x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
თვითმფრინავის გამტაცებელი დააკავეს - ყველა მძევალი თავისუფალია

imageეგვიპტის ავიახაზების თვითმფრინავის გამტაცებელი დაკავებულია - ამის შესახებ ინფორმაცია კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა.
თვითმფრინავი ერთმა პირმა 29 მარტს გაიტაცა. როგორც ცნობილია, ერთერთმა მგზავრმა თვითმკვლელის ქამრის აფეთქების მუქარით MS181 რეისის პილოტს თვითმფრინავი კაიროს ნაცვლად კვიპროსზე ქალაქ ლარნაკას აეროპორტში დაასმევინა.
გატაცების მოტივი უცნობია. ზოგიერთი წყაროს ცნობით მამაკაცი კვიპროსში მყოფ მის ყოფილ ცოლთან შეხვედრას ითხოვდა. სხვა წყაროების ცნობით, ის ეგვიპტეში ტყვე ქალის გათავისუფლებას ითხოვდა.

0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0