x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ემიგრანტებო, პირობა შევასრულე - რა ჩაიდინა შოთო სიხარულიძემ

როგორც თავად ამბობს, უკვე 10 წელია ყველასათვის კარგად ცნობილი, შოთო სიხარულიძე ემიგრანტების გვერდითაა სრულიად უანგაროდ. ანებივრებს მათ სიახლეებითა თუ მადლით. აღდგომის, ბოლო, მძიმე მარხვის კვირის- დიდი ხუთშაბათის ლოცვაზე წაკითხული 12 სახარებაც არ გამორჩენია, რომელიც საგანგებოდ, სანთლებს ემიგრანტებისა და ოჯახისათვის მოასმენინა, დღის ბოლოს კი მადლი და სიხარული მათაც გაუზიარა. გთავაზობთ შოთოს პოსტს უცვლელად:


image


ემიგრანტებო პირობა შევასრულე მე შოთო სიხარულიძემ და დიდი ხუთშაბათის 12 სახარება მოვასმენინეთ სანთლებს მე და ჩემმა თათიკამ ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, მე სულ ორი სანთელი მქონდა ტრადიციულად როგორც ყოველ წელს, ერთი ჩემი ოჯახისთვის მეორე რასაკვირველია ქართველი ემიგრანტებისთვის, არცერთი არ ჩამქვრალა ისე მივიტანე სახლში, თათიას ორი დეიდა ყავს ორივე ემიგრაციაში ესპანეთში იმყოფება მათთვის და მისი ოჯახისთვის მანაც იგივე გააკეთა რაც მე... ძალიან გახარებული ვარ სანთელი შარშან ჩამიქვრა ცუდი ამინდის გამო წელსაც წვიმა და ქარი იყო თუმცა ჩვენი დიდი ძალისხმევით წელს ანთებული მივიტანეთ..! (ფოტოზე ჩანს ლუდის პლასტმასის ჭიქები აქვს სანთლებს ირგვლივ გარშემორტყმული) 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობა 12 სახარების მოსმენა და ჩვენ 12 ივეს მოვუსმინეთ. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ფოტოსთვის ჟურნალისტს კობა ფარტენაძეს. ძვირფასო ემიგრანტებო ჩემო მეგობრებო ძალიან სულში ჩამწვდომია თქვენი ჩემდამი დამოკიდებულება ასეთი თბილი და ტკბილი სიტყვები, აი ისეთი სისხლს რომ რაღაცნაირად აამოძრავებს ძარღვებში და გულს რომ გაგითბობს აი ისეთიი....მადლობაა ამხელა სიყვარულის და დაფასებისთვის ... მე ვარ სულით, სისხლით, და ხორცით ქართველი. საქართველოს ყველა კუთხე და საქართველოს ყველა კუთხის თითოეული შვილი ძალიან მიყვარს. ყველანი ძალიან მიყვარხართ ჩემო ქართველებო, იხარეთ და იმრავლეთ, სრულიად საქართველო დამილოცოს უფალმა, ყველა ქართველი ადამიანი დალოცოს და დაიფაროს დედა მარიამ ღვთის მშობელმა. ემიგრანტებო თქვენ საქართველოს ღირსეული და საამაყო შვილები ხართ, უსახელო გმირებო იდღეგრძელეთ და იმზეგრძელეთ მეამაყებით ...!!! პ.ს. მინდა დაგლოცოთ ემიგრანტებო თქვენ ჩემი გულის სითბო ხართ მე დედასავით მიყვარხართ..!!! facebook-ი გამოირჩევა აგრესიული კომენტარებით.. გავოცდი ამდენი სითბო რომ წავიკითხე ჩემი მისამართით და გავთბი ადამაინურად, თურმე ჯერ კიდევ არიან ნამდვილი ადამიანები ემიგრანტების სახით.... გაეცით, გაეცით სიყვარული უფალმა ბუმერანგივით რომ დაგვიბრუნოს უკან !!!! მადლობა კიდევ ერთხელ ქართველ ემიგრანტებს უსახელო გმირებს შოთო ამაყობს თქვენით..!!! აქვე შეგახსენებთ იმასაც რომ 2016 წელს 10 წელი გახდა რაც შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტების გვერდითაა 10 წელია სრულიად უანგაროდ..! დამდეგ აღდგომას გილოცავთ ქრისტიანებო სრულიად საემიგრანტო-საქართველოს..! :)


image

0
200
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0