x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
რაგნაროკი - ღმერთებისა და სამყაროს აღსასრული

რაგნაროკი - ღმერთებისა და სამყაროს აღსასრული



რაგნაროკი ანუ ღმერთებისა და სამყაროს აღსასრული, მას შემდეგ რაც მოხდება ბრძოლა ასგაარდის ღმერთებსა და ქვესკნელის ურჩხულებს შორის.. ეს ბრძოლა მკვდარმა წინასწარმეტყველმა ველვამ იწინასწარმეტყველა, რომელმაც სპეციალურად ამ დღისთვის ოდინი დროებით გააცოცხლა.. ბრძოლის დაწყების მიზეზი კი ოდინის საყვარელი ვაჟის, ბალდრის სიკვდილი იყო, რომელსაც სრული ქაოსი და ფიმბულვინთერი, 3 წლიანი ზამთარი მოჰყვა... როდესაც ფენრირის შვილები სკოლი და ჰატი მზესა და მთვარეს შთანთქავენ, ფენრირი გათავისუფლდება, ოკეანის სიღრმიდან იორმუნგანდი ამოვა და ამ დროს ზღვა ტალღებიდან გადმოვა.. მათ შეუერთდება ცეცხლოვანი გიგანტი სურტრი, ცეცხლოვანი ხმლით მიწას ამოწვამს, საიდანაც ჰელჰეიმის მბრძანებელი ჰელი და ლოკი ამოვლენ, გრიმტურსენებთან და იოტუნებთან ერთად, გარდაცვლილთა ხომალდ ნაგლფარით.. მუსპელჰეიმელების ბივრიოსტზე გავლის შემდეგ ხიდი ინგრევა..
მათ ასები ოდინის ხელმძღვანელობით და ეინჰერები დაუპირისპირდნენ, რომლებიც ღმერთების მცველმა ჰეიმდალმა გამოძახა გიალარხორნით, ბრძოლის დაწყებამდე კი ოდინი მიმირს ესტუმრა და რჩევა ჰკითხა...
ბრძოლა მოხდა ვიგრიდრის ველზე...
ოდინი ებრძვის ფენრირს და იღუპება...
ფენრირს ოდინის ვაჟი ვიდარი პირს გაუხლეჩს(ან ხმლით განგმირავს)...
თორი ამარცხებს იორმუნგანდს, მაგრამ თვითონაც მისი შხამისგან კვდება...
ფრეირი სურტს ებრძვის, მაგრამ ხმალს სკირნირს უთმობს და თვითონ იღუპება...
ჰეიმდალი ლოკის ებრძვის, ტირი ჰარმს...
ვერცერთი მხარე ვერ იმარჯვებს ! ამიტომ გიგანტი სურტი მთელ გამანადგურებელ ძალას იკრებს რომელიც ცეცხლისგან აქვს დადედამიწას თავს დაატეხავს, ასე სრულდება მათი ბრძოლა...
სამყაროს განადგურებას თან აღორძინება სდევს, იდავოლის უდაბნოში (ასგაარდის ცენტრში) ოდინის ვაჟები - ვიდარი და ვალი, თორის შვილები - მაგნი და მოდი მკვდრეთით აღდგებიან(მათ ერგებათ მიოლნირი), მკვდრეთით აღსდგება ბალდრიც, რომელიც მის (შემთხვევით) მკვლელს ბრმა ჰიოდს ურიგდება ... გადარჩება 2 ადამიანი, რომელთაც თავი ჰოდიმირის ჭალებს შეაფარეს: ლივი და ლივტრასირი, რომლებიც ადამიანთა ახალ რასას დასაბამს აძლევენ.



image

0
278
8-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0