x
image
მთვრალი12
"არასოდეს ვერიდებოდი დებატებს ბიძინა ივანიშვილთან" - პრემიერის განცხადება

imageკითხვაზე რა არის გიორგი კვირიკაშვილის პირადი გამოწვევა და ხომ არ ცდილობს ის დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსია გიორგი გვირიკაშვილმა იმედის პირდაპირ ეთერშე შემდეგი პასუხი გასცა : „მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი გამოწვევა არის დავამტკიცო დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვიქნები თუ არა, მე ამის დამტკიცება არ მჭირდება, გაცილებით დიდი გამოწვევებია, მთავარი გამოწვევა არის რომ შევქმნათ უსაფრთხოების ისეთი დონე, რომ ადმაიანებს საშუალება ექნებათ საკუთარი ინიციატივები განახორციელონს და უსაფრტხო პირობებში შეძლონ საკუთარი ოჯახების უკეთესად უზრუნველყოფა. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი დღევანდელ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია მე არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ეს ასე არ არის, მე მასთან ძალიან ნორმალური კონსტრუქციული ურთიერთობა მაქვს, ჩემი დამოუკიდებლობის შეფასება ყველაზე კარგად ჩვენს თანამოქალაქეებს შეუძლიათ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქართულ პოლიტიკაში და კიდევ ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებს, რაც შეეხება ჩემს მასთან ურთიერთობას, მე ყოველთვის მქონდა მასთან გულწრფელი ღია ურთიერთობა, არასოდეს ვერიდებოდი დებატებს მასთან და არაერთ საკითხზე მქონია ძალიან მწვავე კამათი. ეს მისი მხრიდანაც არ ყოფილა უარყოფითად მიღებული. ის რომ მან გამოიჩინა ინიციატივა, რომ ჩემი კანდიდატურა ყოფილიყო წარდგენილი, ეს იყო მათ შორის იმის შედეგადაც, რომ მე არასოდეს დამიმალავს მასთან ჩემი აზრი ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში და არცერთ პრონციპულ საკითხთან დაკავშირებით არ გამიკეთებია კომპრომისი იმ კუთხით, რომ არ მეთქვა სიმართლე. ვფიქრობ ეს არის ძალიან სასარგებლო ურთიერთობა, მისი ჩართულობა კი დადებითი კუთხით იქნება, ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია და ამას მას ვერავინ აუკრძალავს“ - განაცხადა პრემიერმა

0
57
7-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0