x
image
მთვრალი12
ყველა დროის 10 საუკეთესო ფილმი

image1)The Godfather - ფილმის მოქმედება 1945- 1955 წლებში ვითარდება და კორლეონეების იტალიურ - ამერიკული კრიმინალური ოჯახის ამბავს მოგვითხრობს.როდესაც მაფიის მეთაური ვიტო კორლეონე ძლივს გადაურჩება თავდასხმას, მისი უმცროსი ვაჟი მაიკლი, მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებზე სისხლიან შურისძიებას იწყებს.image2)Forrest Gump - დაბალი ინტელექტის მქონე კაცმა ცხოვრებაში ბევრს მიაღწია, არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას დაესწრო და ყოველ ჯერზე, ყველას უმტკიცებდა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე მისგან ელიან და მაინც მიუხედავად ყველაფრისა რასაც ცხოვრებაში მიაღწია, მისი ერთადერთი, ნამდვილი სიყვარული ხელიდან უსხლტება. "ფორესტ გამპი" არის ამბავი ადამიანზე, რომელიც თავის პრობლემებზე მაღლა დადგა, და დაამტკიცა განსაზღვრება - სიმამაცე და სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე უნარი...image3)The Shawshank Redemption - მე-20 საუკუნის 40–იანი წლები.წარმატებული ბანკირი ენდი დუფრეინი ახალ ცხოვრებას იწყებს შაუშენკის ციხეში.ის ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობისათვის იხდის სასჯელს. აქ იგი თავის ცოდნას ციხის ამორალური ზედამხედველისთვის ბუღალტრად მუშაობაში იყენებს. მისი პატიოსნების და გათავისუფლების მუდმივი იმედის გამო ციხეში ხანგრძლივი ყოფნის მანძილზე, დუფრეინს სხვა პატიმრები დაუმეგობრდებიან, მათ შორის ხანდაზმული პატიმარი სახელად რედი.image4)The Dark Knight - ბეტმენი კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის ფსონებს მაღლა სწევს. ლეიტენანტ ჯიმ გორდონთან და პროკურორ ჰარვი დენტთან ერთად იგი ცდილობს ქალაქის ქუჩებში კრიმინალური ფორმირებების თარეში აღმოფხვრას. ეს პარტნიორობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს მანამდე, სანამ, ძალიან მალე ისინი ქაოსში არ აღმოჩნდებიან. ამ ქაოსს გენიოსი კრიმინალი, ქალაქ გოთჰემის დამწიოკებელი ჯოკერი გამოიწვევს.image5)The Lord of the Rings: The Return of the King - გამოაშკარავდა, რომ არაგორნი მეფის მემკვიდრეა. იგი გენდელფთან და დანარჩენ უკვე გატეხილი საძმოს წევრებთან ერთად ცდილობს გადაარჩინოს გონდორი საურონის ძალებისგან. ამასობაში კი ფროდომ და სემმა ბეჭედი მორდორში, ბოროტი ლორდის სამფლობელოს შუაგულთან ახლოს მიიტანეს.image6)Star Wars: Episode V The Empire Strikes Back - ეპიკური საგის გაგრძელება. გალაქტიკის ბრძოლა ბოროტი იმპერატორის წინააღმდეგ გრძელდება. პრინცესა ლეა იმპერიის ჯარების გამანადგურებელ შეტევას გადაურჩა. ლიუკ სქაიოუქერი ლეგენდარულ იოდას პოულობს და მისგან ჯედაის საიდუმლოებებს სწავლობს.image7)Pulp Fiction - ბურგერების მოყვარული დაქირავებული მკვლელი, მისი ფილოსოფოსი პარტნიორი, განგსტერის ნარკოტიკით გაბრუებული მეწყვილე და არავისთვის საჭირო მოკრივე - ამ კომედიური ელფერის კრიმინალურ ფილმში მათი გზები იკვეთება. მათი თავგადასავალი სამ ისტორიად არის მოთხრობილი, რომლის გმირებიც დროში მოგზაურობენ.image8)Titanic - 84 წლის შემდეგ, 101 წლის როუზ დე უიტ ბუქეითერი შვილიშვილებს საოცარი სიყვარულის ისტორიას უყვება.image9)Inception - დომ კობი პროფესიონალი ქურდია. მას შეუძლია ძილის დროს ადამიანის ქვეცნობიერში შევიდეს და საიდუმლო ინფორმაცია მოიპაროს. ამ იშვიათი უნარის დახმარებით კობი კორპორატიული შპიონაჟის ახალი სამყაროს სასურველ მოთამაშედ იქცა, მაგრამ ამასთან ერთად იგი საერთაშორისო ძებნილი გახდა და დაკარგა ყველაფერი რაც მისთვის ძვირფასი იყო.image10)Fight Club - უძილობით შეპყრობილი მამაკაცი და საპნების გაყიდვების მენეჯერი, მამაკაცურ აგრესიას ახალ, შოკურ თერაპიად გარდაქმნიან. ეს კონცეფცია პოპულარობას იხვეჭს. იატაკქვეშა "მებრძოლთა კლუბები" ყველა ქალაქში ყალიბდება.







13
671
8-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
671
  
2016, 19 აპრილი, 0:55
თუ შინაარს მომიყვებით, ვუყურებ და ჩავწვდები)))
2016, 17 აპრილი, 19:00
კი რათქაუნდა ფილმი მშვენივრად დამთავრდა მაინც და კიდევ გაგარძელებას ველოდი ვეძებდი...:<>
2016, 17 აპრილი, 18:58
კი, მეც მაგას ვამბობ, მაგრამ როცა მთავრდება, ნოსტალგიას, სევდას არ გიტოვებთ?
2016, 17 აპრილი, 18:54
ჩემი აზრით უძლეირესი ფილმია მეგობარო
2016, 17 აპრილი, 18:52
მე მაქვს ამ ფილმის ტრილოგია ნანახი ბევრჯერ და სულ თითქოს ნოსტალგია, და სევდა მიპყრობს როცა ვუყურებ, არ ვიცი რატომ
2016, 17 აპრილი, 18:49
ჩმეი აზრით ბეჭდების მბრძანებელი სულ რომ სამი ფილმი აარჩიონ მაინც უნდა მოხვდეს მაგ სიაში. ქალბატონო ლალი თუ გაქვთ მაგ ფილმის ტრილოგია ნანახი და ჩაწვდით ბოლომდე, მაშინ ასე არ უნდა აკრიტიკებდეთ მაგ ფილმს
2016, 17 აპრილი, 18:48
გეთანხმები კიდევ უამრავი კარგი და ალბათ უკეთესი ფილმებიც არის,თუმცა გამოკითხულმა საზოგადოების უმრავლესობამ ეს 10-ეული აირჩია
2016, 17 აპრილი, 18:45
გლადიატორი, სპარტაკი, დაგავიწყდათ
2016, 17 აპრილი, 17:31
ლეგენდად რომ იქცეს რამე, თავისი ხანდაზმულობა სჭირდება... ჩემი აზრითაც, ,,ბეტმენისა,, და ,,ბეჭდების მბრძანებელზე,, უძლიერესი ფილმები აქვს ჰოლივუდს და მართლაც ლეგენდები...
2016, 17 აპრილი, 17:27
რა თქმა უნდა,მსოფლიო კინო ლეგენდად ითვლება თუმცა ჩემი აზრით არც ბეტმენი იმსახურებდა ამხელა სტატუსს
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10