x
image
თამუნა გეწაძე
ვინ იქნებიან "ქართული ოცნების'' საარჩევნო სიის ახალი სახეები?

image


"ქართული ოცნების" კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივანიშვილის გუნდი ახალ სახეებს ეძებს, როგორც ამბობენ, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ებრძვის პარტიულ სიაში ძველი სახეების ყოფნას და ის არის ერთ-ერთი ვინც წერს ამ ახალ სიას. სიის პირველი ნომერი მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილია.

საპარლამენტო სიაში განიხილება ასევე თამარ ჩუგოშვილი ის ადამიანის უფლებები საკითხებში პრემიერის მრჩეველი იყო, ახლა კი ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს.არჩილ თალაკვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედი მოადგილე, გიორგი უძილაური ფონდი "ქართუს"საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი- ჟურნალისტი. 2030 ის წევრები:ლევან კალანდაძე, რამილია ალიევა და ექსპერტი მიხეილ დუნდუა. პარლამენტში გადასასვლელად ამზადებენ აგრეთვე ირაკლი ლექვინაძეს რომელიც-თბილისის ვიცე მერია.

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდიმარე, რიმა ბერიძე, ჩუღურეთის მაჟორიტარობისათვის ემზადება.ზაზა გაბუნია ნაძალადევის რაიონის გამგებელი სავარაუდოდ ამავე რაიონის მაჟორი დეპუტატი იქნება. საკრებულოს წევრები: ბექა ნაცვლიშვილი და ჟაბა სამუშია მაჟორიტარებად მოიაზრებიან. ბათუმის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარი იქნება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, ხოლო ტყიბულში, როგორც კულარებში ამბობენ, კენჭს იყრის განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე.

0
969
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
969
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0