x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ნიკა გვარამიამ X ფაქტორი დატოვა! - რამ გაანაწყენა მენტორი? (+ვიდეო)
image


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მეგა-შოუ, X Factor-ი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას და ვიდეოს იმის შესახებ, თუ როგორ ტოვებს ნიკა გვარამია პროექტს.


ვინც აღნიშნულ შოუს თვალს ადევნებს, იცის, რომ მომავალი კვირიდან ე.წ. "ოთხი სკამის" ეტაპი იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხივე კატეგორიის საუკეთესო ათეულები სკამის (ანუ პროექტში ადგილის) შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.


ვიდეოზე ვხედავთ, რომ "ოთხი სკამის" ჩაწერისას ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს და X Factor-ის მენტორს, ნიკა გვარამიას შეკამათება მოუვიდა მეორე მენტორთან - ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან, რის შედეგადაც დატოვა პროექტი.

კამათის მიზეზი კი გაბუნიას კატეგორიის ერთ-ერთი მონაწილე, მალუბუ ტუღუში იყო. მიუხედავად იმისა, რომ გვარამია მისი პროექტში დარჩენის წინააღმდეგი იყო, მისმა მენტორმა - გიორგი გაბუნიამ მალიბუ მომდევნო ტურში გადაიყვანა. ამ გადაწყვეტილების მიმართ პროტესტის ნიშნად ნიკამ პროექტი დატოვა.



imageimageimage
სოციალურ ქსელში აღნიშნულ ინფორმაციას ზოგი რეიტინგის ასამაღლებლად დადგმულ შოუდ აღიქვამს და ტელეკომპანიას აკრიტიკებს ზოგს პირიქით, ნამდვილად სჯერა, რომ გვარამია ემოციებს აჰყვა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ხვდებიან, რომ კარგი სანახაობის დადგმა აუცილებელიც კი არის და რუსთვი 2-ს ეს ნამდვილად კარგად გამოსდის.


იხილეთ გვარამიას მიერ პროექტის დატოვების ექსკლუზიური კადრები, რომელიც X Factor-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა:




image



7
3025
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3025
  
2016, 29 აპრილი, 19:23
დადგმულია მე მგონი! ესენი ასეთების პროფესიონალები არიან.
2016, 29 აპრილი, 11:28
სულ ერთმანეთს ჭამენ ეს გვარამ-ია და გაბუნ-ია. საიდან ამდენი ბოღმა. იცხოვრეთ ხალასი ბუნებით,სუფთად... სოფო და ნინა ძალიან კარგები არიან,მოზომილი საუბარი და სხვა კულტურა აქვთ. სოფო,უზომოდ მიყვარხარ,რამეთუ იმსახურებ შენი სიდარბაისლით და თავშეკავებული,გაწონასწორებული ხასიათით,დახვეწილი მანერებით.
2016, 29 აპრილი, 3:49
მაგას ბევრ რამეს დატოვევინებენ :D ეს ჯერ სადარის
2016, 28 აპრილი, 22:04
ხო დადგმაა გვარამია-გაბუნიაზე რო ჭორაობდნენ მაგას უკავშირდება ასე მგონია :)
2016, 28 აპრილი, 21:53
უსამართლოდ ყრიან ხალხს და აბა რაიქნება
2016, 28 აპრილი, 21:51
მეც დადგმა მგონია, ისევე, როგორც მთელი ეს შოუ :)
2016, 28 აპრილი, 21:50
ვაა ხედავ რა მომხდარა :D:D:D მე დადგმა მეგონა ისე თავიდან
0 1 7