x
image
მთვრალი12
20 ყველაზე ახალგაზრდა მკვლელი
imageადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა მკვლელობაა და სისხლის სამართლით ისჯება.დღევანდელ რეალობაში თითქმის ყოველდღიურად ხდება მკვლელობა და საზოგადოების ნაწილი შეეჩვია კიდევაც ასეთ ინფრომაციებს, მაგრამ სიტუაციას ბევრად ართულებს თუ მკვლელი არასრულსწლოვანია.წარმოგიდგენთ ყველაზე ახალგაზრდა მკვლელებს მსოფლიოს ისტორიის მანძილზე


Daniel Bartlam – 14 წლისimage2011 წლის აღდგომა დღეს მოკლა საკუთარი დედა ჩაქუჩის 6 ჩარტყმით, სანამ მას ეძინა.დენიელმა ჯერ დედამისის სხეული დაწვა და შემდეგ პოლიციაში დარეკა ვითომ მძარცველებმა მოაწყეს ეს ყველაფერი, თუმცა როდესაც სიმართლე გაირკვა მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს


Eric Smith – 13 წლისimageერთ-ერთ იზოლირებულ პარკში ჩაქოლა 4 წლის ბავშვი და სიკვდილის შემდეგაც ესროდა ქვებს მის სხეულს, ასევე გახადა ტანსაცმელი და ჯოხით აუპატიურებდა მას.ერიკს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2014 წელს დაუდგინა ფსიქიური აშლილობა და გათავისუფლებაზე უარი ეთქვა


12. Catherine და Curtis Jones 13 და 12 წლისებიimage


ბავშვები ცხოვრობდნენ ფლორიდაში მამასთან, დედინაცვალთან და მათ ნათესავთან ერთად.როდესაც მან ბავშვებზე იძალადა, ბავშვებმა ეს მამამისს, დედინაცვალს და სპეციალურ ორგანოებსაც მოუყვნენ, თუმცა რადგან არაფერი შეიცვალა გადაწყვიტეს ტავად მოეგვარებინათ პრობლემა.

მათ წინასწარ შეიმუშავეს გეგმა და ერთ-ერთ დღეს მამამისის იარაღით ნასროლი 9 ტყვიის შედეგად მოკლეს დედინაცვალი.წინასწარ განძრახული მკვლელობის ბრალდებით მიესაჯათ 18 წელი და საბოლოოდ 2015 წელს, 29 და 30 წლის ასაკში გაატავისუფლეს


Mitchell Johnson & Andrew Golden13 და 12 წლისებიimageბიძაშვილები და თანასკოლელები იყვნენ, თუმცა ახლო ურთიერთობა არ ჰქონდათ.ერთ დღესაც მიშელმა ენდრიუს დახმარება სთხოვა, რადგან მას კლასელები დასცინოდნენ და ამისთვის წერტილის დასმა უნდოდა.ორივე ბავშვობიდან სანადიროდ დადიოდნენ და ამიტომ კარგად იცოდნენ იარაღის ხმარება.

როდესაც კარგად დაგეგმეს ყველაფერი, ენდრიუმ მამამისს პიკაპი მოპარა, სკოლასთან მივიდნენ და მანქანიდან გახსნეს ცეცხლი.სროლის შედეგად დაიღუპა მათი 5 კლასელი და მასწავლებელი.მიშელი საბოლოოდ 21 წლის ასაკში შეწყალებით გამოუშვეს, ენდრიუ კი რამოდენიმეჯერ დაიჭირეს და ახლაც ციხეშია


Christian Fernandez – 12 წლისimageგააუპატიურეს დედამისი როდესაც 12 წლის იყო და სწორედ ამ ფაქტის გამო გაჩნდა ქრისტიანი.ასევე ბავშვობაში შეესწრო როგორ მოიკლა მამამისმა თავი რევოლვერით.8 წლის ასაკში სკოლაში განაცხადეს, რომ ცხოველი მოკლა და 8 წლის ბავშვის კვალობაზე შეუფერებლად იქცეოდა

ერთ დღესაც, როდესაც სახლში მარტო იყო თავის 2 წლის ძმასთან ერთად, მან მისი პატარა ძმა სიკვდილამდე სცემა.მასთან ერთად დედამისიც გაასამართლეს მკვლელობაში, რადგან სახლში მისვლიდან მხოლოდ 8 საათის შემდეგ დარეკა სასწრაფოში.


Lionel Tate – 12 წლისimageახალგაზრდა ყმაწვილი ვრესლინგის დიდი მოყვარული იყო და თავადაც ვარჯიშობდა.ერთხელ, როდესაც მის მეგობარ ტიფანის ეთამაშებოდა გადაწყვიტა განესახირებინა ტელევიზორში ნანახი პროფესიონალი მებრძოლის ილეთი, რის შედეგადაც გოგონა გარდაიცვალა.ლიონელი 2004 წელს გაატავისუფლეს, დაკავებიდან 5 წლის შემდეგ და შინაგანი პატიმრობა მიესაჯა 10 წლით, თუმცა რამოდენიმე თვის შემდეგ კვლავ დააპატიმრეს პიცის გამყიდველის გაძარცვისთვის


Jordan Brown – 11 წლისimageახალგაზრდა ჯორდანს კარგად ახასიათებდნენ მისი მეზობლები და ნათესავები.ბიჭი მშვილდის ტყორცნაზე ემზადებოდა სპეციალურ სკოლაში და სწორედ ეს გახდა მისი მკვლელობის მიზეზიც.როდესაც მამამისის შეყვარებული ორსულად იყო, ჯორდანმა მას მუცელში ისარი ესროლა.ბიჭი გაასამართლეს ორი ადამიანის, დედინაცვლის და მისი ჯერ არდაბადებული ბავშვის მკვლელობისთვის.


Mary Bell – 11 წლისimageმერი ახრჩობდა 4 წლის ბიჭუნას, რადგან აინტერესებდა თუ რა გრძნობაა, როდესაც ვიღაცას კლავ.გოგონა ასევე ბრალდებული იქნა 10 წლის ბიჭის დახრჩობისთვის საკანში.მას პატიმრობა მიესაჯა მთელი ცხოვრების მანძილზე, თუმცა 10 წლის შემდეგ გაათავისუფლეს და უცხო ქვეყანაში შეცვლილი სახელითა და გვარით გაუშვეს


Jon Venables & Robert Thompson ორივე 10 წლისimageსკოლის შემდეგ მაღაზიაში მოსეირნე ბიჭებმა 2 წლის ბიჭუნა შეამჩნიეს დედისგან მოშორებით და გადაწყვიტეს, რომ გაეტაცათ და ეწამებინათ.საბოლოოდ პატარა ბიჭი ცემითა და ქვებით მოკლეს, რომელიც რამოდენიმე დღის შემდეგ ლიანდაგზე დაგდებული იპოვეს.ბიჭები გაასამართლეს და 18 წლის ასაკში გაათავისუფლეს, თუმცა ერთ-ერთი მათანი მეორედ ჩადენილი ძალადობისთვის კვლავ დაიჭირეს


Amarjeet Sada – 8 წლისimage2007 ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში 8 წლის სადამ 3 ბავშვი მოკლა, მათ შორის თავისი და და ბიზაშვილი.პირველად თვეების ბავშვი წაიყვანა ტყეში და სიკვდილამდე ცემა, შემდეგ დაბრუნდა სახლში და ბიძაშვილი და საკუტარი და მოკლა.იგი გათავისუფლდება 2017 წელს, როდესაც 18 წელი შეუსრულდება


Dedric Darnell Owens – 6 წლისimageმამამისის იარაღის საშუალებით მოკლა 6 წლის გოგონა, თანაკლასელი.ბიჭს მონანიების შემდეგ მიესაჯა 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა


Carl Newton Mahan – 6 წლისimageნიუტონი გაჭირვებული ოჯახიდან იყო და ღარიბულად ცხოვრობდა.ერთხელაც მან და მისმა მეგობარმა გადაწყვიტეს ნივთები გაეყიდათ და ამით ეშოვათ ფული.ერთ დღეს იპოვეს რკინის ნივთი რომლის გამოც წაიჩხუბეს.ბიჭის მეგობარმა, კარლმა აიღო ნივთი და გაქიცა.ნიუტონი უკან დაედევნა იმ იმედით, რომ უკან დაიბრუნებდა ნივთს და საბოლოოდ მეგობარიც შემოაკვდა.ბიჭი მშობლების დახმარებით რამოდენიმე თვეში გაათავიფუსლეს და ახლაც მათთან ცხოვრობს


Joshua Phillips 14 წლისimageგაურკვეველი მიზეზის გამო მოკლა 8 წლის გოგონა, მეზობელი და გაქცევა სცადა თუმცა მალევე დააკავეს და გაასამართლეს.მას შემდეგ, რაც პოლიციამ პატარა გოგონას დანაწევრებული სხეული აღმოაჩინა ბიჭს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


Alyssa Bustamante 15 წლისimage

მან მოკლა ორი გოგონა, მეზობელი დები 9 და 6 წლისები.ერთ საღამოს როდესაც მეზობლები მასთან სტუმრად მივიდნენ, 15 წლის ალისამ ბავშვები ეზოში წინასწარ გათხრილ 2 ორმოსთან მიიყვანა და მოკვლის შემდეგ იქვე დამარხა.გოგონამ განაცხადა რომ მიზეზი თუ რისთვის მოკლა პატარა ბავშვები იყო დახმარებოდა საკუთარ თავს გაეგო თუ რა გრძნობაა მკვლელობა


Cindy Collier and Shirley Wolf 14 და15 წლისებიimageგოგონებმა ერთმანეთი შემთხვევით გაიცნეს და ხშირად ხეტიალობდნენ ქუჩებში.ერთხელ მოხუცი ქალის სახლში შეიჭრნენ და სასტიკად მოკლეს.სხეულს 28 ჯერ ქონდა დანით მიყენებული ჭრილობა და სხვა დაზიანებებიც.ერთ-ერთი გოგონას დღიურში იპოვნეს ჩანაწერი "დღეს მე და სინდიმ ერთი მოხუცი მოვკალით, მაგრად გავერთეთ"


Paul Henry Gingerich 12 წლისimageერთ დღესაც აულმა და მისმა 2 მეგობარმა გადაწყვიტეს გაქცეულიყვნენ სახლიდან ძალიან შორს, თუმცა პაულმა განაცხადა რომ მამამისი ამის ნებას არასდროს მისცემდა.სწორედ ამიტომ ბიჭებმა გადაწყვიტეს 49 წლის ფილიპის მოკვლა წინასწარ დასახული გეგმით.სამივე წინასწარ განძრახ მკვლელობისთვის გაასამართლეს


David Brom 16 წლის image

დევიდმა 1988 წელს გადაწყვიტა ოჯახი მოეკლა.14 წლის და, 9 წლის ძმა და მშობელი.მეორე დღეს კი ჩვეულებრისამებრ წავიდა სკოლაში და ამის შესახებ კლასელებთან ტრაბახობდა

3
620
7-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
620
  
2016, 13 აპრილი, 16:36
სკოლისაც, როდესაც სკოლაში ვიღაც ჩაგრავს ბავშვს და მერე მშობელს ეუბნევა და რეაქცია 0-ია, მერე მშობელზე იბოღმება ბავშვი და რომ იზრდება ხდება უბედურება
2016, 13 აპრილი, 16:34
რა თქმა უნდა ყველაფერი თუ არა 90% მაინც მშობლის ბრალია
2016, 13 აპრილი, 16:26
დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე
0 1 3