x
image
მოზამბიკელი
გემრიელი, მსუბუქი და სასარგებლო სალათები-გასინჯვა ნამდვილად ღირს
სალათი-გემრიელი, მსუბუქი და ნოყირი კერძია, რომლის შემადგენლობაში შეიძლება

შევიდეს უმი და მოხარშული ბოსტნეული, ხორცეული, თევზეული, მწვანილი და

კენკრა.

ყველა ჩვენგანს ძალიან გვიყვარს სალათები და საკმაოდ ხშირადაც ვამზადებთ.


რაგდან ჯერ მარხვა არ დამთავრებულა, შეგვიძლია მოვაზადოთ რამდენიმე გემრიელი და

სამარხო სალათა, რომელსაც სიამოვნებით მივირთმევთ.




მჟვავე სოკოს სალათი



სოკო-500გრ.

ზეთი-2 კოვზი

ხახვი -50გრ.

ძმარი-2-3 კოვზი

მარილი გემოვნებით.


დამჟავებული სოკოს გადავამვლოთ ცივი წყალი, ამოვწუროთ და დავჭრათ ძალიან

წვრილად. დავასხათ ძმარი და ზეთი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი

და ცოტა ქინძი.

სულ ესაა!


image




სალათა ვაშლითა და ბოსტნეულით



სალათის ფოთლები-200 გრ.

კიტრი-300გრ.

პომიდორი-300გრ.

ვაშლი-300გრ.

სტაფილო-150 გრ.

ოხრახუში და კამა -50 გრ.

ლიმონი-1ც

შაქარი და მარილი გემოვნებით.


კიტრი, პომიდორი და ვაშლი დავჭრათ პატარა თხელ ნაჭრებად. სტაფილო გავხეხოთ.

სასალათე თეფშის შუაგულში დავაწყოთ ძმრითა და მწვანილებით შეზავებული

სალათის ფოთლები, ირგვლივ შემოვიწყოთ დაჭრილი ბოსტნელი და ვაშლი, ზემოდან

მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.


image




კიტრის და პომიდვრის სალათა ნიგვზით



კიტრი-1კგ
პომიდორი-1კგ
ნიგოზი-200გრ
ხახვი-100გრ
ქინძი-20გრ
ოხრახუში-20გრ
რეჰანი-20გრ
ძმარი-1ს/კ
წიწაკა და მარილი გემოვნებით



გარეცხეთ კიტრი და პომიდორი. დაჭერით და მოათავსეთ სასალათე თასში. დაუმატეთ ალყა- ალყა დაჭრილი ხახვი, მწვანილები, მარილი და წიწაკა. დაუმატეთ ნიგოზი, კარგად ამოურიეთ და კერძი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

imageიმედი მაქვს, მოგეწონებათ!

გემრიელ დღეს გისურვებთ!











1
438
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
438
  
2016, 27 აპრილი, 11:49
იფ იფ
0 1 1