x
image
მთვრალი12
,,გეხმაურები მე "შოუბიზნესის" წარმომადგენელი! შენ, სუსის პიარის ხელმძღვანელს!“ - ნინო ორდენიძის პასუხი ნინო გიორგობიანს

imageგენერალ ლევან გვაზავას მეუღლე, ნინო ორდენიძე სუს-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ლევან გვაზავას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება სუს-ის თანამშრომლის მიერ რუსეთის ფედერაციაში მნიშვნელოვანი ინფორმაციის გატანას. : “ჩემო საყვარელო ნინო გიორგობიანო, არაჩვეულებრივი პიარი იყავი აირზენაში, რაც დღეს არ მეთქმის. ძალიან მეცინება, როდესაც შენი კომპეტენციის ადამიანი ლევან გვაზავას ინფორმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს!))))))და ვისთან დაეზუსტებინა ინფორმაცია?)))(არტალა მარგებელია)!))))და თუ თვლი რომ ლევან გვაზავა ოდესმე გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე ისაუბრებს, ეს შენს არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს!)))))))) ამ განცხადებაზე გეხმაურები მე "შოუბიზნესის" წარმომადგენელი!))))) შენ სუსის პიარის ხელმძღვანელს!))))❤გისურვებ წარმატებებს!)))“imageაქვე პასუხობს სამართალდამცავთა ლიგის პრესსამსახურის უფროსი თამარ მეტონიძე : “...არც გვიფიქრია პასუხის გაცემა))) ვერც სუსი და ვერც შსს ვერ დადებს ფაქტს სადაც ჩვენ ფაქტების და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე გვისაუბრია“



მინდა შეგახსენოთ ნინო გიორგობიანის სკანდალური განცხადება განცხადება : “მინდა გამოვეხმაურო ბატონ ლევან გვაზავას კომენტარს, რომ თითქოს სუს-ის თანამშრომელმა მნიშნველოვანი ინფორმაცია რუსეთში გაიტანა.
1. ეს პიროვნება უკვე დაკავებულია და მას ბრალი აქვს წარდგენილი 4 მუხლით: საქართველოს სსკ-ის 237-ე მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა; 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თაღლითობა; 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ის, რომ მან მნიშვნელოვანი მასალები ქვეყნიდან გაიტანა არის დიდი ტყუილი. აღნიშნული პირის დაკავება სწორედ სუს-ის აქტიური მუშაობის შედეგად განხორციელდა და წინასწარ არ მოხდებოდა დაანონსება, თუ როგორ და რა ფორმით ვაპირებდით მის დაკავებას.
2. ეს პირი მუშაობდა ღია წყაროებზე, რომ დაგიკონკრეტოთ, ღია წყაროები ნიშნავს იმ ინფორმაციას, რაც მედიით ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, მას სამსახურებრივად არ ჰქონდა წვდომა საიდუმლო დოკუმენტაციაზე, შესაბამისად ვერ გაიტანდა მნიშვნელოვან ინფორმაციას.
3 - რაც შეეხება იმას, დაისვა თუ არა ამ თემაზე კითხვები, პარლამენტში ბატონი ლევან იზორიას გამოსვლისთვის რომ მოგესმინათ ნახავდით, რომ აღნიშნულ კითხვას ბატონმა ლევანმა უკვე გასცა პასუხი.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონ ლევან გვაზავას აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე ინფორმაციის გადამოწმება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არც კი უცდია და თუ აქვს მცირედი ინტერესი გაიგოს სიმართლე, ვურჩევდი მას, მომავალში, სანამ მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს, ინფორმაცია გადაამოწმოს იმ უწყებაში, რომელსაც ეს ინფომაცია ეხება“

1
340
6-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
340
  
2016, 17 აპრილი, 9:21
ფეისბუქს უნდა დაემატოს თმების გაწეწვის, სილის გაწვნისა და სახეში ყავის ან წყლის შესხმის სმაილები))))
0 1 1