უნარი ისეთივეა როგორც შვეიცარიაში ანუ ხელფასი ისეთი მაღალი არ არის, როგორც შვეიცარიაში, სამაგიეროდ, სამომხმარებლო საქონელიც უფრო იაფი ღირს, ვიდრე იგივე შვეიცარიაში.



7. ნორვეგია
image
«ქვეყნები, რომლებშიც ცხოვრება ძვირი ღირს, ყოველთვის არ სთავაზობენ ცხოვრების მაღალ დონეს, ისევე როგორც ეს ხდება ნორვეგიში», – აღნიშნულია Glassdoor ანგარიშში. ამ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი — 61 000 ევრო არი. მაგრამ, თანხის უდიდესი ნაწილი, საცხოვრებელი ფართის დაფინანსებაზე და ადგილობრივი პროდუქტების შესყიდვაზე იხარჯება.



6. ფინეთი
image
ფინეთს საკმაოდ მაღალი ადგილი უკავია რეიტინგში, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეების შემოსავალი საკმაოდ მაღალია, ამასთან, მას შემდეგ, რაც ისინი ყველა გადასახადს გადაიხდიან და ყოველდღიურ ხარჯებს დაფარავენ, საკმარისი რაოდენობის თანხა რჩებათ, მომდევნო ხელფასის აღების მომენტისთვის.



5. ნიდერლანდები.

image


Glassdoor ანალეტიკოსები აღნიშნავენ, რომ საშუალოდ ევროპაში ცხოვრება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ამერიკაში, მაგ., ნიუ-იორკში.



4. შვეცია
image
ადგილობრივი საქონლის ღირებულება და მომსახურება (საკვები პროდუქტების ჩათვლით, ტრანსპორტი და ბინის ქირა) მაღალი არ არის, ხელზე აღებულ ხელფასის ფონზე.



3. გერმანია
image
მიუხედავად იმისა, რომ ნომინალური ხელფასი მაღალი არ არის, გერმანია მაინც მე-3-ე ადგილს იკავებს სიაში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში, სამომხმარებლო საქონელზე ფასები მაღალი არ არის და საშუალო სტატისტიკური მაცხოვრებელის ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია.



2. დანია
image
როგორც ანგარიშში არის ნათქვამი, «ცხოვრების დონის სტანდარტების განსასაზღვრავად, უპირბელესი მაჩვენებელი არის სხვაობა შემოსავალსა და ფასების დონეებს შორის». მიუხედავად იმისა, რომ დანია შემოსავლის დონის მიხედვით, რეიტინგის შუაშია, ცხოვრების ღირებულება ქვეყანაში ბევრად დაბალია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მაცხოვრებლების საკმარისად დიდი ოდენობის წმინდა შემოსავალი აქვთ.



1. შვეიცარია
image
შვეიცარიელებს მაღალი ხელფასები აქვთ და ამასთან, მათ შეუძლიათ საკუთარ თავს ბევრის უფლება მისცენ. როგორც აღნიშნულია Glassdoor-ის ანგარიშში, «შვეიცარიაში, ქალაქის საშუალო სტატისტიკურ მცხოვრებს, შეუძლია ორჯერ მეტი რაღაც იყიდოს, ვიდრე ნიუ-იორკის ანალოგიურ მკვიდრს».

0
942
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
942
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0