x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ცივილიზაციისგან შორს...ყველაზე მეგობრული ტომი ჰიმალაის მთებში!

Chang Tang-Pa - ეს არის ტომის სახელი, რომლებიც ცხოვრობენ ჰიმალაის მთებში და საუკუნეების განმავლობაში მოშორებული არიან ცივილიზაციას... ტომის რეალური ცხოვრების გასაჯაროვება მოახერხა დასავლელმა ჟურნალისტმა, რომელიც ადგილობრივებმა მიიღეს და ფოტოსურათების გადაღების უფლებაც მისცეს.

image

კეტ ვინსტონი - ინგლისელი ჟურნალისტი, რომელმაც დასარჩენად ნებართვა აიღო ტომის ლიდერებისგან, მან თავის სურვილი მოუთხრო და თანხმობაც მიიღო. ტიბეტ - ინდოეთის საზღვართან მდებარე ტერიტორიაზე დასახლებულ ტომთან ჟირნალისტმა 2 თვე გაატარა... ამ ხნის განმავლობაში მან გადაღებული ფოტოების საშუალებით, მოახერხა ტომის ყოველდღიურ ცხოვრების ასახვა.

image

როგორც ვინსტონი წერს პირად ბლოგზე, ადგილობრივები თავს ძირითადად ვაჭრობით ირჩენენ... მათ ძირითად საარსებო წყაროს წარმოადგენს თხები... ისინი ამ შინაურ ცხოველებს მეზობელ სოფლებში ცვლიან სხვადასხვა ნივთებში.

image

ვაჭრობასთან ერთად, Chang Tang-Pa-ს ტომი დღემდე მისდევს მამა-პაპურ ადათ -წესებს, ხშირად ნადირობენ, საბრძოლო რიტუალებს მართავენ და გამოირჩევიან თავისებურ სტუმარ-მასპინძლობით.

image

" დაუჯერებელი ადამიანები არიან, ვერ გაუგებთ რა აკმაყოფილებთ... 2 თვეა აქ ვარ,

მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ვერ შევისწავლე ისინი, მათ აზრებს ვერ ვკითხულობ, ვერც ვხვდები, მომენტალურად რა სურთ.. თუმცა საოცარია.." - წერს საკუთარ ბლოგზე კეტ ვინსტონი.


image


"შესაძლოა ბევრ რამეს ვერ მივხვდი, მაგრამ დავრწმუნდი ერთ რამეში... მათ სიყვარულის ძალიან სწამთ... უყვართ ერთმანეთი, პატივს ცემენ ერთმანეთის შვილებს, ცოლებს და საერთოდ ნათესაურ კავშირებს... ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში ძალიან თავაზიანად მექცეოდნენ, საინტერესო კულტურა აქვთ, საჭმელს სპეციალურ ტილოზე მთავაზობდნენ, სხვაგვარად არ შეიძლებოდა..."


image

"ყველაფრისდა მიუხედავად ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ყველაფრით, პატარა ექსკურსია გამომივიდა, გავიცანი ტომი, რომელიც ცივილიზაციას არ ეკარება, თუმცა ჩემი ფოტოების წყალობით, მათ უკვე მთელი მსოფლიო გაიცნობს, ასეთ რამეს რა თქმაუნდა დაუკითხავად არ გავაკეთებდი... ვკითხე, დამთანხმდნენ..დღეს მე მათ მსოფლიოს

ვაცნობ... "

imageimageimageimageimageimage

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

1
646
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
646
  
2016, 19 მაისი, 21:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1