x
image
natia.a
როგორ შეიძლება მკერდის გადიდება სახლის პირობებში - დაივიწყეთ ოპერაციები!
image

მკერდის ზომა თანამედროვე ქალბატონების დიდი ნაწილისთვის მტკივნეულ თემას წარმოადგენს, განსაკუთრბით მაშინ, თუ იგი სასურველზე შესამჩნევად ნაკლებია. სამწუხაროდ დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობა, ცხოვრების არასწორი წესი, სტრესი და ა.შ. უარყოფითად აიახება ქალის ჯანმრთელობაზე.

იმისათვის, რომ ქალური ჰორმონები მოწესრიგდეს, კარგი საშუალებაა სამკურნალო ბალახების გამოყენება. ხალხურ მედიცინაში კარგად არის ცნობილი ფიტოესტროგენები: სპეციალური ნივთიერებები, რომლებიც ზოგიერთ პროდუქტსა და მცენარეში არსებობს. მათი გამოყენებით შესაძლოა სარძევე ჯირკვლების ზომის გაზრდა, მკერდის გალამაზება და მენსტრუალური ციკლის მოწესრიგება.


ბუნებრივ საშუალებებს არ გააჩნია გვერდითი ეფექტები, სრულიად უსაფრთხოა და მათი გამოყენება ნებისმიერი ასაკის ქალისთვის შეიძლება. ეს ნამდვილად უკეთესია, ვიდრე პლასტიკური ოპერაცია.


მცენარეები, რომლებიც მკერდის გადიდებას უწყობს ხელს.

ბაბუაწვერა
image

ფიტოესტროგენები, რომლებიც ბაბუაწვერაში არსებობს, ხელს უწყობს ქსოვილების ჯანმრთელ ზრდას. ეს მცენარე შეიძლება გამოვიყენოთ, საკვებ დანამატად როგორც უმად, ასევე გამხმარი სახით.


ბაყაყურა


image

ეს მცენარე ამცირებს სითხის შეკავებას ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს მენსტრუალური ციკლის რეგულაციას და ადიდებს მკერდს ბუნებრივი გზით.


დონგ კვაი (ჩინური ანჯელიკა)


image

ამ მცენარეს, რომელსაც "ქალის ჟენშენსაც" უწოდებენ, უმკლავდება რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხელს უწყობს ჰორმონების მოწესრიგებას. მისი ფესვის გაოყენება ხელს უწყობს ქალის ორგანიზმში პროგესტერონის რაოდენობის მომატებას, რაც მნიშვნელოვანია სარძევე ჯირკვლების უჯრედების ჯანმრთელობისთვის.

კამა



image

კამის ჩაი მშვენიერი საშუალებაა მკერდის ზომის გაზრდისთვის. ასევე კარგია ამ მცენარის კრემი და ლოსიონი, რომლითაც შესაძლებელია მკერდის დაზელვა. კამა მდიდარია ფიტოესტროგენებით და სხვა ფიტონუტრიენტებით, რომლებიც დადებითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე. მათი წყალობით ხდება მკერდის ბუნებრივი ზრდა.


წითელი სამყურა


image

წითელი სამყურა შეიცავს ნივთიერებას სახელწოდებით გენისტეინი, რომელიც თავისი მოქმედებიტ ძალიან ჰგავს ქალის ჰორმონს - ესტროგენს. მისი მიღება რეკომენდებულია იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც მენსტრუალური ტკივილები აწუხებთ ხოლმე. ასევე ხელს უწყობს მკერდის ზრდას.

ულუმბო


image

ჩვენში მას ვიცნობთ უცხო სუნელის სახელწოდებით და სანელებლად უფრო ვიყენებთ. თუმცა მას არანაკლები სამკურნალო თვისებები გააჩნია. იგი ხელს უწყობს ესტროგენის გამომუშავებას, სარძევე ჯირკვლების გადიდებას. ულუმბოს მიღება საკვების დანამატის სახით რეკომენდებულია მეძუძური დედებისთვის.



0
2229
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0