x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მაგდა პაპიძის საქმეზე - 8 ნაფიცი მსაჯული უკვე შერჩეულია
image












ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატის

მარიკა ფხალაძის განცხადებით 8 ნაფიცი მსაჯული უკვე შერჩეულია.

ადვოკატმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ 2 სხდომაზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა საბოლოოდ დასრულდება და დაიწყება საქმის არსებითი განხილვა.


პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, ვფიქრობთ შერჩეული კანდიდატები ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

კანდიდატების შერჩევა 18 აპრილიდან დაიწყო შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 100 კაციანი სიიდან. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები რასაც ნაფიცი მსაჯული უნდა აკმაყოფილებდეს და რის გარეშეც ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას.

მონაწილეობა შესაძლებელია: თუ პირმა იცის სისხლის სამართლის ენა.


არ აქვს შეზღუდული ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები.

ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ

სასამართლოს განსჯადობაში, სადაც მიმდინარეობს პროცესი.

უნდა იყოს ამომრჩეველთა სიაში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ.


შეუძლებელია: თუ პირი რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის წარმომადგენელია.


არის შეიარარებულ ძალებში.

არის ბრალდებული.


თუ ნარკოტიკული საშუალებების მცირე რაოდენობით

მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი ჰქონდა დადებული.


არის ფსიქოლოგი, არის ფსიქიატრი ან იურისტი.


ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 მსაჯულისგან და ასევე არის 2 სათადარიგო მსაჯული.





0
48
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0